 | ავტორი: ნაირიმ-ი ჟანრი: პოეზია 9 ოქტომბერი, 2015 |
* * *
ნეტავ პირველად, სიყვარული ვინ იქადაგა? მარტის ნიავმა, - მინდვრები რომ მოაფარდაგა.
07.10.2015
* * * აღიხვენ ბაგე! შემოქმედო და მითხარ რა ვარ. მღილი ვარ მხოლოდ, შენს სხეულზე მცოცავი მარად თუ არსად შემქმენ, ხატად შენად და შესადარად. აღიხვენ ბაგე! ხედავ უკვე, გაიბნა ფარა, ტარიგს კისერზე მიბჯენია სამსხვერპლო დანა. კმარა, უფალო! შემოქმედო! აღიხვენ ბაგე! კმარა, სისხლი და ვაებანი! კმარა, სამსალა!.. გოდებს იობი, გოდებს რუმი -. ფიქრმა დამღალა... აღიხვენ ბაგე! შემოქმედო, ვინა ვარ? რა ვარ?
08.10.2015
ამბავი ესე, ახლების საცოდნელად ...
* * *
ჩვიდმეტის რომ ხარ, თავი ყველგან გგონია მარტო, გგონია ერთი მიძალებით გაიტან კაბდოს*.
ოცდახუთისას, წინ გზები გაქვს, ნათელი, ფართო, მაგრამ არჩევანს ვერ აკეთებ, ჯერ ვერა სარქლობ.
ოცდაათმეტი - ყველა სხვისას, სჯობს შენი ავტო! ნიცშეც, ფროიდიც, გგონია რომ სულ ფუჭად ლაყბობს.
ოთხ ათეულზე არ ჩერდები, ცრურწმენა გაკრთობს... ძილისწინ, ტახტის მოზიარე, პატარა გართობს.
ორმოცდაათი! - აგარაკზე ებრძვი შენს შამქორს, ნაგრამი ცდილობს, გაიტანოს ისევ „ის კაბდო“ (!) ...
ისევ ხარ მარტო, გვერდით მხოლოდ მეუღლე გათბობს, ფეხზე გკიდია სხვათა აზრი, ფროიდიც, ავტოც...
ცათა გამრიგე სულ ყველაფერს მის ჭკვაზე აწყობს... და ასე ბრუნავს ცარგვალი და ჩამოფქვავს აწმყოს.
08.10.2015 * კაბდო - საფარცხის დიდრონი ფიცარი, სათრეველი.
* * *
ოქტომბრის წვიმა გამალებით სარკმელს ეხლება - ავატარს ვიცვლი „ურაკპარაკზე“.
09.10.2015
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გაგიტანიათ კაბდო და ეგაა :)
გაგიტანიათ კაბდო და ეგაა :)
3. კარგია, განსაკუთრებით ასაკზე. კარგია, განსაკუთრებით ასაკზე.
1. პირველი ნაწილი კარგია, მეორე უფრო, მესამეც კარგი, მეოთხე წავიკითხე, ვნახე და გულიანად გამეცინა)))
პირველი ნაწილი კარგია, მეორე უფრო, მესამეც კარგი, მეოთხე წავიკითხე, ვნახე და გულიანად გამეცინა)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|