 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 25 ნოემბერი, 2015 |
დღეს ვიღას ახსოვს დამფრთხალი გნოლი, სულ აღარა ჰგავს ზეცაც საფირონს, კვლავ სარეცხს რეცხავს დაღლილი ცოლი, რომ თოკზე ქართან ერთად გაფინოს...
ფანჯრიდან მესმის: - მიშველეეე - ზოგჯერ, არ შეგეშინდეთ, განა რამეა, ეს, ჩემი სახლის სარეცხის თოკზე ქარი ჰკიდია სამი ღამეა...
შინიდან წასულს დამეტყო ბზარი, თითქოს ცხოვრება ჩქარობს, მიმეტებს, შინ დავბრუნდი და მტვრიანი ქარი, მხრებიდან ვეღარ ჩამოვიბერტყე...
ცისკენ გაურბის საკვამურს ბოლი, ერთი ვარსკვლავი მოციმციმეა, კარს გააღებს და დაღლილი ცოლი თითებს შეახებს ჩემს მხრებს წვიმიანს...
გზას ვერ გავყურებ ცრემლის გარეშე, საღამოები კვლავ ამთქნარებენ, შემოდგომაა, ჩემს ფანჯარაში დამწიფებულან უკვე ქარები...
დღეს ვიღას ახსოვს დამფრთხალი გნოლი, სულ აღარა ჰგავს ზეცაც საფირონს, კვლავ სარეცხს რეცხავს დაღლილი ცოლი, რომ თოკზე ქართან ერთად გაფინოს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. კარგი ლექსია თბილი
მოგიკითხეთ ბატონო სოსო
"ბურძგლომეტრი" მაგარი გამოგონებაა ქალბატონო თამარ :) კარგი ლექსია თბილი
მოგიკითხეთ ბატონო სოსო
"ბურძგლომეტრი" მაგარი გამოგონებაა ქალბატონო თამარ :)
5. ჩემმა "ბურძგლომერმა" მითხრა, კიდევ წაიკითხე და უფრო გეამებაო!!! ჩემმა "ბურძგლომერმა" მითხრა, კიდევ წაიკითხე და უფრო გეამებაო!!!
4. როგორ მიყვარს თქვენი ცოცხალი პოეზია, სადაც ფერსაც ხედავ, სურნელსაც გრძნობ და ემოციითაც ივსები! ძალიან კარგი ლექსია!
როგორ მიყვარს თქვენი ცოცხალი პოეზია, სადაც ფერსაც ხედავ, სურნელსაც გრძნობ და ემოციითაც ივსები! ძალიან კარგი ლექსია!
2. რა კარგი ლექსია - როგორი ცოცხალი პერსონაჟია ქარი...
მე, ქართმოძულესაც კი, ალერიანად გამეფიქრა "მწიფე ქარებზე" :)
დაღლილი ცოლის "რაოდენი სიყვარულიც" ჩანს ყოველ სტრიქონში.
რა კარგი ლექსია - როგორი ცოცხალი პერსონაჟია ქარი...
მე, ქართმოძულესაც კი, ალერიანად გამეფიქრა "მწიფე ქარებზე" :)
დაღლილი ცოლის "რაოდენი სიყვარულიც" ჩანს ყოველ სტრიქონში.
1. ნაცნობი სიტუაციაა :) ნაცნობი სიტუაციაა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|