ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
4 იანვარი, 2016


შე ჩემნაირო...

აზრებს სათქმელიც მივუსადაგე,
ალბათ, წააგავს ცოტა ნაივურს!
ბუდეს ნატვრისთვის ახლა სად აგებ,
შე ჩემნაირო?..
ახლოში არა, სადღაც ხომა ხარ,
შენც ცხოვრობ, ფიქრობ, ვიღაცას ელი...
იქნებ, ჩემსავით შემოდგომა ხარ,
უკანასკნელი...
გიცი შორიდან, ოდესღაცში ხომ
ვიყავით ორნი ერთი მთლიანი!
ჩვენს ნაცვლად ახლა ხსოვნა არშიყობს,
უფრო ფხიანად...
ამ შორ მანძილზე ვიმუსაიფოთ,
მე შენ გეტყვი და, გვიჭირს გაგება...
ამ უდროობის ყველა საათი
გვესადაგება!
თოვლს თავი იქით გადავათოვეთ,
წვიმას გავყევით თავფეხშიშველნი.
დარჩა სიბერეს ერთი სათოფე,
რამეს მიშველი?..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები