 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 9 თებერვალი, 2018 |
რაღა არ მოხდა და რაღა არ გადაგხდათ, მშვიდობას არ ჰყავდა მტრედი... შფოთიც და ომებიც, ეშმაკმა დალახვროს, ვერ ამოისუნთქეთ შვებით! ცხოვრებამ, იღბალმაც, დედაარღნიანმა გატარათ ხვეული გზებით... ხან ტყვიამ, ხან სიტყვამ არ დაიგვიანა, წახვედით და მაინც რჩებით, ისეთი ბიჭები, ხელით რომ იჭერდით, ტიკივით გაბერილ ღრუბელს. კარგად ცხოვრება ხომ იმგვართა "ნიჭია", გუბედ რომ მოგიქცევს უბეს... ხან ქარებს ებრძოდით, ხან კი მის წისქვილებს, გიყვარდათ, გჯეროდათ ასე! მტყუანს ჩაყვებოდით ბოლომე ქისიმში, ჰო, ზოგჯერ სიცოცხლის ფასად! წიგნები გიყვარდათ და რომანტიკასთან ხელკავით იყავით ლამის. ჰოდა, უკადრები ვინაც არ იკადრა, გადაჰყვა ცხოვრების დრამას. თვითონვე იქეცით იმ წიგნის გმირებად, ასე რომ გიყვარდათ კითხვა. უსიყვარულობით ხომ გადაირევი, და ასე ცხოვრება ვინ თქვა?.. დრომ კი უთქვენობით ქალაქი გალახა, ოდესღაც ღიმილისმჩენი... წახვედით და მაინც სადღაცა აქა ხართ, ისევ იუზგრებად რჩებით! 31.01.18
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. კიდევ ერთხელ წავიკითხე, ძალიან მაგარია. კიდევ ერთხელ წავიკითხე, ძალიან მაგარია.
15. გულს რომ სწვდება, ისეთია. გულს რომ სწვდება, ისეთია.
14. )()()(++ მაგარია..... )()()(++ მაგარია.....
13. სიტყვები არ მკმარა! ++++ 55555555555 სიტყვები არ მკმარა! ++++ 55555555555
12. მადლობა გიო, გავითვალისწინებ შEნს შენიშვნებს... რაც შეეხება მიძღვნას, ეს ჩემი თაობის იმ ბიჭებს ეხებათ, ყველა ომში კისრისტეხით რომ გაიქცნენ სამშობლოს დასაცავად და არა წამლის საჩხერად და სამარადიოროდ!!! მათ კაცობის სხვა შინაგანი კონსტიტუცია ჰქონდათ, არა ძველბიჭური გაგების, არამედ, ღირსებით სავსე და არ იყვნენ ასე დავიწყების ღირსნი... ერთ-ერთი მათგანი ჩემი ძმაც იყო...
მადლობა გიო, გავითვალისწინებ შEნს შენიშვნებს... რაც შეეხება მიძღვნას, ეს ჩემი თაობის იმ ბიჭებს ეხებათ, ყველა ომში კისრისტეხით რომ გაიქცნენ სამშობლოს დასაცავად და არა წამლის საჩხერად და სამარადიოროდ!!! მათ კაცობის სხვა შინაგანი კონსტიტუცია ჰქონდათ, არა ძველბიჭური გაგების, არამედ, ღირსებით სავსე და არ იყვნენ ასე დავიწყების ღირსნი... ერთ-ერთი მათგანი ჩემი ძმაც იყო...
11. ბრწყინვალე მიძღვნაა...
,,ზიგზაგა,, გზებს-,,ხვეული,, გზები მერჩია მე
ბოლო ფრაზის გასწორებასაც შევეცდებოდი,ჩემი ლექსი რომ იყოს...
დანარჩენი - პირველ რიგში ვაჟკაცური მოთქმაა
,,მტყუანს ჩაყვებოდით ბოლომე ქისიმში, ჰო, ზოგჯერ სიცოცხლის ფასად!,,- ქისიმი -გაამძაფრა ამ სიტყვამ
,,წიგნები გიყვარდათ და რომანტიკასთან ხელკავით იყავით ლამის.,, ----გადასარევი იყო.
მე გავაპლიუსე და + 5 დავწედრე,გზა თავფუცლისკენ!
ისე ,საინტერესოა,ვინ არიან კონკრეტული გმირები,ვისმა სახელებმაც ეს ლექსი შვეს.
ბრწყინვალე მიძღვნაა...

10. ბრწყინვალე მიძღვნაა...

9. შესანიშნავი ლექსია. შესანიშნავი ლექსია.
8. საოცარი განწყობა მოვიდა თავიდან, შემდეგ შესუსტდა, ეს ჩემი აზრია. საოცარი განწყობა მოვიდა თავიდან, შემდეგ შესუსტდა, ეს ჩემი აზრია.
6. ვიფიქრე, გასვლის წინ თანანას ლექსს წავიკითხავ და მის განწყობას გავიყოლებ- თქო.
დიახაც, გავიყოლებ - იუზგრებად დარჩენილებისას...
ვიფიქრე, გასვლის წინ თანანას ლექსს წავიკითხავ და მის განწყობას გავიყოლებ- თქო.
დიახაც, გავიყოლებ - იუზგრებად დარჩენილებისას...
5. როგორც ყოველთვის კარგი. როგორც ყოველთვის კარგი.
2. რამდნიმეჯერ წავიკითხე, ცრემლები მომადგა, ეს ლექსი და განცდები ეკუთვნის თქვენ ძმას და მათ ტოლებს, რომლებმაც ხანმოკლე ცხოვრება იკმარეს დანარჩენი კი- სამშობლოს შეწირეს!
დიდება და არ დავიწყება გმირებს. რამდნიმეჯერ წავიკითხე, ცრემლები მომადგა, ეს ლექსი და განცდები ეკუთვნის თქვენ ძმას და მათ ტოლებს, რომლებმაც ხანმოკლე ცხოვრება იკმარეს დანარჩენი კი- სამშობლოს შეწირეს!
დიდება და არ დავიწყება გმირებს.
1. ვაჰ, თანანა, როგორ იცი ხოლმე კაკალგულში გატარება ლექსის, ისარივით* ვაჰ, თანანა, როგორ იცი ხოლმე კაკალგულში გატარება ლექსის, ისარივით*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|