 | ავტორი: ჭურიპირი ჟანრი: იუმორისტული 5 ივნისი, 2015 |
გუშინ გამოცდიდან გამოვედი თუ არა ეგრევე დაიწყო ჩემი ვითომ და საქმიანი გადარბენები, ჰო და შევვარდი ავტობუსში, ბიჭები მელოდებიან უნდა გავაცილო. ნუ ავტობუსი როგორც ყოველთვის გაჭედილი თუ გადაჭედილი (როგორცაა), სტამბულის საცობი, შუადღის სიცხე და მე მეჩქარება. ერთი გაჩერება იყო დარჩენილი როცა ერთმა დაბნეულმა მგზავრმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, ასე ჩემი ასაკის ქერა ბიჭია, ჯერ მონიტორს შეხედავს, მერე ტელეფონს, მერე გარეთ გაიხედავს, აშკარაა რომ უცხოელია და ინტერნეტში მოძიებული გაჩერებები ვერ დაამთხვია ავტობუსის გაჩერებას. კი ჩავწვდი მის გასაჭირს, მარა ვჩქარობ, ჩემი გაჩერება ახლოვდება და დიალოგს თავს ვარიდებ, თან ამდენ ხალხში რა აუცილებელია მე გამოვიჩინო ყურადღება მეთქი - გავიფიქრე. არ ვიცი ზურგჩანთით ნამეტარი სტუდენტურად გამოვიყურებოდი, თუ მიხვდა რომ ვაკვირდებოდი, რამოდენიმე მგზავრი შეაწუხა, ჩემამდე გამოტოპა და ინგლისურად, ძალიან თავაზიანად მეკითხება ავტობუსის ნომერს. სხვა რაღა გზა იყო, ჩემი არც თუ ისე საამაყო ინგლისურით მაქსიმალურად მოკლედ გამოვკითხე საით მიდიოდა, ავუხსენი რომ ავტობუსის ნომერი სწორია, მაგრამ არასწორი მიმართულებით გაყვა და გზის საპირისპირო მხრიდან უნდა გაყვეს იგივე ნომერს. გაუხარდა და გააგრძელა დიალოგი მიუხედავად ჩემი ლაკონურობისა -ძლივს ვიპოვე ინგლისურის მცოდნეო, აქ რატო არ იციანო და ა.შ. გავხედე გზას ისევ ნელა მივიწევთ საცობში, ასე რომ მაქვს კიდევ ასე 5 წუთი გაჩერებამდე, ჰო და წავედი რისკზე და ვკითხე -სადაური ხარ მეთქი. - ჯორჯია. უცებ ამიტყდა სიცილი. იმან ალბათ იფიქრა რომ საქართველოს დავცინე, დაიძაბა და სერიოზული ტონით მეკითხება -შენ სადაური ხარ? ჯორჯია - სასწრაფოდ ვუპასუხე სანამ შემაგინებდა და მერე ორივემ ბოლო ხმაზე ვიცინეთ. ჩემი ქართველობა ასეთი სახალისო ჯერ არ ყოფილა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. ჩემი ქართველობა კიდე სულ სახალისოა, ერთხელ მაგალითად ლოლს ვთამაშობდი და ინგლისურად მკითხა ერთერთმა მოთამაშემ საიდან ხარო, მეთქი ჯორჯია, ბრო და იმან, მი თუუ ო და მეთქი ჯორჯია ზე ქანთრი, ნოთ ზე ვან ინ ამერიქათქო და იმან მი თუუ შეჩემა მი თუუ ო :დ იუმორესკა არ გამოვა აქედან მარა ნიჩიო ჩემი ქართველობა კიდე სულ სახალისოა, ერთხელ მაგალითად ლოლს ვთამაშობდი და ინგლისურად მკითხა ერთერთმა მოთამაშემ საიდან ხარო, მეთქი ჯორჯია, ბრო და იმან, მი თუუ ო და მეთქი ჯორჯია ზე ქანთრი, ნოთ ზე ვან ინ ამერიქათქო და იმან მი თუუ შეჩემა მი თუუ ო :დ იუმორესკა არ გამოვა აქედან მარა ნიჩიო
15. აუ, ჩემი თავი გამახსენდა :) მინსკიდან საქართველოში მოვფრინავდი, ტრანზიტული რეისი იყო და 4 სათი სტამბოლში უნდა დავრჩენილიყავი. ვზივარ აეროპორტში, მიჭირავს ხელში ქართული პასპორტი და ვათამაშებ, რომ თუ ვინმე ხართველი აღმოჩნდება, იქნებ გამოლაპარაკება მოუნდეს :) მომიჯდა ერთი საკმაოდ სიმპათიური, რეპერულად აჩაჩულ-დაჩაჩული ყმაწვილი და რომელი საათიაო ინგლისურად ( ვიფიქრე უცხოელია, უბრალოდ გაცნობის ხერხია ქართული თქო). მე ინგლისურთან არც ისე კარგად ვარ, ჰოდა, ვუპასუხე მოკლედ. მერე კიდევ რაღაცეები მკითხა, (მათ შორის სახელი) რაზეც ასევე მოკლედ ვუპასუხე და ჩაიძირა თავის ნოუთბუკში. ჩასხდომისას, ვხედავ ჩემს წინ მიდის ვიღაც ბიჭთან ერთად და გაცხარებულად უხსნის რაღაცას ქართულად. ჰმ! გავბრაზდი, მარა რა გავბრაზდი... თუ ქართველი იყო, რაღა ინგლისურით მაწამა?! დავფრინდით თბილისში, ეს ბიჭი ისევ შევნიშნე, ისევ გაცხარებული ელაპარაკება იმ მეორეს, ოღონდ ამჯერად მეგრულად :))) (ანუ ჩემს "მშობლიურ" ენაზე )... ბრრრრრ! გავმწარდი, მარა რა გავმწარდი! ისევ მოდის ჩემთან და ახლა უკვე ქართულად მეუბნება, ნოუთბუკის საბუთები არ მაქვს და თუ შეგიძლია შენ გაიტანო აქედან, გოგო რომ ხარ არ შეგამოწმებენ და მე შეიძლება შემიმოწმონო :)))) შევხედე, მთელი ბრაზი შუბლზე და თვალებზე დავიწერე და ჩემი ტანჯული ინგლისურით ვუპასუხე: -I do not speak Georgian!
ჰმ!!! აუ, ჩემი თავი გამახსენდა :) მინსკიდან საქართველოში მოვფრინავდი, ტრანზიტული რეისი იყო და 4 სათი სტამბოლში უნდა დავრჩენილიყავი. ვზივარ აეროპორტში, მიჭირავს ხელში ქართული პასპორტი და ვათამაშებ, რომ თუ ვინმე ხართველი აღმოჩნდება, იქნებ გამოლაპარაკება მოუნდეს :) მომიჯდა ერთი საკმაოდ სიმპათიური, რეპერულად აჩაჩულ-დაჩაჩული ყმაწვილი და რომელი საათიაო ინგლისურად ( ვიფიქრე უცხოელია, უბრალოდ გაცნობის ხერხია ქართული თქო). მე ინგლისურთან არც ისე კარგად ვარ, ჰოდა, ვუპასუხე მოკლედ. მერე კიდევ რაღაცეები მკითხა, (მათ შორის სახელი) რაზეც ასევე მოკლედ ვუპასუხე და ჩაიძირა თავის ნოუთბუკში. ჩასხდომისას, ვხედავ ჩემს წინ მიდის ვიღაც ბიჭთან ერთად და გაცხარებულად უხსნის რაღაცას ქართულად. ჰმ! გავბრაზდი, მარა რა გავბრაზდი... თუ ქართველი იყო, რაღა ინგლისურით მაწამა?! დავფრინდით თბილისში, ეს ბიჭი ისევ შევნიშნე, ისევ გაცხარებული ელაპარაკება იმ მეორეს, ოღონდ ამჯერად მეგრულად :))) (ანუ ჩემს "მშობლიურ" ენაზე )... ბრრრრრ! გავმწარდი, მარა რა გავმწარდი! ისევ მოდის ჩემთან და ახლა უკვე ქართულად მეუბნება, ნოუთბუკის საბუთები არ მაქვს და თუ შეგიძლია შენ გაიტანო აქედან, გოგო რომ ხარ არ შეგამოწმებენ და მე შეიძლება შემიმოწმონო :)))) შევხედე, მთელი ბრაზი შუბლზე და თვალებზე დავიწერე და ჩემი ტანჯული ინგლისურით ვუპასუხე: -I do not speak Georgian!
ჰმ!!!
14. კი, ხდება მასე....:)))))))) კი, ხდება მასე....:))))))))
13. ჰო ისე ქეთინოს შემთხვევაში შენ უფრო იყავი გაოცებამდე თავაზიანი ქართველის როლში. ჰმ... აფხაზად გამომიყვანა ახლა... :)) ჰო ისე ქეთინოს შემთხვევაში შენ უფრო იყავი გაოცებამდე თავაზიანი ქართველის როლში. ჰმ... აფხაზად გამომიყვანა ახლა... :))
12. ეგ კაცი აღარ მახსოვს, ქეთინოს თავისი გასაჭირი ჰქონდა, ნუ ეს ბიჭი სულ არ ჰგავდა ქართველს და მომკალი, აფხაზი იყო ისე შენიანია )) ეგ კაცი აღარ მახსოვს, ქეთინოს თავისი გასაჭირი ჰქონდა, ნუ ეს ბიჭი სულ არ ჰგავდა ქართველს და მომკალი, აფხაზი იყო ისე შენიანია ))
11. რომელი არ იყო თავაზიანი, დამქირავებლის მიერ ქეთინოდ მონათლული ქეთევანი თუ ის კაცი, გზა რომ ვკითხეთ და ქართველი რომ აღმოჩნდა? :P რომელი არ იყო თავაზიანი, დამქირავებლის მიერ ქეთინოდ მონათლული ქეთევანი თუ ის კაცი, გზა რომ ვკითხეთ და ქართველი რომ აღმოჩნდა? :P
10. ამჯერად ნამდვილად ვერ გამოვიცანი, კარგად ფლობდა ინგლისურს და თან ძალიან თავაზიანი ყმაწვილი იყო )) ამჯერად ნამდვილად ვერ გამოვიცანი, კარგად ფლობდა ინგლისურს და თან ძალიან თავაზიანი ყმაწვილი იყო ))
9. დაიძაბა და სერიოზული ტონით მეკითხება -შენ სადაური ხარ? - კიდევ კარგი, რომ არ ჩაიცუცქა. :)) საერთოდ შენ ქართულ სახეებს ცნობ, პირადადაც შევსწრებივარ. ;) დაიძაბა და სერიოზული ტონით მეკითხება -შენ სადაური ხარ? - კიდევ კარგი, რომ არ ჩაიცუცქა. :)) საერთოდ შენ ქართულ სახეებს ცნობ, პირადადაც შევსწრებივარ. ;)
8. ე:დ მე რატო არ მხვდებიან არსად ქართველები :(
დავიბოღმე ახლა მე! ე:დ მე რატო არ მხვდებიან არსად ქართველები :(
დავიბოღმე ახლა მე!
7. ანალოგიური დამემართა პარიზის მეტროში. პირველად ვიყავი. არ ვიცოდი საით ჩავმჯდარიყავი. გავაჩერე ახლაგაზრდა მამაკაცი და ვკითხე დამტვრეული ფრანგულით. მან უარესად "დაამტვრია" ) ამიხსნა და ბოლოს აღმოვაჩინეთ რომ ორივე ქართველები ვიყავით:)
ანალოგიური დამემართა პარიზის მეტროში. პირველად ვიყავი. არ ვიცოდი საით ჩავმჯდარიყავი. გავაჩერე ახლაგაზრდა მამაკაცი და ვკითხე დამტვრეული ფრანგულით. მან უარესად "დაამტვრია" ) ამიხსნა და ბოლოს აღმოვაჩინეთ რომ ორივე ქართველები ვიყავით:)
5. ქერა უცხოელი :დ
ქერა უცხოელი :დ
3. კარგი იყო :) კარგი იყო :)
1. ორივენი ბედკრული საქართველოს... :))
ორივენი ბედკრული საქართველოს... :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|