ქარები კართან იკვეთენ თავებს, და დედაც ჩუმად ქვითინებს, მოსთქვამს, თითქოს სიჩუმე თავს ისამარებს, ჯანღი მოედო სასთუმალს, ოთახს... თუმც თითო ჩქამი არ ისმის არსად, დუმილის ხმაურს ვამეფებ ძილში, დედა კი საგზალს გიმზადებს მარად, და საწოლს გაშლილს, სულაც არ იშლის... თუ ისევ დუმილს გაჰყევი, მამა, კარები ჩვენთან რატომ ჭრიალებს? რადგან ჩემში ხარ,აქვე დაგმალავ, შენ დამავიწყებ ქარის იარებს... ხელიდან მგლეჯენ ვერ უთქმელ სიტყვებს, გარდასულ დრონი და წამებს ვითვლი, თითქოს ბრუნდები და აკვანს მირწევ, ვერ გადახდენილ წუთების რიტმით... არ ვიცი, რატომ მაგონებ, მამა, უფრთო იმედებს ფრენა რომ ძალუძთ, თითქოს გოლგოთად ჩვენს სახლთან დგახარ, და ნაბიჯებიც არ იწვევს ხმაურს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ნექტარი ძალიან კარგი სიტყვებია.სადღაც წავიკითხე არ მახსოვს ზუსტად,რომ:დიდი ნიჭია ,როდესაც სხვის ტკივილს გულთან მიიტან. ნექტარი ძალიან კარგი სიტყვებია.სადღაც წავიკითხე არ მახსოვს ზუსტად,რომ:დიდი ნიჭია ,როდესაც სხვის ტკივილს გულთან მიიტან.
22. ნექტარი მადლობა ნექტარი მადლობა
21. წართმეული და გაუმეტებელი სიცოცხლის ნაწილი, მუდმივი ტკივილის სინდრომი, მონატრება ვერდასაბრუნებელისა, რომელიც ჩვენშია თვალგახელიდან და მის სამუდამოდ დახუჭვამდე.
ნ ე ქ ტ ა რ ი. წართმეული და გაუმეტებელი სიცოცხლის ნაწილი, მუდმივი ტკივილის სინდრომი, მონატრება ვერდასაბრუნებელისა, რომელიც ჩვენშია თვალგახელიდან და მის სამუდამოდ დახუჭვამდე.
ნ ე ქ ტ ა რ ი.
20. ელადა დიდი მადლობა. არ ვიცი არ მიფიქრია მაგაზე. ელადა დიდი მადლობა. არ ვიცი არ მიფიქრია მაგაზე.
19. მამაზე რომ ასე კარგად დაწერე, დედაზე რაღა იქნება.) მამაზე რომ ასე კარგად დაწერე, დედაზე რაღა იქნება.)
18. ჭა მადლობა ჭა მადლობა
17. შუაში ცოტა ბუნდოვანი ფრაზებაია... ბოლოსკენ უკეთესი ხდება ლექსი...საბოლოო ჯამში მომწონს...საინტეესო ავტორი ჩანს...:-* +3 შუაში ცოტა ბუნდოვანი ფრაზებაია... ბოლოსკენ უკეთესი ხდება ლექსი...საბოლოო ჯამში მომწონს...საინტეესო ავტორი ჩანს...:-* +3
16. ინი მადლობა ინი მადლობა
15. ძალიან დიდი მადლობა თბილი დამოკიდებულებისათვის. ძალიან დიდი მადლობა თბილი დამოკიდებულებისათვის.
14. არ არის კარგი ლექსი, მაგრამ აქვს ერთი კარგი რამ.. გრძნობ ნაწერს. ნუ პრინციპში სიტყვა "მამა" სუბიექტურს მხდის.. ვფიქრობ მომწონხარ ახალო და ბევრად უკეთ შეგიძლია..
წარმატებები არ არის კარგი ლექსი, მაგრამ აქვს ერთი კარგი რამ.. გრძნობ ნაწერს. ნუ პრინციპში სიტყვა "მამა" სუბიექტურს მხდის.. ვფიქრობ მომწონხარ ახალო და ბევრად უკეთ შეგიძლია..
წარმატებები
13. მშვენიერია , გამიხარდით :3 ლექსი კი რაც მთავარია გულწრფელია , არცერთი მოგონილი სიტყვა , ეცადე არ დაკარგო ეგ სინამდვილე ))) მშვენიერია , გამიხარდით :3 ლექსი კი რაც მთავარია გულწრფელია , არცერთი მოგონილი სიტყვა , ეცადე არ დაკარგო ეგ სინამდვილე )))
12. წერტილი კი ხანდახან ანიმეშნიკებიც ''ვიჩითებით'' აქ როგორც აღნიშნე. :) წერტილი კი ხანდახან ანიმეშნიკებიც ``ვიჩითებით`` აქ როგორც აღნიშნე. :)
11. ნეფერტარი მადლობა. ნეფერტარი მადლობა.
10. სტროფებად მაგლეჯს ვერ უთქმელ სიტყვებს, გარდასული დრო და წამებს ვითვლი, > მე ასე წავიკითხე და ავტორს თურმე სხვაგვარად დაუწერია. + + + არ ვიცი, რატომ მაგონებ, მამა, უფრთო იმედებს ფრენა რომ ძალუძთ, თითქოს გოლგოთად ჩვენს სახლთან დგახარ, და ნაბიჯებიც არ იწვევს ხმაურს... + + + ძალიან კარგი ლექსია. გულს ეხება. 5. სტროფებად მაგლეჯს ვერ უთქმელ სიტყვებს, გარდასული დრო და წამებს ვითვლი, > მე ასე წავიკითხე და ავტორს თურმე სხვაგვარად დაუწერია. + + + არ ვიცი, რატომ მაგონებ, მამა, უფრთო იმედებს ფრენა რომ ძალუძთ, თითქოს გოლგოთად ჩვენს სახლთან დგახარ, და ნაბიჯებიც არ იწვევს ხმაურს... + + + ძალიან კარგი ლექსია. გულს ეხება. 5.
9. * ანიმეშნიკები ურაკპარაკზეც თუ ჩითავდნენ რას ვიფიქრებდი :3 * ანიმეშნიკები ურაკპარაკზეც თუ ჩითავდნენ რას ვიფიქრებდი :3
7. ნარუტო მადლობ.გულში ხარ! ნარუტო მადლობ.გულში ხარ!
6. დიდი მადლობა ყველას...ნაცნობი ვერ ვიქნები,რადგან აქამდე არ უხილავთ მზის სინათლე ჩემს ნაწერებს. დიდი მადლობა ყველას...ნაცნობი ვერ ვიქნები,რადგან აქამდე არ უხილავთ მზის სინათლე ჩემს ნაწერებს.
5. მაგარი ხარ ჯიმა ! დამიჯერეთ ამ კაცის შესახებ არასოდეს გსმენიათ ;) მაგარი ხარ ჯიმა ! დამიჯერეთ ამ კაცის შესახებ არასოდეს გსმენიათ ;)
4. "არ ვიცი, რატომ მაგონებ, მამა, უფრთო იმედებს ფრენა რომ ძალუძთ,"
გამახსენდა,გამიღვივდა და მეტკინა... :(
"არ ვიცი, რატომ მაგონებ, მამა, უფრთო იმედებს ფრენა რომ ძალუძთ,"
გამახსენდა,გამიღვივდა და მეტკინა... :(
3. ლექსი მომეწონა , უფრო სწორად განცდა მამის მონატრების. ლექსი მომეწონა , უფრო სწორად განცდა მამის მონატრების.
2. დიდი სევდით თან. :( საინტერესო ავტორია. თუმცა არ გამიკვირდება, მხოლოდ ნიკი რომ იყოს უცხო და არა ავტორი. ვინ იცის... დიდი სევდით თან. :( საინტერესო ავტორია. თუმცა არ გამიკვირდება, მხოლოდ ნიკი რომ იყოს უცხო და არა ავტორი. ვინ იცის...
1. უცხო ნიკს მოვკარი თვალი წევრებში და შემოვიარე :)
სევდით მოსულა.
უცხო ნიკს მოვკარი თვალი წევრებში და შემოვიარე :)
სევდით მოსულა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|