 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 12 მაისი, 2017 |
ნინო დარბაისელი
ჯონჯოლის ყვავილობა - - -
აყვავილდება როცა ჯონჯოლი, ვერ შეედრება მას ალუბალი. ვარდისფერ-თეთრი დგას ანაჟრჟოლი, ჩიტებდასხმული ხე ტანდაბალი. დაკიდებული ტოტზე ჯინჯილა - კვირტებდამსკდარი და დაჯანჯული, აყვავილდება როცა ჯონჯოლი, აჟრიალდება გული ჯანჯალი.
ერთხანს ეს წყვილი მოვისაკლისე, სადაც მხვდებოდნენ, შემხვდნენ იქ დილით, შებერებიან ერთმანეთს ისე, ვერ დააშორებს თავად სიკვდილი. ჩამოლეული, ჩამდნარი თითქოს, ბერიკაცს ისე შერწყმოდა ქალი, ეყუჟებოდა იღლიის სითბოს, ღიმილს ერთვოდა ღიმილი მქრქალი. ღირს ამისათვის, ბევრიც დაითმოს, ღირს ამისათვის დათმენაც ბევრი, მზე ჩამავალი გაფენდეს სითბოს, გეგებებოდეს ჩერო და ტევრი... და არავისი არ არის ბრალი, რომ ბევრჯერ მინას ვერა სჯობს ბროლი და მიმცხრალ მზერას - თვალთა ბრიალი. კრთის სიყვარულის უებრო ალი! გვწალავენ წლები, ვწნილდებით მერე, გრძნობას სხვაგვარი წვენი ერევა… სიყვარულისთვის რაა სიბერე? - გემოდქცეული მშვენიერება!
როცა ჯონჯოლი აყვავილდება, აყვავილდება როცა ჯონჯოლი, გამახსენდები და მომინდება, დაუხარჯავი და დახარჯული გიცქერდე ასე, ვით სატრფოს - მეტრფე, და არა როგორც მტანჯველს - ტანჯული.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ნინო, მიყვარს თქვენი მშვენიერი პოეზია. 5 ნინო, მიყვარს თქვენი მშვენიერი პოეზია. 5
8. ნინო, ელადა, ნინა, მადლობა, ჩემო კარგებო! ნინო, ელადა, ნინა, მადლობა, ჩემო კარგებო!
7. სიყვარულისთვის რაა სიბერე? - გემოდქცეული მშვენიერება!
კარგია, როგორც ყოველთვის. სიყვარულისთვის რაა სიბერე? - გემოდქცეული მშვენიერება!
კარგია, როგორც ყოველთვის.
6. მოუხდა პოეზიას ჯონჯოლი, ანდა ვერ წარმომედგინა, მერე გამახსენდა ჯონჯოლი დასაკრეფი მაქვს და ბევრი რამე წინ მაქვს..) მოუხდა პოეზიას ჯონჯოლი, ანდა ვერ წარმომედგინა, მერე გამახსენდა ჯონჯოლი დასაკრეფი მაქვს და ბევრი რამე წინ მაქვს..)
5. მშვენიერი ! მშვენიერი !
4. მუხა, ჯონაან მადლობა! ვერ წარმოიდგენთ, რა მნიშვნელოვანია თქვენი ყოველი შემოხმიანება. ილუსტრაციაც დავდე აყვავებული ჯონჯოლისა მუხა, ჯონაან მადლობა! ვერ წარმოიდგენთ, რა მნიშვნელოვანია თქვენი ყოველი შემოხმიანება. ილუსტრაციაც დავდე აყვავებული ჯონჯოლისა
3. ახლა "აღმოვაჩინე", რომ ჯონჯოლის ყვავილობა არასდროს მინახავს.
არ მეგულება სხვა ავტორი ამ საიტზე, ასე რომ მუშაობდეს საკუთარ ტექსტებზე და შედეგიც სახეზეა .
"გვწალავენ წლები, ვწნილდებით მერე, გრძნობას სხვაგვარი წვენი ერევა… სიყვარულისთვის რაა სიბერე? - გემოდქცეული მშვენიერება! "
როგორ ოსტატურად და ლამაზად მივიდა ავტორი ჯონჯოლის ყვავილობიდან ერთმანეთს შერწყმულ წყვილამდე.
ახლა "აღმოვაჩინე", რომ ჯონჯოლის ყვავილობა არასდროს მინახავს.
არ მეგულება სხვა ავტორი ამ საიტზე, ასე რომ მუშაობდეს საკუთარ ტექსტებზე და შედეგიც სახეზეა .
"გვწალავენ წლები, ვწნილდებით მერე, გრძნობას სხვაგვარი წვენი ერევა… სიყვარულისთვის რაა სიბერე? - გემოდქცეული მშვენიერება! "
როგორ ოსტატურად და ლამაზად მივიდა ავტორი ჯონჯოლის ყვავილობიდან ერთმანეთს შერწყმულ წყვილამდე.
2. ძალიან, ძალიან მომეწონა! თბილი, სიყვარულიანი, მელოდიური ლექსია. მადლობა ჩემო კარგო პოეტო.
ძალიან, ძალიან მომეწონა! თბილი, სიყვარულიანი, მელოდიური ლექსია. მადლობა ჩემო კარგო პოეტო.
1. მუხა! მაპატიე, ის ეტიუდი კომენტარიანად წავშალე, ტექსტი დავამუშავე და ეს გამომივიდა მუხა! მაპატიე, ის ეტიუდი კომენტარიანად წავშალე, ტექსტი დავამუშავე და ეს გამომივიდა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|