 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 3 ოქტომბერი, 2014 |
შეხედე ბეთქილ,დღეს პირველი თოვლი მოსულა, ჭიუხვებს შორის გაუშლია დალის ნაწნავი, შეხედე ბეთქილ,დედამიწა არის ორსულად, და ეს სიცივე,გულის ტკივილს უფრო ამწვავებს,
გამოდი ბეთქილ,მაგ მაჩუბში ნუ იმალები, თეთრი ჯიხვები შენი თოფის მიზანს ელიან, გამოდი ბეთქილ,ქარი დაჰქრის მთებში თავნება, და ეს ჰაერი–სიცოცხლეზე გემრიელია.
სადახარ ბეთქილ,სად წახვედი,სადახარ ბეთქილ?! აღარ ეტყობა ბილიკები შისველ გორაკებს,, გამოჩნდი ბეთქილ,თორემ გულმაც შეწყვიტა ფეთქვა, გამოჩნდი ბეთქილ და ჯიხვები მთიდან მორეკე,
ვოი შავ ბეთქილ!ახლა ცაზე ნედლი მთვარეა, ღრუბლის ტაიჭებს აუშვიათ ციდან სადავე, ვოი შავ ბეთქილ! ყველაერი შენი ბრალია, თოვლზე ბავშვები,კაშკაშა მზეს რომ არ ხატავენ,
შენი ბრალია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. ჰო.მოთქმა სავით. ჰო.მოთქმა სავით.
12. და ეს ჰაერი–სიცოცხლეზე გემრიელია. + და ეს ჰაერი–სიცოცხლეზე გემრიელია. +
11. დასტური დავითს, უძლიერესია მუხბე! დასტური დავითს, უძლიერესია მუხბე!
10. მოთქმასავით ლექსია... მომეწონა ძალიან...5 მოთქმასავით ლექსია... მომეწონა ძალიან...5
9. მოთქმასავით ლექსია... მომეწონა ძალიან...5 მოთქმასავით ლექსია... მომეწონა ძალიან...5
6. დედამიწა არის ორსულად. რაღაც არ მიდის, თან თოვლიაო დედამიწა არის ორსულად. რაღაც არ მიდის, თან თოვლიაო
5. სადა ხარ - ცალ-ცალკე : ))
ამ და კიდევ რამდენიმე ავტორის საკითხავად შემოვდივარ ხოლმე აქ.. სხვა დანარჩენი ერთფეროვანებაა.
კარგი ხარ ძმაო.. საკმაოდ ღირებული მხატვრული სახეებია აქ.
სადა ხარ - ცალ-ცალკე : ))
ამ და კიდევ რამდენიმე ავტორის საკითხავად შემოვდივარ ხოლმე აქ.. სხვა დანარჩენი ერთფეროვანებაა.
კარგი ხარ ძმაო.. საკმაოდ ღირებული მხატვრული სახეებია აქ.
4. შენი ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია. მოგიკითხე ლიპო :)) შენი ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია. მოგიკითხე ლიპო :))
3. უმაგრესია ძმა და ეს ჰაერი სიცოცხლეზე გემრიელია. ნაღდი ხარ უმაგრესია ძმა და ეს ჰაერი სიცოცხლეზე გემრიელია. ნაღდი ხარ
1. სვანური ზარი.
შთამბეჭდავი იყო.
სვანური ზარი.
შთამბეჭდავი იყო.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|