ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2016


სამარჩიელო

როგორ თუ არაფერი?!
ზღვებს ხომ ვხნავდი, ქვიშას ხომ ვთესდი,
წყალი ხომ ვნაყე.

ხორბლის მარცვალი ამიზიდავს მთაზე, ახლა კი,
ვზივარ აგერ და ქვას ცეცხლს ვუკიდებ:

ალისასა - მალისასა,
უხილავის მალვისა,
- ჩემი გულის ცეცხლი ქვასა,
დაყივლებას მამლისა.

ზღვასაც ვხნავ და ქვიშას ვთესავ,
ზენა ქარზე ცულსაც ვლესავ,
გულო, შენ ვერ გაგიმკლავდი,
გულო, ჩადექ საგულესა!

იქით მდინარეს ხორგი მიაქვს დაბლა, სოფლისკენ,
აქეთაც მგზავრი გამოჩნდება მთას მიმავალი,
აღარც წყალს ვატან გულის ნადებს,
აღარც კაცს ვუმხელ.
ვზივარ ჩემთვის და ქვას ცეცხლს ვუკიდებ:

ალისასა - მალისასა,
ჩემი გულის ცეცხლი ქვასა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს