დღიურები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
დღიური: ტატატო.
ტატაო აღარც მეხმიანები და სულ დაიკარგე! გულში ცამწყვიტა რაღაც შენმა ნაწერმა...შენ ჩემი სათქმელიც თქვიმომენატრე გოგონი!
ლელა-65 2008-07-25 14:42:36

დღიური: ტატატო.
დიდი გული გქონია ტატატო და თბილი 
უხარია ალბათ ბაბუას იქ.
ნ-ი-კ-ი 2008-07-25 14:27:30

დღიური: ტატატო.
ჩემს ცნობიერებაში...შენი ცრემლი ისევ არსებობს.....

ტკივილიანი სიტყვებია ტატ! ნაცნობ ტკივილიანი, სევდით სავსე მონატრებაა, დაუბრუნებელი დღეების დაბრუნების სურვილია.

დღიური: ნეკერა.
აჰააა დღე კარგად უნდა იყო

ასეა?
ანემონე 2008-07-25 14:08:03

დღიური: ტატატო.
შენ ჩემი უთქმელობა ხარ...

შენზე მე არავისთან ვსაუბრობ...

უბრალოდ ჩემში შენი არსებობის განადგურების, დაჯერება არ მინდოდა...

მეტკინა შენი ტკივილი.იცი არ გეტყვი ბანლურ რაღაცეებს რასაც ამ დროს ამბობენ.ესე გაივლის-კაი რა....
ზუსტად იმიტომ არის სიცოცხლე ღირებული რომ ტკივილი არსებობს,თანდათან''ცოვრებისეულ გამოცდილებასთან''ერთად გაიზრდება ადამიანების რიცხვი ცოცხალის  ან გარდაცვლილის ,რომელიც გტკივა.
ადამინების საფლავ ზე რომელიც მე მიყვარს,ვერ დავდივარ.არ დავდივარ....არ ესმით ეს.ის  ჩემთვის ცოცხალი კი არაა,არც გა რდაცვლილია უბრალოდ ჩემთანაა დამორჩა.
რაღაც საერთოს და შენთან დამაკავშირებელ ბევრ უხილავ ძაფს ვხედავ....


''შენ რომ დაგავიწყდები, მაშინ მოვკვდები''-ეს ჩემი სიტყვები არაა.მაგრამ''ჩემია''
ლალი 2008-07-25 13:27:26

დღიური: ტატატო.

ბაბუს...

გამარჯობა ბაბუ...

როგორ ხარ?

იცი ვიცი ეს წერილი რომ არ მოგივა არასდროს...

ვიცი რომ ვერ წაიკითხავ ვერასდროს...იმიტომ რომ შენ აღარ ხარ....

ხო ბაბუ აღარ ხარ...

ბაბუ ვნანობ...ვნანობ შენი სიკვდილის მერე 40 ღამე რომ  საერთოდ არ მეძინა...

ბაბუ იმასაც ვნანობ....რომ შენი მეშინოდა...

მაპატიე ბაბუკა ისიც რომ ვერ გიყურებდი მაგ მოჭრილ ფეხებზე....მეშინოდა ბაბუ...

ისიც მაპატიე წყლის მოტანა რომ მეზარებოდა ხოლმე შენთვის...შენი საყვარელი რკინის „კრუშკის“ გადმოღება...

მაინცდამაინც იმით რომ გიყვარდა წყლის სმა...

მე კი გეჩხუბებოდი....

                              იცი ბაბუ?

  მე სულ მესმის შენი სიცილი ბოლო დღეს...ჩემს ბავშვურად მოყოლილ    არასასაცილო  ანეგდოტზე...
   
ბაბუ სურათის მეშინოდა კიდე...ყველგან რომ დამყვებოდა შენი თვალები....

ვეღარ ვუყურებდი....

ოთახში ვერ შევდიოდი...

არ უნდა შემეხედა შენთვის სიკვდიდლი პირველ ღამეს?

გახსოვს კონცერტი რომ ჩაგიტარეთ მე და ნანუჩიმ?

ბაბუ ის თუ გახსოვს სიმღერა რომ მასწავლე?

„მივალ მივყვებიიი, ჩემი ცხვრებით...“

მეახლც ვღიღინებ ხოლმე....

ბაბუკა....

დღეს მე შენი სურათი ვნახე და იცი რას მივხვდი?

რას და, ბაბუ კი არ მეშინოდა...შენს ოთახში...

არა ბაბუკა, არც შენი სურათის შიში მქონდა...

უბრალოდ ჩემში შენი არსებობის განადგურების, დაჯერება არ მინდოდა...

ვერ ვუყურებდი სურათს თვალებში...არ მინდოდა დამეჯერებინა რომ მხოლოდ სურათი არსებობდა...და თვალები ცოცხალი არ იყო...

მერე ბაბუ შევაჩვიე თვალი...

მერე ვაკვირდებოდი ხოლმე, მიღიმოდი თითქოს ხან...

მერე გესაუბრებოდი ხოლმე ხშირად...

ეს მითხარი ბაბუ...რატომ ტიროდი მიცვალებული?

ბებოს რომ ვკითხე მითხრა არ უნდა წასვლაო...

მერე ცოტა დიდი რომ გავიზარდე და ისევ იგივე კითხვა დავსვი...ბიოლოგიური ახსნა მივიღე...

არ მინდა ბაბუ...აღარ მინდა ახსნა...

ჩემს ცნობიერებაში...შენი ცრემლი ისევ არსებობს.....

ორჯერ გნახე ბაბუ მტირალი სულ...

ერთხელ წერილი რომ გამოგიზავნე ქალაქიდან...იმ ღამით გნახე სიზმარში ხელში ჩემი წერილი გეჭირა და ტიროდი...

ბებომ მომწერა მერე ბაბუაშენმა იმდენი იტირაო...სულ ტირილ-სიცილი ჰქონდაო....

არ მინდა ბაბუ...შენზე მე არავისთან ვსაუბრობ...

არავინ იცის....

კეთილი იყოო...დალოცვილიო...

კაი კაცი იყოოო...

ხუმარაო...

და ბაბუ...დღეს  სურათში იმხელა სედა იდო ბაბუ...სახე არ ჩანდა...

მხიარული იყავი ბაბუ?

იცი ბაბუ მახსოვს ჩემი ნიკაპით რომ ამყობდი...

მე და შენ ერთნაირი ნიკაპი გავქვსო...


წიწილები რომ დავბანეთ მე და დათომ გახსოვს?

რა გულიანად იცინე?

ბებია რომ გაგვიბრაზდა...

შენ კი ეჩხუბებოდი...გაანებე ქალო ბაღნებს თავი...გეერთნენ პაწაო...


ბაბუ...

შენ ჩემი უთქმელობა ხარ...

პირველად გამბობ....

ბაბუ დღემდე ვერ ვიტან შემწვარ კარტოფილს...

იმიტომ რომ მაშინ შენი სიკვდილის მიზეზი ასე ამიხსნა ექიმაა...

ლუკმა გაეჩხირაო....

ბაბუ...

ბაბუკაააა....

ბა...

შეხვედრამდე........





ტატატო 2008-07-25 12:26:40

დღიური: ტატატო.
ღამეა და ვფიქრობ ფიქრი მართობს,
თითქოს ფიქრი ჩემი შენს ფიქრს ეხება.
........
ვზივარ ისევ,ჩუმი სევდა მალტობს,
თითქოს სული ჩემი შენს სულს ეხება.


შენ გაიგებ.ანამეს დავუტოვე ეს ლექსი და აი შენც.ნინისგან...............
ლალი 2008-07-25 12:11:00

ეს ბოვში სად დეიკარგა?

ხო არ მეიტაცეს ნეტა?

დღიური: მამლუქი.
მამლუქ სადა ხარ? სად ბრძოლობ? მოგიკითხე.
ჭა 2008-07-25 10:29:11

დღიური: თეკლა.
ხოო, ძალიან გამიხარდა.. და ძალიან მომინდა გაცნობა.. გკოცნი უამრაავს

დღიური: ნეკერა.
აბა ძილი ნებისა : ) წავედი მე ნიცშე მელოდება : )

დღიური: ნეკერა.
: )

დღიური: ნეკერა.
რა გვარია შენი დაქალი ? : )

დღიური: ნეკერა.
არა მეგრელიშვილი არ ვარ : ) მამაჩემის ნათლულია :P

დღიური: ნეკერა.
თან მეზობელიც : )

დღიური: ნეკერა.
ჩემი ნათესავია :P

დღიური: ნეკერა.
აა  : )  გასაგებია : ) დაჭრილი თევზი ყოფილა :P

დღიური: ნეკერა.
მაგას რა ეტყობა თევზის ? : ))

დღიური: ნეკერა.
დღიურში გოგო შეგვივარდა
გამო, გამო ნეკერაო
ისე სწრაფად გამოიქცა
მგონი ჟანაც შეკერაო
ნ-ი-კ-ი 2008-07-25 01:16:41

დღიური: ნეკერა.
როგორ ხარ ნინიჩკა?
ანემონე 2008-07-25 01:14:32

ციც  
ნუცამ მითხრა ჩვენზე
მეც ჩაგეხუტე   უამრავი
თეკლა 2008-07-24 22:17:43

დღიური: თეკლა.
თეკლა მაგრად ჩაგეხუტეეეეეეეეეეე

დღიური: ლელა-65.
როგორ ხარ?
გვანტსულა 2008-07-24 18:30:27

LION 2008-07-24 17:30:13

გახსოვს ბარნო მთაწმინდაზე ხმამაღლა რომ მიკითხავდი კოლეიდოსკოპის, ა?
LION 2008-07-24 17:30:03

ოოოხ, როგორ მიყვარს ამ გოგოს მოთხრობები?
LION 2008-07-24 17:26:34

დღიური: მამლუქი.
მოგიკითხე მამლუქ და...
ანამე 2008-07-24 17:21:46

გემშვიდობებით...
გმადლობ სითბოსთვის თეკლე...
ანამე 2008-07-24 17:00:02

ჰეი ...  შუადღე მშვიდობის..
ახალი თემა არ გვექნება?
მოვიწყინე ცოტა არ იყოს..
არაფერი აღარ ხდება აქ...
ისეთი და განსაკუთრებული...
ჩემიანი...
რავიცი...
გელოდები ...

სემი 2008-07-24 16:08:44

წეღან რაღაცაზე გიწერდი კომენტარს და დამავიწყდა.


1 2 3 ... 1159 1160 1161 ... 1398 1399 1400

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ რურუა ვულოცავთ დაბადების დღეს