 | ავტორი: ლიპო ჟანრი: პოეზია 19 იანვარი, 2015 |
მიღოღავს ცაზე მთვარის აჩრდილი, ცა სევდიაობს,მანიც დარია, ლექსები-ტკივილს ვეღარ არჩენენ, მთებზე იებიც აღარ ჰყვავიან,
მთა მომენატრა-მთების ნაშიერს, ქალაქმა,ბოღმით დამაავადა, "თავისუფლება მხოლოდ მთაშია" აქ კი საკუთარ ლეშთან ვკამათობ,
მინდა სხეული შემოვიფლითო, ლაჟვარდებს ფრთებით შევეთამაშო, ქალაქი ისე გამოიფიტა, გარდაუვალი გახდა შამათი,
აქ,ამ ქალაქში,დროც კი დაბერდა, მტკვარმა წაიღო ყველა იმედი, საკუთარ თავში დავიკარგე და ლექსებს საწერად ვეღარ ვიმეტებ,
მიღოღავ ცაზე მთვარის აჩრდილი, ცა სევდიანობს,მაგრამ დარია, მე მხოლოდ მთები გადამარჩენენ, აქ კი,სიცოცხლეც არ მიხარია...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ქალაქმა,ბოღმით დამაავადა,
მეც :)
ლექსი მომეწონა. გულწრფელია და კარგად იკითხება
+ ქალაქმა,ბოღმით დამაავადა,
მეც :)
ლექსი მომეწონა. გულწრფელია და კარგად იკითხება
+
7. კარგია! მეც ვაპირებ დაბრუნებას. კარგია! მეც ვაპირებ დაბრუნებას.
6. გახლავართ ერთ-ერთი დაბრუნებული და მინდა მოგახსენოთ, რომ არსად არ ვაპირებ მესტიიდან წასვლას! :)
მთა მირჩევნია ვრცელ ველებს, სვანი ვარ - იმიტომ განა.. ქალაქი მოვიზემელე - ყიყინა და თავკომბალა.
მოკითხვა და მოლოცვა ერთ ფლაკონში! :)
გახლავართ ერთ-ერთი დაბრუნებული და მინდა მოგახსენოთ, რომ არსად არ ვაპირებ მესტიიდან წასვლას! :)
მთა მირჩევნია ვრცელ ველებს, სვანი ვარ - იმიტომ განა.. ქალაქი მოვიზემელე - ყიყინა და თავკომბალა.
მოკითხვა და მოლოცვა ერთ ფლაკონში! :)
5. ლექსები-ტკივილს ვეღარ არჩენენ, მთებზე იებიც აღარ ჰყვავიან
კარგია ++ ლექსები-ტკივილს ვეღარ არჩენენ, მთებზე იებიც აღარ ჰყვავიან
კარგია ++
4. მადლობა,მეც დავბრუნდები,პირველი ნაბიჯი გადავდგი,საქართველოში დავბრუნდი და აქიდან მთამდე არც ისე შორია :) მადლობა,მეც დავბრუნდები,პირველი ნაბიჯი გადავდგი,საქართველოში დავბრუნდი და აქიდან მთამდე არც ისე შორია :)
3. გამახსენდა, რომ მაინც მინახავს- ბექა ხერგიანი :)
გამახსენდა, რომ მაინც მინახავს- ბექა ხერგიანი :)
2. კარგი ლექსია, ემოციურადაც, ფორმითაც, შინაარსითაც.
გულწრფელიცაა, ოღონდ ერთია- არავინ მინახავს იქ, მთებში დაბრუნებული ...
კარგი ლექსია, ემოციურადაც, ფორმითაც, შინაარსითაც.
გულწრფელიცაა, ოღონდ ერთია- არავინ მინახავს იქ, მთებში დაბრუნებული ...
1. იმედი-ვიმეტებ კარგი რითმაა, მთლიანონაში კარგია ++ იმედი-ვიმეტებ კარგი რითმაა, მთლიანონაში კარგია ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|