 | ავტორი: გვანციოლა ჟანრი: პოეზია 20 ოქტომბერი, 2014 |
ჩვენ მივუყვებოდით უშვილო დედებით დასახლებულ შედედებული სისხლის ტაიგებს და თითოეულ მოძრაობას იკვირვებდნენ ჩემი ქარიშხლიანი მუხლები.. რას ნიშნავდა ქალაქში მოჯირითე მთავარანგელოზი მათრახით რომ ახელებდა ნოემრის მზის მხურვალებას?!.. მითხარი როდის დამთავრდება ცა, რომ მოსიარულე ქონდრის კაცები ამოვხიო ნახატებიდან.. მითხარი რატომ ჩამესმის შენი სუნთქვა მძინარეს, რომ საკუთარი ხელით დავანგრიო შენთვის აშენებული კოშკები.. ჩვენ მივუყვებოდით ტრამალებს, მდუღარე გადასხმული კანივით რომ დამჩენოდათ ბორცვები.. და თბილი კაშნესავით მახვევდი სიცივეს გაყინული ხელებით.. რას ნიშნავს ცამდე ასული ჩემი გულისცემა საფრთხის მომასწავებელი საყვირივით რომ აყრუებს გარემოს.. მითხარი რატომ არ მთავრდება ცა, რომ ხელის კვრით წამოვაყენო ის მომლოდინე სკამიდან, რომ მე თვითონ გავამთელო კიბის ჩატეხილი საფეხური, რომ მოთქმით დავიტირო ორიათასწლიანი სიმარტოვე, რომ არ გავიხედო უშვილო დედებისკენ, რათა ვერასდროს შევიგრძნო მათი უბედურება, რომ ხელში ჩავიგდო მოჯირითე მთავარანგელოზის ცხენის სადავე და მოვზიდო ძარღვების დაწყვეტამდე.. და ვუყვირო ვიდრე იოგები გაუძლებს : აქ მზეზე მეტად ჩვენი სითბოს ნაკლებობაა, აქ მიწითაგებული ოთხიკედელია, აქ სიკვდილზე მეტად სიცივის შიშია, აქ უშვილო დედები შვილმკვდარ დედების ბედს დანატრიან და შვილმკვდარი დედები შვილის საფლავებს ატირებენ უშვილობის მადლს.. მე კი ვერ გამიგია მათი უბედურების ხარისხი.. - და თითოეულ სიტყვას იკვირვებენ შენი განივჭრილიანი თვალები - მითხარი როცა დამთავრდება ცა, რომ სამაგიერო გადაგიხადო უპასუხოდ დატოვებული კითხვებისთვის .. ..
მე მივუყვებოდი შვილმკვდარი დედებით ნამარხ გამომაშრალ სტეპებს და თითოეულ მოძრაობას იკვირვებდნენ ჩემი ქარიშხლიანი მუხლები..
გვანცა 2010 წელი / ნოემბერი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მადლობები :) მადლობები :)
11. ჰოდა, მახსოვდა, რა თქმა უნდა- ეს როგორ დამავიწყდებოდა.
ჰოდა, მახსოვდა, რა თქმა უნდა- ეს როგორ დამავიწყდებოდა.
10. მძაფრი, ტრაგიკული...
"აქ უშვილო დედები შვილმკვდარ დედების ბედს დანატრიან და შვილმკვდარი დედები შვილის საფლავებს ატირებენ უშვილობის მადლს.. მე კი ვერ გამიგია მათი უბედურების ხარისხი "
შუძლებელია მათ შორის უფრო უბედურის ამორჩევა,
მძაფრი, ტრაგიკული...
"აქ უშვილო დედები შვილმკვდარ დედების ბედს დანატრიან და შვილმკვდარი დედები შვილის საფლავებს ატირებენ უშვილობის მადლს.. მე კი ვერ გამიგია მათი უბედურების ხარისხი "
შუძლებელია მათ შორის უფრო უბედურის ამორჩევა,
9. ავტორი: გვანციოლა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: გვანციოლა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
8. ჰო, არაჩვეულებრივია
5 ჰო, არაჩვეულებრივია
5
7. დამბურძგლა.+++ დამბურძგლა.+++
6. ძალიან კაია ეს. იშვიათია ამ ნასაიტარზე. 5 ძალიან კაია ეს. იშვიათია ამ ნასაიტარზე. 5
4. +2
წარმატებები +2
წარმატებები
3. მართლა ძაიან კარგია 5 მართლა ძაიან კარგია 5
1. ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|