მე წავაწერდი ამ წიგნს, ყდის მიღმა, რაც ვერასოდეს გითხარი მაშინ, როდესაც სივრცე გვყოფდა ირიბად, როგორც ზღვის ტალღებს ავდარი ქარში. ეს იქნებოდა უბრალოდ ის, რაც ლექსში ვერ ნახეს უცხო ქალებმა. ის, რითაც გასცეს ჩემი იერი, სისხლით ავსებულ კაპილარებმა. და დავაწერდი ამ წიგნს, იყო რაც შენი თვალების და სულის მიღმა. არ დავაწერე, ჰოდა გილოცავ! ბედმა გიშველა და გაგიღიმა. რადგან ნახავდნენ ბევრი წლის შემდეგ, შენი შვილები ყდაზე წარწერას და იკითხავდნენ - ვინ არის ეს დე? და მე ცრემლისთვის ვეღარ გაგწირე. ახლა კი ვაწერ ასე მარტივად, რაც თაროებზე შენი წიგნების, დარჩება მხოლოდ ერთადერთ იმად, რაც ახლა ვარ და მაშინ ვიქნები. გიხსენებ, გხედავ და გთხოვ მიიღო, თუ წაიკითხავ ეს ლექსი ისე, როგორც სიტყვები ცერად, ირიბად მიწერილია ახლა შენს წიგნზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. "ახლა კი ვაწერ ასე მარტივად, რაც თაროებზე შენი წიგნების, დარჩება მხოლოდ ერთადერთ იმად, რაც ახლა ვარ და მაშინ ვიქნები." ++
"ახლა კი ვაწერ ასე მარტივად, რაც თაროებზე შენი წიგნების, დარჩება მხოლოდ ერთადერთ იმად, რაც ახლა ვარ და მაშინ ვიქნები." ++
11. ზაზა :) მეგობარო :) <3 მადლობა ზაზა :) მეგობარო :) <3 მადლობა
9. ბევრი სითბო და ჩახუტება ჩემგან :) დიდი მადლობა მეგობრებო ბევრი სითბო და ჩახუტება ჩემგან :) დიდი მადლობა მეგობრებო
8. რაღაცნაირი ბიჭია გიორგი : ) რომ უნდა გიყვარდეს ძალიან და სხვა გზა არა გაქვს ისეთი : ) წარმატებები გიო რაღაცნაირი ბიჭია გიორგი : ) რომ უნდა გიყვარდეს ძალიან და სხვა გზა არა გაქვს ისეთი : ) წარმატებები გიო
7. შესანიშნავია! ++ შესანიშნავია! ++
6. რა კარგადაა მოფიქრებული- არის წარწერა და თან-არც არის :)
რა კარგადაა მოფიქრებული- არის წარწერა და თან-არც არის :)
4. კარგია. ++++ კარგია. ++++
3. როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე :))+++++ როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე :))+++++
2. ის, რითაც გასცეს ჩემი იერი, სისხლით ავსებულ კაპილარებმა.
რა კარგი ხარ შენ :) სულ მომეწონა ის, რითაც გასცეს ჩემი იერი, სისხლით ავსებულ კაპილარებმა.
რა კარგი ხარ შენ :) სულ მომეწონა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|