დღიურები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
აჰ
მაპატუთ დღეს დაბნეული ვარ

რას ქვია ქა არყოფნის გამო?

ისე რა ქვია შვილიშვილსა?

დღიური: თეკლა.
მინდა
მითხარი

ხარ ის
და ხარ მე
ვინც სინათლისგან
განიკურნა
ხარ ის
ოქროსი და ზღაპრის
ცოცხალი სინამდვილე
მზის ქვეშ
ხარ აქ
სხვა სამყარო
სასტიკი თამაში
განთიადიდან არყოფილი
ხარ შენს გარეშე -
მაგრამ მზე 

(ანდრე ველტერი)

ხო.. აი ესეც გამახსენდა..

დღიური: თეკლა.
     
თეკლა 2008-07-03 22:50:20

რა უსიტყვო ნაღველს მალავს
სული, ჩემი მეუფე,
სულსაც აწვიმს, როგორც ქალაქს,
ანდა მის გარეუბნებს.
აწვიმს მიწას და სახურევს
და შრიალით ავივსე,
სევდა სულში ჩასახული
უკრავს წვიმის კლავიშზე.
ცხოვრობს სულით ეს ობლობა
ჩუმი წვიმის მეზობლად
სულში ჩაჯდა ვით ობობა,
სევდის უმიზეზობა.
და მით უფრო არის მძაფრი
უმიზეზო ნაღველი
არსაიდან რომ არაფრით
არის ნაკარნახევი.

(პოლ ვალერი)

ეს შენთვის თე..მეგობარო..

დღიური: ლელა-65.
ლელა     როგორ ხარ?

უსაყვარლესო... მოგეფერე...

დღიური: თეკლა.
შენთან წავიკითხე

დღიური: თეკლა.
წავედი მე ეხლა , დაქალები უნდა გავასეირნო

    ხოდა ღამე მოვალ ,პატალა ღამურჩიკა   
თეკლა 2008-07-03 20:18:06

დღიური: თეკლა.
უი, რა გამოშტერებული ვარ. ჰოდა, ჩემი საყვარელი მწვანე ფერით გეტყვი მაშინ, რომ მიყვარხარ!

ქვედა წაშალე რა

დღიური: თეკლა.
ხო დავწერე  

დღიური: თეკლა.
მეც მიყვარს თეკლა, მაგრამ არ ვიცი ფერადად როგორ მივწერო

დღიური: თეკლა.
(ეხლა მარტო ამ სმაილის დადება მინდოდა, თან შენ საყვარელ ფერში, ხოდა მერე მივხვდი ფერს ვერ შეამჩნევდი)

დღიური: თეკლა.
i just call, to say , i love uuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuuu 
თეკლა 2008-07-03 19:50:01

დღიური: ტატატო.
ასე მარტივად დავრჩი შენთან
სიმარტოვეში,
ასე მარტივით ნაგიჟარი
და უფრო მცხრალი.
მინდოდა თვალებს მივნდობოდი,
ოდნავ მოვეშვი,
მაგრამ პირივით ჩაიგუბეს თვალებმაც წყალი.
დანესტიანდნენ,
არ გეგონოს ჰგვანან მდინარეს,
დაწდება დრო და
წამწამებსაც დაშრიტავს ქარი,
და ჩემი მზერის კალაპოტი
გაგამჭვირვალებს,
ჰორიზონტი აქვს რა ხანია დაუნახავი...

მზე არის მწველი,
არის თაკარა,
ანკარა წყაროს წყალი მომწყურდა,
ისე,
როგორაც შენ მომენატრე,
ჩემო პატარავ,
შენი თვალები,
ელვარე მუდამ.

შებინდებისას,
როცა სარკმელში
შემოიხედავს მოლურჯო ფერი,
ველი
მრავლისმთქმელ გამოხედვას
და
ნატვრა მინდა ასრულდეს შენით.
...მზე არის მწველი.

შემთხვევით წავაწყდი ჩემთან და...


თიკო თუმანიშვილს

მე მომაგონდა ''ფიქრი'' როდენის,
როცა თქვენ გნახეთ, თიკო, პირველად.
ო, თქვენს თვალებში მარად ლოდინის
ჩანს მწუხარება გასაკვირველად.

როგორც ტირიფი, თქვენ იცრემლებით
მარმარის მსგავსად პირმოცინარე.
თავზე გასხიათ თეთრი ტყემლები
და მიგაქანებთ ჩქარი მდინარე.

თქვენი წარბები და წამწამები
ტანალეწილი მეძებრებია.
თქვენი ზრახვები განაწამები
გამოუთქმელი ობლად კვდებიან.

არის თქვენს ხმაში კვნესა გედური.
მარადი ლტოლვა ვის არ დაღლიდა!
როგორც მიმოზა, სდუმს საყვედური
და იცქირებით მეტ სიმაღლიდან.

იქნება იცით თქვენ სულ სხვა რამე
და ჩვენზე უფრო ხართ ბედნიერი?
და თუ გადმოგცათ ფაუსტის ღამემ
თავისი ჯადო, თავის იერი?

ასწია ქარმა თქვენი სხეული,
რომ ვარსკვლავებზე დაიჭრათ ხელი.
უკან ბრუნდებით ცრემლმორეული
და გადატყდება ქვითინში ყელი.


                                                                    ვალერიან გაფრინდაშვილი

სოსო, მიხარია აქ რომ გხედავ
იმედია, მალე შენი მშვენიერი ლექსებითაც გაგვახარებ!

დღიური: mistery_100.
ვითამაშოთ ლოთაობა!არ გინდა? მე დავლევ და შენ გამიგე რაც მინდა, დაეწაფე ჩემს გალეშილ ბაგეებს და არ მითხრა,რომ სიმთვრალე არ მშვენის. ამირიე კახურივით გონება, ღრმად მისუნთქე,შეიგრძენი სულეთი, კანი დამწვი,მომაშორე დროება, რომ სამყარო იყოს უკვე სულერთი. ვინავარდოთ ამ ცისმარე ღამეში, დაგვინახონ ვარსკვლავებმა,ღმერთებმა. გადმოგვხედონ და გვიყურონ სარკმელში, ორი გული,თურმე როგორ ერთდება. შემომხვიე მოლოთავეს ხელები, რომ ნეკნებმა ამიტეხონ ყვირილი. დამაბნიე ამ ცხოვრების ღელეში, გამაგონე მზის მამალის ყივილი. დამეწაფე,შემსვი ბოლო წვეთამდე, რომ სიყვარულს უკვე ტუჩით ძერწავდე. დამეხატე,მთელს სხეულზე გულითაც, უფუნჯოდაც შეგძლებია რომლითაც. დამავიწყე,ყველაფერი,რაც იყო, რომ ერთხელაც ჩვენი გზები გაიყო. დამავიწყე,ყველა სევდა,ტკივილი და მამყოფე ვით ცხოვრების ბილიკი. რომ შეგეძლოს სიარული ყველგან და გაიკვალო გზები ყველა მხარეში, არ დატოვო ბილიკები უშენო, გახდე ელჩი ჩემი სულის მხარეში. გათენდება,ვიცი,ყველა გაქრება: მთვარეც,ზეცაც,ის სარკმელიც უხეში. შენც გაქრები,კახურს თავს დაახურავ და დამტოვებ ვიღაც უცხოს უღელში.
mistery_100 2008-07-03 18:57:25

აუუუ, გიტარაზე ვუკრაააავ....  იმენნა მაგრად რა 
ნ-ი-კ-ი 2008-07-03 18:55:42

დღიური: რიდი1.
. ჯანსაღ კრიტიკას თუ შემოგვაშველებთ, ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევთ ამ პორტალსაც და ზოგადად , თანამედროვე ქართულ ლიტერატურას.

გეთანხმებით , ბევრი მდარე "პროდუქცია" დევს აქ , მაგრამ ყველას აქვს უფლება პორტალზე დემონსტრირების .
  თუ ვინმე და რამე არ მოგწონთ , დაწერეთ დასაბუთებული კომენტარები , ცინიზმის და სარკაზმის გარეშე .

აქ ბევრი განათლებული და ნიჭიერი ადამიანია და ყველას შეურაცხყოფა ასე ხელაღებით უხერხულია...
თეკლა. 2008-07-03 16:18:37

--------------------------------------------------------------------------------

6. რიდი  , არ მეშინია 
და სახლში ვის რას ვეტყვი , ეს მე უკეთესად ვიცი 
შენ ( თქვენ )  აქ
თეკლა




   
თეკლა 2008-07-03 18:47:20

აუ, ვგიჟდები ბიჭი რომ გიტარაზე უკრავს
შენ რა შუაში ხარ ნატ, მაგრამ მაინც

ხვალ თუ მიდიხარ, ქუსლს უფრთხილდი, შენი სუსტი წერტილია, ზოგზოგიერთების არ იყოს

ჯალალ გიტარაოო? ამის მერე გიტარით ივლი , შეხვედრებზე
ნატა 2008-07-03 18:22:05

ყავა არ მომთხოვოთ ოღონდ და ვიყოთ აქ, ჩემი რა მიდის

როგორ გამოიცანი, ნიჩორტ?!

ჰო, რავი, გზის ერთად გაგრძელება შემომთავაზა, მაგრამ თავაზიანი უარით გავისტუმრე და გაოცებული დავრჩი ასე

აუუ როდის ვძრათ?
ნატა 2008-07-03 18:14:44

მერე თეა?

როგორ დამთავრდა შენი და იმ მანქანიანის ნაცნობობა?

გათხოვებით აშკარად არ დამთავრებულა

დღიური: mistery_100.
კიდეც დავლევ X( კიდეც მოვწევ X( და კიდეც ვინერვიულებ X(
mistery_100 2008-07-03 18:13:46

ჩემოდნის ჩალაგება მეზარება და ზეგ მივდივარ მემგონი თუ ჩავბარგდი
ნატა 2008-07-03 18:13:36


1 2 3 ... 1229 1230 1231 ... 1398 1399 1400