ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სპილუკა
ჟანრი: იუმორისტული
16 მარტი, 2015


გული და ფული

სიყვარულმა გული ჩამწვა, უფულობამ ნერვი,
კაპიკ–კაპიკ შევაგროვე ფული ხავსის ფერი,
რომ მეყიდა შენთვის ქურქი და კაბები ბევრი,
ფეხსაცმელიც რომ ჩაგეცვა ნაირ–ნაირები,
სურნელი რომ მოგეფრქვია ნაზი, მათრობელი
და სახეზეც რომ გქონოდა მზის სინათლის ფერი,
ყველაფერი მოვახერხე, ცხოვრება ხარ ჩემი,
ფერიებსაც შეშურდებათ სილამაზე შენი,
რა ვიცოდი მე საწყალმა ეს რომ სხვისთვის ვქენი,
მე ხელი მკარ, სხვასთან წახველ, დამიბნელე დღენი,
მუქი ფერით შემიმოსე წამი მშვენიერი,
შენს მაგივრად დამიტოვე ჯიბე ცარიელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები