 | ავტორი: ლ. ლორია ჟანრი: პროზა 27 ოქტომბერი, 2016 |
ზაფხულის დილა იყო. სოფელში, სახლის წინ, ხასხასა კოინდარზე შვიდი წლის ძმიშვილს, ანდრიას, ბურთს ვეთამაშებოდი - ცალკარას. ჭიშკარი ჩვენი საფეხბურთო კარი იყო. ანდრიას მორიგი შეტევის შემდეგ შევნიშნე, უცხო ლეკვი დაკეტილი ჭიშკრის ღრიჭოში როგორ შემოძვრა, ერთი ლეკვურად დაიყეფა: ,,მოვედიო” და იქვე ჭიშკართან გაჩერდა. ალბათ ვინმე, შორ მეზობელს ან სხვა სოფლელს ოჯახისა თუ ეზოსთვის ეზედმეტა და დატოვა გზაზე. ბურთის თამაშს თავი დავანებეთ. ანდრიამ იმ წუთში მოუნახა სახელი: ,,მურა, მურაო” - დაუძახა, ჩაიმუხლა და თავზე ხელი გადაუსვა. თითქოს მართლა მურა ჰქვიაო, ლეკვს სიხარულის ნაპერწკალი გაუკრთა თვალში, კუდი გააქიცინა და უკანა ორ ფეხზე ჩაჯდა. შავი და ყავისფერზოლებიანი გაქუცული ბეწვი ჰქონდა, თვალებთან კი თეთრი ბალანი ისე უხდებოდა, გეგონებოდა სილამაზის სალონში გამოუქნეს წარბებიო. სახლში მივბრუნდით, ახლად მოწველილ თბილ რძეში ჭადი ჩავუფურჩხნეთ და პატარა მათლაფით წინ დავუდგით. გემრიელად შეექცა. სახლისკენაც გამოგვყვა. რძალი დაფრთხა, რწყილები ეყოლებაო. იძულებული წესით ბანაობა გამოვუცხადეთ, თავიდან გვიძალიანდებოდა ლეკვური წკმუტუნით, მაგრამ მერე ესიამოვნა კიდეც საპნიანი თბილი წყალი. ასე გახდა მურა სახლისა და ეზოს ახალი ბინადარი. ფეხბურთსაც ერთად ვთამაშობდით უკვე, სახლის წინ ინდაურს და ქათამს არ აჭაჭანებდა, ეზოში ჩამოსულ მეზობლებს ლეკვური ღრენით ხვდებოდა. მუსიკალური ნიჭიც აღმოაჩნდა, ,,ჭრელო პეპელასა” და ,,სამ ძმანზე” გვყვებოდა ანდრიას და მე თავისი ლეკვური ხმით. მერე ზაფხულიც მიილია და ოჯახთან ერთად მურაც მაცილებდა თბილისში. გავიდა ერთი წელი, მოვილიე გამოცდები და სოფელში ჩასულს მურა ბზინვარე, ლამაზი ბეწვით შემოსული, დიდი ძაღლი დამხვდა უკვე. ნაწვიმარი იყო. ანდრია, ჭიშკართან მოსულს მაფრთხილებდა, შეიძლება ვერ გიცნოს, უცნობებს ვერ იტანს, ჯერ არ ჩამოხვიდე, დაგჭამსო. მურა კი ღობეს გადმოახტა და ისეთი უკიდეგანო ძაღლური სიხარული გამოავლინა, რომ თავისი დიდი თათებით სულ ამომგანგლა ტალახში. გაგრძელდა ჩვენი მეგობრობა და მუსიკალური საღამოებიც. ერთხელ ნაშუადღევს მე და ანდრია სოფლის სტადიონზე ვიყავით სათამაშოდ, მურა უფროს უფროს ძმას ახლდა ტყეში. სახლში დაბრუნებულებს ეზოს გადმოღმა დაგვხვდა ჭიშკართან, დიდი ძვლით. ანდრია მიუახლოვდა და ფეხი მიადო, ეზოში ჩამოდიო, იმან ერთი შეუღრინა, - ,,მაცალეო”. ჭამა უნდა აცალო, გინდა ადამიანი იყოს და გინდა ცხოველი. ვერ მოვასწარი ანდრიასთვის ამის თქმა, კიდე მიადო ფეხი. მურამ, ალბათ ჩათვალა ძვალს მართმევსო და ფეხში ეცა ბავშვს, ისე რომ ვხედავდი ყბებს შორის როგორ მოიქცია მისი წვრილი კანჭი. ანდრიამ ყვირილი მორთო. ,,ძაღლო ”- მეთქი, მეც ავყვირდი და მივვარდი. მურა ეზოსკენ გაიქცა. იქვე დაგდებული ჯოხი ვესროლე. მიწიდან ასხლეტილი მოხვდა ზურგზე. ტკენით არ ეტკინობოდა. გამოხედა, წყენით სავსე თვალებით შემომხედა თითქოს. ანდრიასთან მივბრუნდი. ერთი ნაკაწრიც არ აჩნდა. მოვითქვი სული. თან შემრცხვა. თურმე დაუნდვია ბავშვი, შუშინებია მხოლოდ, მე კი... ახლა იმაზე დავიწყეთ ფიქრი, მურა როგორ შევირიგოთ-მეთქი. ეზოში ჩასულებს სახლის უკან, საყანესთან დაგხვდა დაწოლილი. ,,მურა, მოდი ჩვენთან-მეთქი!” - შორიდან მოვუბოდიშე, მაგრამ მან ზურგი შეგვაქცია და ისე შეირბინა ყანაში, არც გამოუხედია ჩვენკენ. მერე დიდხანს ვეძებეთ ყანაშიც და მის გადაღმაც. ვეძახეთ: ,,მურა, მურაო”, ხან ,,ჭრელო პეპელა” და ,,სამი ძმანიო” წავუმღერეთ, მაგრამ არსად ჩანდა. ძმაც გამოვიდა გარეთ. მოვუყევით რაც მოხდა. მოვაო, დაგვამშვიდა. მთელი ის საღამო და არც დილით არ გამოჩენილა. მეორე დღეს თბილისში მიწევდა წასვლა. გზიდან რამდენჯერმე გადმოვრეკე, ხომ არ გამოჩნდა-მეთქი, არაო, გულდაწყვეტით მეუბნებოდნენ. მესამე დღეს უპოვნია ძმას ჩვენი ეზოს გადაღმა - ღელის პირას მკვდარი. თვალთან ცრემლების კვალი აჩნდაო, - მითხრა. ტელეფონში ანდრიას ტირილის ხმაც მესმოდა. ძმა ვეტექიმია, გაუკვეთია, ცოფზეც აუღია ანალიზები, ყველანაირად ჯანმრთელი ყოფილა, აბა რა მოხდა-მეთქი: გული გასკდომოდა მურას...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. კარგია, მოგიკითხავთ. კარგია, მოგიკითხავთ.
10. როგორი ადამიანური მოთხრობები იცი?! პირდაპირ კაკალგულში გაივლის .გულთბილად მოგიკითხავ. როგორი ადამიანური მოთხრობები იცი?! პირდაპირ კაკალგულში გაივლის .გულთბილად მოგიკითხავ.
9. კარგია, მსუბუქია და თბილი. კარგია, მსუბუქია და თბილი.
8. ლევან ლორიას ნიშა თანამედროვე ქართულ პროზაში- კეთილი მოთხრობები, ფეხბურთის გაელვებით მაინც :)
და ათასი მადლობით :)
ლევან ლორიას ნიშა თანამედროვე ქართულ პროზაში- კეთილი მოთხრობები, ფეხბურთის გაელვებით მაინც :)
და ათასი მადლობით :)
7. მადლობა არმენ, ნიკი, ფლორენცია, რომ შემოიხედეთ, მონატრებისთვისაც და თბილი სიტყვებისთვისაც მადლობაა... მეც მემანატრებოდა ეს საიტი, რამდენჯერმე ვიყავი და არ გაიხსნა, გული მწყდებოდა, ახლა კი მიხარია, რომ აქა ვართ და ,,სხვაგვარად არ ძალგვიძს... :)
მადლობა არმენ, ნიკი, ფლორენცია, რომ შემოიხედეთ, მონატრებისთვისაც და თბილი სიტყვებისთვისაც მადლობაა... მეც მემანატრებოდა ეს საიტი, რამდენჯერმე ვიყავი და არ გაიხსნა, გული მწყდებოდა, ახლა კი მიხარია, რომ აქა ვართ და ,,სხვაგვარად არ ძალგვიძს... :)
6. მადლობა არმენ, ნიკი, ფლორენცია, რომ შემოიხედეთ, მონატრებისთვისაც და თბილი სიტყვებისთვისაც მადლობაა... მეც მემანატრებოდა ეს საიტი, რამდენჯერმე ვიყავი და არ გაიხსნა, გული მწყდებოდა, ახლა კი მიხარია, რომ აქა ვართ და ,,სხვაგვარად არ ძალგვიძს... :)
მადლობა არმენ, ნიკი, ფლორენცია, რომ შემოიხედეთ, მონატრებისთვისაც და თბილი სიტყვებისთვისაც მადლობაა... მეც მემანატრებოდა ეს საიტი, რამდენჯერმე ვიყავი და არ გაიხსნა, გული მწყდებოდა, ახლა კი მიხარია, რომ აქა ვართ და ,,სხვაგვარად არ ძალგვიძს... :)
5. მადლობა არმენ, ნიკი, ფლორენცია, რომ შემოიხედეთ, მონატრებისთვისაც და თბილი სიტყვებისთვისაც მადლობაა... მეც მემანატრებოდა ეს საიტი, რამდენჯერმე ვიყავი და არ გაიხსნა, გული მწყდებოდა, ახლა კი მიხარია, რომ აქა ვართ და ,,სხვაგვარად არ ძალგვიძს... :)
მადლობა არმენ, ნიკი, ფლორენცია, რომ შემოიხედეთ, მონატრებისთვისაც და თბილი სიტყვებისთვისაც მადლობაა... მეც მემანატრებოდა ეს საიტი, რამდენჯერმე ვიყავი და არ გაიხსნა, გული მწყდებოდა, ახლა კი მიხარია, რომ აქა ვართ და ,,სხვაგვარად არ ძალგვიძს... :)
4. მადლობა არმენ, ნიკი, ფლორენცია, რომ შემოიხედეთ, მონატრებისთვისაც და თბილი სიტყვებისთვისაც მადლობაა... მეც მემანატრებოდა ეს საიტი, რამდენჯერმე ვიყავი და არ გაიხსნა, გული მწყდებოდა, ახლა კი მიხარია, რომ აქა ვართ და ,,სხვაგვარად არ ძალგვიძს... :)
მადლობა არმენ, ნიკი, ფლორენცია, რომ შემოიხედეთ, მონატრებისთვისაც და თბილი სიტყვებისთვისაც მადლობაა... მეც მემანატრებოდა ეს საიტი, რამდენჯერმე ვიყავი და არ გაიხსნა, გული მწყდებოდა, ახლა კი მიხარია, რომ აქა ვართ და ,,სხვაგვარად არ ძალგვიძს... :)
2. საწყალი მურა :(
მართალია დამასევდიანა, მაგრამ კარგი მოთხრობაა
5 ქულა ლევანის მურას
აქვე მოვიკითხე და წარმატებები ვუსურვე ლორიას :) საწყალი მურა :(
მართალია დამასევდიანა, მაგრამ კარგი მოთხრობაა
5 ქულა ლევანის მურას
აქვე მოვიკითხე და წარმატებები ვუსურვე ლორიას :)
1. ახლა იმ განწყობით შემოვედი, თუ რაიმე კარგი არ დამხვდა, რომელიმე საყვარელი ავტორის გამოქვეყნებული, ჩემი ფეხი აღარ იქნება მეთქი ამ საიტზე (ნიკი ნუ მიწყენს გულწრფელობას).
ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ მართალია ურაკპარაკს არც ჩემი წასვლით დააკლდებოდა რამე, ისევე როგორც არც აქ ყოფნით შემატებია ოდესმე რამე, მაინც მანამდე დავრჩები აქ, ვიდრე ერთი-ორი საყვარელი ავტორი კიდევ შემოვა და გამოაქვეყნებს თავის ნაწერს, მათ შორის ლევან ლორიაცაა.
ასე რომ, ძვირფასო საიტო, კიდევ მოგიწევს ჩემი ატანა, ვიდრე ასეთი მარგალიტები კიდევ მეგულება აქ :)
მაპატიეთ, არავის ვაკნინებ, უბრალოდ მართლა ამ განწყობით შემოვედი და ამდენი უხვსიტყვაობა იმისთვის დამჭირდა კიდევ, რომ მეთქვა, როგორ მაგარია, როცა ლევან ლორია აქვეყნებს მოთხრობას! ახლა იმ განწყობით შემოვედი, თუ რაიმე კარგი არ დამხვდა, რომელიმე საყვარელი ავტორის გამოქვეყნებული, ჩემი ფეხი აღარ იქნება მეთქი ამ საიტზე (ნიკი ნუ მიწყენს გულწრფელობას).
ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ მართალია ურაკპარაკს არც ჩემი წასვლით დააკლდებოდა რამე, ისევე როგორც არც აქ ყოფნით შემატებია ოდესმე რამე, მაინც მანამდე დავრჩები აქ, ვიდრე ერთი-ორი საყვარელი ავტორი კიდევ შემოვა და გამოაქვეყნებს თავის ნაწერს, მათ შორის ლევან ლორიაცაა.
ასე რომ, ძვირფასო საიტო, კიდევ მოგიწევს ჩემი ატანა, ვიდრე ასეთი მარგალიტები კიდევ მეგულება აქ :)
მაპატიეთ, არავის ვაკნინებ, უბრალოდ მართლა ამ განწყობით შემოვედი და ამდენი უხვსიტყვაობა იმისთვის დამჭირდა კიდევ, რომ მეთქვა, როგორ მაგარია, როცა ლევან ლორია აქვეყნებს მოთხრობას!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|