არ დაიბადა კიდე, პატარა ბურატინო. 
კითხვის ნიშანიც მოვაყოლე : ) მომიტევე რომ შეგაბნიე გაუგებრობას 
მე რეჰანის არომატით ვტკბები
კარგად ვარ მგონი რავიცი იურმალამ გამააჟიტირა ცოტა
?
გეკადრებათ !
პარდონ პარდონ : ) ანუ დიახ დიახ
როგორ ხარ ნინაჩკა შენ?
ძალიან მომეწონა ეს ეს ისტორია ლალი! მართლა საინტერესოა ავტორი...ასეთ რამეს ისე ვერ დაწერ თუ.... 
ხო, რომ იცოდე, ინგლისურის აზრზე არ ვარ : ) თუ გადამითარგმნი კაი იქნება თუ არადა რაღა ვქნა : ) კლავიატურას მაგის გამო თავს მართლა არ დავარტყავ : )
რავი კაი დღეში ვარ : )
მადლობთ ნინ...
აქ ვარ ბექა 
საინტერესოა ძალიან
სევდიანი და ლამაზი ისტორიაა ლალის ჩანაწერი ვიგულისხმე
ჩემი გარდაცვალების ათი წლისთავი ხდება, თუმცა ამას იმიტომ არ ვწერ რომ საიქიო ცხოვრებაზე გიამბოთ. ჩემი დიდი სიყვარულის ისტორიას მოვყვები, რათა იცოდეთ, რომ ადამიანებთან ერთად სიყვარული არ კვდება. . .
ზამთარში გავიცანი. თბილისისთვის უჩვეულოდ სუსხიან საღამოს, როცა ძველ მეგობრებთან ერთად ახალ წელს ვხვდებოდით. . .
მიჭირს იმის ახსნა როგორი იყო, რადგან სიტყვბი "ერთადერთი" ან "სანუკვარი" მხოლოდ ცოცხლებისთვის არის მნიშვნელოვანი, აქ კი შეგიძლია უბრალოდ თქვა "ის ჩემი სიზმარი იყო" და ყველაფერი გასაგები იქნება...
ჰო, ეს 31 დეკემბერს მოხდა. დავინახე თუ არა მივხვდი რომ დავიღუპე! მარტო რომ მოსულიყო, შეიძლებოდა პირველ წუთს გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ ის ჩემს მეგობართან ერთად მოვიდა. ერთმანეთი სამიოდე კვირის წინ გაიცნეს, ჩემი მეგობარი ბევრს ყვებოდა მასზე
როცა საათმა 12-ჯერ ჩამოჰკრა და სადღეგრძელოებიც შეისვა, ფანჯარასთან მივედი. ჩემი სუნთქვისგან მინა დაიორთქლა, მეც ავიღე და საჩვენებელი თითით მივაწერე "მიყვარხარ!" მერე ადგილს დავუბრუნდი. წარწერა ორიოდე წუთში გაქრა. . .
ლხინი გაჩაღდა. ფანჯარასთან ერთი საათის შემდეგ მივედი, დავაორთქლე და დავინახე წარწერა "მეც". ვიგრძენი, რამდენიმე წამით როგორ გამიჩერდა გული და მომეკვეთა ფეხები. . .
ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში მანამდე მოხდა, მხოლოდ ფონი იყო. . .
ჩემი სიცოცხლე იმ ღამეს დაიწყო. . . მისიც, რადგან ეს მის თვალებში დავინახე.
2 იანვარს უკვე ერთად ვიყავით, ჩემს პატარა ბინაში და მომავლის გეგმებს ვაწყობდით. შეჭირხლულ მინაზე წერა შეჩვევად გვექცა. ერთხელ დავუწერე "შენ ჩემი სიზმარი ხარ". მიპასუხა: "ოღონდ არ გაიღვიძო". ყველაზე სანუკვარ სურვილებს ასე ვატყობინებდით. ძალიან ბედნიერები ვიყავით, ზუსტად ორი თვე. მერე კი ჩემი აღსასრული დადგა. მანამდე, გონება დავკარგე. "კომაა, -თქვა ექიმმა, - არაფერი ესმის." -სულელი!- გავივლე გუნებაში. ჩემი უსაყვარლესი კაცი ფანჯარასთან მივიდა, დააორთქლა და დაწერა: "არ მიმატოვო!" ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა პასუხის გაცემმა ვერ შევძელი. მას ჩემი ხელი ეკავა განთიადამდე, მერე კი. . .
მასთან მხოლოდ მაშინ მივდივარ, როცა სძინავსს. საწოლის კიდეზე ვჯდები და მის სურნელს ვყნოსავ. ვერ ვტირი, თუმცა მტკივა. ჩემი აღსასრულის დიილას მინაზე ნუგეშად წამიწერა: "ძლიერი ტკივილი ხანმოკლეა!"
როცა საწოლისკენ შემობრუნდა, მე აღარ ვსუნთქავდი, მაგრამ დავინახე როგორ ატირდა. . .
და ვიცი, მანაც იცის რომ მაშინ შეცდა, რადგან თვითონ უკვე ათი წელია სტიკვა... ამ წლების განმავლობაში ის ყოველთვის მარტო ხვდებოდა ახალ წელს, ფანჯარასთან ჯდებოდა შამპანიურის ჭიქით ხელში და დაორთქლილ მინაზე ჩემთვის წერდა. მისი ბარათები ვერც ერთხელ ვერ წავიკითხე, იმიტომ რომ ჩემი სუნთქვისგან მინა აღარ იორთქლება. . .
შანშანდელი წელი განსაკუთრებული იყო. საიქიო ცხოვრების საიდუმლოებებს ვერ გავამხელ, მაგრამ გაგანდობთ რომ ერთადერთი თხოვნის შესრულებას დამპირდნენ:
როცა დაიძინა, დიდხანს ვიჯექი სასთუმალთან. შემდეგ ფანჯარასთან მივედი. ვიცოდი, რომ მისი გზავნილის წაკითხვას შევძლებდი. კავიკითხე კიდეც. იქ ეწერა: "გამიშვი!!!"
ეს წელი უკანასკნელი იქნება, რომელსაც მარტო გაატარებს. სურვილი იმის სანაცვლოდ შემისრულეს, რომ აღარასდროს მივიდოდი მასთან. როცა საათი 12-ჯერ ჩამოჰკრავს, ის ჭიქაში შამპანიურს დაისხამს, ფანჯარასთან მივა, დააორთქლებს და ჩემს ბარათს დაინახავს... იქ წერია: "გ ი შ ვ ე ბ !"
ჩემგან..იმდენი ვეძებე...ავტორი არ ვიცი...
რაო ლელ გეცნო თუ ....
"მე ლამაზი მეგობარი მყავდა" ანუ ახალი ავტორის წარდგინება
"მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით"
ძალიან მიყვარს ანა კალანდაძის ლექსები, დაღლილი და სასოწარკვეთილი მის სიმსუბუქეს და იმავდროულად სიღრმეს ვაფარებ თავს და სულს ვითქვამ. ახლაც, რამდენიმე დღეა ეს სტრიქონები ამეკვიატა. მეშინია კიდეც ხშირად გამეორება, მაგრამ მეორე წამს საკუთარ თავს ცრურწმენის გამო ვუწყრები და ისევ თავიდან იწყება "მე ლამაზი მეგობარი მყვდა... "
ერთდროს წაბსლისფერთმიანი და თვალჟუჟუნა, მეგობარი, ფერმკრთალი და იმა გაბზარულღიმილშეყინული შემომცქეროდა პარმაღიდა, მე რომ ასე მაშინებს. გულმა ისევ რეჩხი მიყო.
- ახლა რაღა მიქარე? - უცერემონიოდ ჩავავლე ხელი და შემოვათრიე.
დგას. უხმოდ შემომღიმის.
- იცი, წუხელ უცებ მივხვდი, რომ მოვკვდი - ამოღერღა როგორც იქნა.
- და იმის თქმა გინდა, რომ ახლა მე შენი წყალობით უკვე მოჩვენებებსაც ვხედავ? - ვცდილობ გავბრაზდე.
- არა, "მე" მოვკვდი.
აღარ ვუცდი, შემოსასვლელში ასვეტილს ვტოვებ და თავად ოთახში შევდივარ, თუ უნდა შემოვიდეს. შემოდის.
- გაცვდა შენი ხუმრობები - არ ვიტეხ იხტიბარს, ის კი CD-ს მიწოდებს და ჩემს, უკვე გაცივებულ, ყავიან ფინჯანს დასწვდა.
- ეს რა არის?
- "არა, ანდერძი ის არ არის, რასაც მოჩხლართავ სიკვდილის წინ ცოტა ხნით ადრე" - ისევ ციტატებად ალაპარაკდა, ისევ დეპრესიაშია, ისევ გულჩათხრობილი ხდება.
სარკეში გამომცდელად ათავლიერებს საკუთარ თავს, ანუ იმას, რაც მისგან დარჩა - ქერა თმა, გარუჯული კანი, დაღლილი თვალები, შეღებილი ტუჩები. უცებ "Midnight Poisson" ამჩნევს და საყვედურით მიყურებს, მერე ფლაკონს უხეშად აგდებს უჯრაში:
- სისულელეა ეს სუნამოც და ის ჩემი ლექსიც. კაი, წავედი, მელოდებიან.
კარიდან უცებ ტრიალდება და მკოცნის. მინდა ხელი ვტაცო, შევანჯღრიო, გამოვაფხიზლო, ძველი მეგობარი მომენატრა. პირიც გავაღე, მაგრამ ხელს მაფარებს.
- ჩუ! - სიმკაცრემ გადაურბინა სახეზე, მეც უცებ მახსენდაბა ყველა მისი ტკივილი და ვჩუმდები.
მიდის. საქართველოდანაც მიდის...
"მე ლამაზი მეგობარი მყავდა..." უბრალო, ჩვეულებრივი, საშუალო ფენის, საშუალო სილამაზის, მაგრამ დიდი გულის გოგო, მთელს სამყაროს რომ იტევდა თავისი ცოტა სიხარულითა და დიდი დარდით.
CD-ზე ლექსებია, მაგრამ არა ის ძარღვიანი და ემოციური სტრიქონები, მე რომ მიყვარს. აქ შიშველი ტკივილი მხვდება. მიზეზები? საკმაოდ ბანალური, მაგრამ ინდივიდუალურად მაინც მძიმე... არსებითი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში დროს, ადგილსა და მონაწილეებს არა აქვთ.
უცებ ვიღებ გადაწყვეტილებას და საიტზე ერთ-ერთს ვაქვეყნებ:
"კარგ უცხოელს გვირჩევნიაო
ცუდი ქართველი
და
შეკავებულ ცრემლებს გაჰყვა
ფრანგი სასიძო."
დღეს კი უკვე თავად მას ვარეგისტრირებ.
ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ლორელაი. გერმანომანი ქართველი გოგო, იმ გერმანული მითივით მიმზიდველი, მათრობელა და მასავით მარტო, მარტოსული, საბედისწერო.
"მე ლამაზი მეგობარი მყავდა... "
ვაი ვაი LION შენ არ იგონებდე რაღაცეებს  ) მთაწმინდაზე არა ქართლის დედასთან რა  )
ორი დღეა საშინლად მასლოკინებს 
აბა მე მკითხე როგორი ცოლები არიან
გამიშრეს სისხლი

არ მოგენატრეთ?!... 
ჰა როდის შევიკრიბოთ?!
მენატრებით...
გაიხარე ბიძაშვილო
შვილის სიყავრულით რა არ მოუვა
მამის გული ისეთია 
მამა იასამნისფერია 
ალოოო ოჯახ  აქ ვართ 
აუცილებლად გაგიცნობ მალე

გაიხარე ვიიიკ
|