ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუკა ლაშხი
ჟანრი: პროზა
1 ნოემბერი, 2014


დარჩენის ათი მცნება!

1.არასოდეს არაფერი გიყვარდეს საკუთარ თავზე მეტად.ტყუილია,როცა ამტკიცებენ საპირისპიროს.იტყუებიან.
2.ნუ წაართმევ ნურაფერს,როცა არაფერი მიგიცია.
3.ნუ მოითხოვ წაბლის ჯემის გაკეთებას იმისგან,ვისთვისაც ვაშლის გათლაც კი არ მოგსვლია აზრად აქამდე.
4.ნუ დაპირდები სამყაროს იმას,ვისაც წარმოიდგენა არ აქვს ორი აკრი მიწის მასშტაბზე.
5.ნუ გაყრი სახლიდან ტყეში ცხოველებს.იქ ადამიანები სანადიროდ დადიან.
6.ხშირად შეიხედე სხვის სამზარეულოში.იქნებ ონკანი დარჩა ღია.
7.ნუ იფიქრებ რომ შენი მეზობლები იცინიან,როცა ტირიან.ყველა ტირის.
8.ნუ გახდი მიწას ტანზე,როცა შემოდგომა საცვლებს უქსოვს ხმელი ფოთლებისგან.
9.ნუ იფიქრებ,რომ თუ არვის სჭირდები,სულ არავის სჭირდები.
10.არც ის იფიქრო,თუ ეს ყველაფერი ასე არ გაქვს ჯოჯოხეთი არ აგცდება.ვერსად ნახავ ამაზე უარეს ჯოჯოხეთს სხვაგან სადმე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები