დამიძახე, ატმენაქობას დამიძახე. იქნებ ხელმეორედ ვიშვა და ძველმანებივით დაობებული ჩემი ცოდვები წარსულს შევაჩეჩო ხავსიან ხელში. ბუნიობისას დამიძახე, როცა დღე და ღამე საქორწინო სარეცელს იყოფენ ერთმანეთთან შეთანასწორებულნი. მოკითხვის ბარათს გიგზავნი იმ წლებთან, რომლის სურნელი ახლად გამომცხვარი ნაზუქივით მსიამოვნებს. უცხო ქალაქში მოხეტიალეს დამიძახე, როცა საკუთარ თავს უიმედოდ ვეძებ თავმკვდარი. როცა ერთდროულად თან სიბერისკენ ვიზრდები, თან ოცნებისკენ ვპატარავდები. დამიძახე, როცა ხილულსა და უხილავს შორის წრფეზე მდგარი, ცალი ხელით იმათ ვეჭიდები ვინც, აქ ვარ და სიცოცხლეს მიმსუბუქებს, ხოლო მეორეთი იმათ ხსოვნას ველაციცები, ვინც _ წავალ და სიკვდილს გამიადვილებს. დამიძახე, სანამ ვდგავარ ასე, უკან მოვიხედავ _ მამის სახეზე ”ურმულის’’ სევდა, წინ _ შვილის თვალებში ,,ემინემის’’ ირონია. დამიძახე, სანამ საპირისპირო გზებით ვივლით ერთმანეთთან დასაახლოებლად, ვიდრე _ ყინულივით ჩაგვადნება მუჭში მომწყვდეული სიყვარული შეციებული სულების შესათბობად, დამიძახე, მთელი ხმით დამიძახე, რადგან ახლა ყველაზე მეტად შენთან შეხვედრა და ატმენაქობა გადამარჩენს. 1999 წელი. 1. ატმენაქობა _ შობის ღამე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. (უჴმ.) ქრისტეს შობის ღამე Z. შობის ღამე AB. ქრისტეს შობის ღამეს უწოდენ მსოფლიონი Cab. შობის ღამეს უწოდენ ქრისტესასა მსოფლიონი Cq.
სულხა-საბა ორბელიანი ლექსიკონი ქართული. ტომი I. გვერდი 71. (უჴმ.) ქრისტეს შობის ღამე Z. შობის ღამე AB. ქრისტეს შობის ღამეს უწოდენ მსოფლიონი Cab. შობის ღამეს უწოდენ ქრისტესასა მსოფლიონი Cq.
სულხა-საბა ორბელიანი ლექსიკონი ქართული. ტომი I. გვერდი 71.
3. ძალიან მომეწონა ძალიან მომეწონა
1. რა კარგადაა ღირებულებათა საპირწონეები შერჩეული.
რომელ დიალექტშია "ატმენაქობა"?
რა კარგადაა ღირებულებათა საპირწონეები შერჩეული.
რომელ დიალექტშია "ატმენაქობა"?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|