ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
15 სექტემბერი, 2014


***

***

როდესაც ბავშვობას იხსენებენ,
ტკბილი მოგონებები აღეძვრებათ ხოლმე,
მე კი რამდენჯერაც შევხვდი ჩემს ბავშვობას,
მხოლოდ თვალის არიდება მოვახერხე,
მეტი ვერაფერი.


***

გზები არასოდეს მთავრდებიან,
უბრალოდ,
ენაცვლებიან
ერთმანეთს.

მე იქ დაგელოდები,
სადაც გზა უხვევს.
პირდაპირ რომ გევლო,
აქამდე ჩემთან
იქნებოდი.


***

არის ხოლმე,-
ჩახედავ გლახაკს თვალებში
და შიგ სახარებას ამოიკითხავ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები