ეს ამბავი ჩემთვის არავის მოუყოლია.გაკვრით ან გადაკვრითაც კი არ უთქვამს ვინმეს.ეს შეიძლება იყოს დიდი მიგნება,ან სულაც - ფორმა,გამოხატვის.მე,ეს უკანასკნელი უფრო სარწმუნოდ მიმაჩნია,რადგან მჯერა ,რომ ეს სათქმელი რაღაც ფორმით გაბნეულია ჩვენში და ყველანი თავისებურად ვგრძნობთ.შესავალი,სათქმელზე დიდი რომ არ გამოვიდეს,პირდაპირ მოვიყვან- ყოველგვარი ლიტერატურული ხრიკისა თუ სტილის გარეშე. გვცივა და სიცივეს,სითბოთი ვებრძვით.ყველამ თუ არა ერთი-ორის გარდა ყველამ იცის,რომ ზამთრის გრძელ ღამეებში,შაქრის ნამცეცისხელა სითბოს დავეძებთ შვებად და ამ სითბოს მოსაპოვებლად,როცა არაფერი ხელოვნური გამათბობელი(ის რაც სითბოს,გამოჰყოფს)ირგვლივ,არსად დგას,ვეხვევით სქელ საბნებში ან ვიმოსებით სქელი ქურქებით.ის კი რაც ყველამ თუ არა ერთი-ორის გარდა,ჩემი აზრით-ყველამ უნდა იცოდეს,ისაა რომ : ჩვენ,სქელი საბნები და სქელი ქურქები კი არ გვათბობს,არამედ საკუთარი სხეული,უფრო კონკრეტულად კი,-საკუთარ სხეულიდან გამოყოფილი სითბო,რომელსაც ზემოთ ხსენებული ნივთები,როგორც საცავი ისე ინახავენ,გარე სამყაროში არ უშვებენ და გვიბრუნებენ ჩვენ...და ჩვენ ვთბებით.მახვილი თვალი იკითხავს:რა კავშირშია,ფიზიკური მოვლენა ლიტერატურასთან? ის იკითხავს : შენ რა,დისერტაციას წერ? ფიზიკოსობა,გადაგიწყვეტია,თუ რა?.. მე,ჩემს სულსწრაფ მკითხველს , ვპასუხობ : არაფერი მსგავსი.მე,ვიკვლევ ადამიანს,მის ბუნებას და შემდეგ ვწერ...ამ ბოლოს კი ორ ადამიანს დავაკვირდი,ეს ორი ადამიანი შეიძლება ვიყოთ მე და ის ან შეიძლება იყოთ შენ და ის , ამას მნიშვნელობა არ აქვს,ორი ადამიანი თავისთავად გულისხმობს,რაღაც სახის დამოკიდებულებას,თუნდაც მხოლოდ იმას,რომ იმ მომენტში შენ(ან მე) მხოლოდ,იმ ორს ვაკვირდებით.თავად ''დაკვირვება'' ცოცხალ ორგანიზმად იქცევა ხოლმე,-შეგიძლია ესაუბრო და უფრო და უფრო ჩაწვდე სიღრმეებს.დაკვირვებას შეუძლია მოვიდეს და ჩაგაბაროს დღის ანგარიში,დაკვირვებას შეგიძლია დაუსვა კითხვები და მან თავის მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით,ლოგიკური პასუხები გაგცეს,-მეტწილად აქამდე უცნობიც კი. საღამოსპირს მძვინვარე ტალღებისა და ახლად მიმშვიდებული ქარის ფონზე,სიგარეტს ვაბოლებდი,ოთახის იმ კუთხეში , საიდანაც ზღვა მოსჩანს,ამ დროს იყო ''დაკვირვება'' მოვიდა,ტალახიანი ბოტები კარებთან დააწყო,სველი პალტო სკამის საზურგეზე მიაკიდა და დაიწყო: არსებობენ ადამიანები - თხელი საბნები/ქურქები,არსებობენ - ადამანები სქელი საბნები/ქურქები და ა.შ...ადამიანი ისეა მოწყობილი,ყოველ ფეხის ნაბიჯზე,ყოველ დამოკიდებულებაში,თავისდაუნებურად გამოჰყოფს სითბოს,რომელსაც სხვა ადამიანები,ან კარგად ატარებენ ანდაც კარგად იცავენ, -გარე სივრცისგან.ისინი კი ვინც ბევრი სითბო გამოჰყო,ხოლო გათბობით ვერცერთხელ გათბა,არ უპოვია ადამიანი-სქელი ქურქი,რომელიც იქნება იმ ფერის,რომელიც მას იზიდავს,რომელიც იქნება , იმ ზომის,რომელიც მას მოერგება,რომელიც იქნება,იმ წონის,რომელსაც კომფორტულად ატარებს და არ დაიღლება.როცა ადამიანები პოულობენ ერთმანეთს,ისინი თბებიან,არა ერთმანეთის სითბოთი, არამედ თავ - თავიანთი სხეულიდან გამოცალკავებული სხივებით,რომლის გარშემოც საკუთარი სულით და ხორცით ქმნიან ჩაკეტილ წრედს,რითაც სრულად წყდებიან,გარე სამყაროს ჰეგემონ,- ზამთარს და იბუდებენ თავიანთ თავებში,რათა ერთ-ერთმა მათგანმა არ დაკარგოს სითბოს გამოყოფის , ხოლო მეორემ მისი მიღებისა და შენახვის უნარი. თქვენზე მეცინება, მითხრა - ''დაკვირვებამ'',რომელსაც სახე ეცვალა და ''დასკვნის'' ფორმა მიეღო... თქვენ , ადამიანებს გგონიათ,რომ უნდა მიაგნოთ ვინმეს,ვინც თქვენ გაგათბობთ,სინამდვილეში კი თქვენ უნდა იპოვოთ ადამიანი,ვინც თქვენივე სითბოს უბრალოდ გარე სამყაროს მოსტაცებს,მიიღებს,შეინახავს და უცვლელად დაგიბრუნებთ უკან. თქვენ არ გჭირდებათ,ის რასაც ცეცხლი უკიდია,-გათბებით და მალე გაეცლებით,ან გათბებით და მალევე ჩაქრება. თქვენ გჭირდებათ, ის რაც ერთი შეხედვით,ცივად,თავისთვის არსებობს არ აფრქვევს სითბოს,არ იგრიხება ალისფრად და არ წვავს ხელს.თქვენ გჭირდება სწორედ ასეთი ადამიანები,რადგან მყარად მოსჭიდოთ ხელი,მოეხვიოთ და მოიხვიოთ,რადგან ყველაფერი დაიფაროთ მისით,-ცხვირის გარდა,რადგან თავიდან -დაე,გციოდეთ,ხოლო სითბო თანდათან გამეფდეს,-თქვენს შორის,რადგან ერთმანეთისთვის გახდეთ აუცილებლობა და რადგან და რადგან და რადგან ერთმანეთი დაგჭირდეთ და რადგან გარეთ ცივა და რადგან თქვენ ამას ვეღარ გრძნობთ. საერთოდ არ გაღელვებთ ტემპერატურა,რომელიც შეიძლება გულისხმობდეს, ნულს ქვემოთ ნებისმიერ დანაყოფს, გრადუს-ცელსიუსის შკალით. ''დასკვნამ'', ისევ იცვალა - სახე...პირვანდელი ,''დაკვირვების'' ფორმა მიიღო,ტალახიანი ბოტები გადმოალაგა,უკვე გამშრალ პალტოსთან ერთად თითქმის სინქრონულად ჩაიცვა- ''მე ჩემი საქმეები მაქვს,ახლა წავედიო'' მოიმიზეზა და გარეთ გავიდა. ზღვა ისევ ხმაურობდა... თუმცა მე აღარ მციოდა,ისე როგორც დრამის დასაწყისში, არ მახსოვს - მასზე გამეფიქრა თუ იქვე იდგა და გადავეხვიე,თუმცა მახსოვს , რომ: აქედან,რომელიღაც მოქმედებამ გამათბო და სიგარეტი გადავაგდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. სწორედაც,რომ - მომწონს და მომწონს ეს ლექსი ))) სწორედაც,რომ - მომწონს და მომწონს ეს ლექსი )))
7. http://poetry.ge/poets/shota-iatashvili/poems/8080.arian-qalebi-udabnoebi.htm ეს მოგეწონებათ. მე არ მცივა ჩემთან სულ ზაფხულია და სულ ცხელა მონსენიორ... :) http://poetry.ge/poets/shota-iatashvili/poems/8080.arian-qalebi-udabnoebi.htm ეს მოგეწონებათ. მე არ მცივა ჩემთან სულ ზაფხულია და სულ ცხელა მონსენიორ... :)
6. აქედან,რომელიღაც მოქმედებამ გამათბო და სიგარეტი გადავაგდე.
ეს კარგია. აქედან,რომელიღაც მოქმედებამ გამათბო და სიგარეტი გადავაგდე.
ეს კარგია.
5. ჯონათან ''დაკვირვება'' მეუბნება,რომ თქვენ მე გვერდში მიდგახართ და ამისთვის დიდი მადლობა! ^_^ ჯონათან ``დაკვირვება`` მეუბნება,რომ თქვენ მე გვერდში მიდგახართ და ამისთვის დიდი მადლობა! ^_^
4. ის იყო უნდა მეკითხა - " შენ რა,დისერტაციას წერ? ფიზიკოსობა,გადაგიწყვეტია,თუ რა? ", რომ ავტორმა ტალახიანბოტებიანი "დაკვირვება " ამოიყენა გვერდით და "დასკვნაც" დადო :
"თქვენ , ადამიანებს გგონიათ,რომ უნდა მიაგნოთ ვინმეს, ვინც თქვენ გაგათბობთ, სინამდვილეში კი - თქვენ უნდა იპოვოთ ადამიანი, ვინც თქვენივე სითბოს უბრალოდ გარე სამყაროს მოსტაცებს, მიიღებს, შეინახავს და უცვლელად დაგიბრუნებთ უკან."
რაღაცით მარადისობის კანონს ენათესავება ეს კანონი (დასკვნა).
ის იყო უნდა მეკითხა - " შენ რა,დისერტაციას წერ? ფიზიკოსობა,გადაგიწყვეტია,თუ რა? ", რომ ავტორმა ტალახიანბოტებიანი "დაკვირვება " ამოიყენა გვერდით და "დასკვნაც" დადო :
"თქვენ , ადამიანებს გგონიათ,რომ უნდა მიაგნოთ ვინმეს, ვინც თქვენ გაგათბობთ, სინამდვილეში კი - თქვენ უნდა იპოვოთ ადამიანი, ვინც თქვენივე სითბოს უბრალოდ გარე სამყაროს მოსტაცებს, მიიღებს, შეინახავს და უცვლელად დაგიბრუნებთ უკან."
რაღაცით მარადისობის კანონს ენათესავება ეს კანონი (დასკვნა).
3. <მუხა> კუჭის ამბები წინა ''ნაშრომში'' (შეჭამადი) , განვიხილე. რითაც თქვენი ყურადღება და აღნიშნულ ტექსტში გამოთქმულ აზრზედ თქვენი თანხმობაც,დავიმსახურე... (იხ. http://urakparaki.ge/?m=4&ID=89669 ) <ელადა> გმადლობ,თუმცა ფიზიკაში მთლად საამაყოდაც ვერ ვარ.
<მუხა> კუჭის ამბები წინა ``ნაშრომში`` (შეჭამადი) , განვიხილე. რითაც თქვენი ყურადღება და აღნიშნულ ტექსტში გამოთქმულ აზრზედ თქვენი თანხმობაც,დავიმსახურე... (იხ. http://urakparaki.ge/?m=4&ID=89669 ) <ელადა> გმადლობ,თუმცა ფიზიკაში მთლად საამაყოდაც ვერ ვარ.
2. ფიზიკის ნაწილში, თერმოსტატიკაში ჩემგან ფრიადი, დიახ ამ კანონებს ემორჩილემა ადამიანიც. ფიზიკის ნაწილში, თერმოსტატიკაში ჩემგან ფრიადი, დიახ ამ კანონებს ემორჩილემა ადამიანიც.
1. ადამიანის ორგანიზმს ათბობს კუჭი, როცა შიგთავსი დუღს გამოიყოფა სითბო, ადამიანი თბება, ამიტომ უნდა იყო მაძღარი , არ შეგცივდება და სხვასაც გაათბობ. ადამიანის ორგანიზმს ათბობს კუჭი, როცა შიგთავსი დუღს გამოიყოფა სითბო, ადამიანი თბება, ამიტომ უნდა იყო მაძღარი , არ შეგცივდება და სხვასაც გაათბობ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|