ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2014


***

მთვარის ვერცხლები მდინარემ
უბეში ჩაიჩხრიალა.
ღამე, თეოზე მძინარე,
აფხიზლა იალ-კიალმა.
დარჩენილიყო უმთვაროდ
ცა, უძინარი დარაჯი.
გზად მიდიოდა ორთვალა,
ზედ კაცი, ძველი ფარაჯით...
წყალმა წაიღო თავისი,
წესად აქვს, თორემ, სხვა რა სჯის...
          08.10.14
ხელი ტუჩზე

ვკითხე სურვილს, რა სურს ახლა,
გამიქრება ნდომა ვიდრე...
მწიფე ბაღი მომცრო სახლთან,
და ატმები სურნელს ღვრიდნენ!
გვირილისგან მინდა კი-ს თქმა,
სურვილი ხომ არ ცნობს არას.
უპასუხოდ რჩება კითხვა,
"კი" თუ ჩუმად გაიპარა...
მინდა ცალი ქოში ბროლის,
ჩავდგა ფეხი, უცებ გაჩნდეს,
სიყვარულისფერი თოვლი,
როგორ მინდა, ჩვენში დარჩეს...
აირიოს მერე უცებ
ეს ზამთარი, მოაპრილო.
ავაფარე ხელი ტუჩზე,
რაც სურვილმა დააპირა...
  09.10.14


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს