დღიურები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
კურიოზი ჩემი ცხოვრებიდან?
ოკ
გოგო, ერთხელ გაჩერებაზე ვიდექი და ვიღაც ტიპმა გააჩერა მანქანა(რა ბანალურია, არა?
მოიცა, ვაგრძელებ
ბოდიშს გიხდი,  მაგრამ ძალიან გავხარ ერთ ჩემს ნაცნობსო. მეც გავუღიმე ზრდილობიანად, მანაც თავი დამიკრა და მერე მკითხა, და ის ის იყო გზა უნდა განეგრძნო, უცებ მკითხა, შენც თეა ხომ არ გქვიაო?

გმადლობთ
ტოტია 2008-07-03 18:04:06

ხოოო ვაპროტესტებ
კატერინა 2008-07-03 17:56:47

და მე რომ უკვე დავფრინავ?
ნატა 2008-07-03 17:55:39

მესუთედან?
ნატა 2008-07-03 17:49:06

კაი ვიტირებ მაში და
ნატა 2008-07-03 17:44:41

ვიციი შეგატყე იაჰუში
ნატა 2008-07-03 17:40:07

დღიური: mistery_100.
რა გითხრა,რით გაგახარო,ჩემო საბრალო გულო,ვის შეგადარო,ასე მამაცო ,ასე ერთგულო.ახლა მაცადე, ცოტაც  მაცადე და სულ ერთად ვიქნებით, ერთად და უდარდელად განვლევთ სიცოცხლეს.   იბაგუნე,იბაგუნე ისე,რომ შენი ხმა ყურს ესმოდეს...არ მიმტყუნო,კიდევ ცოტაც გაუძელი,კიდევ ცოტაც და ჩვენ.......აღარ ვიცი რა ჩვენ , ასე გეუბნები უკვე რამდენი წელია,მაგრამ სადღაც შუქი გამოჩნდება,შენ იბაგუნე და ნახავ ღამის წყვდიადს შეცვლის მზე,მის სახეს სხვისი სახე,შენ ცოტაც გაუძელ ასე სწრაფად არ მძალუძს მისი დავიწყება....   კარს ნუ იხურავ გევედრები, ნუ მიიხურავ,ვიღაც გამოჩნდება,დაგვეხმარება ,აი, ნახავ ყველაფერი კარგად იქნება,კარს ნუ იხურავ......   კარის ჭრიალს ვიღაცის ფეხი აჩერებს..... ეს ისევ ის არის....მაპატიე გულო,ცოტაც გაუძელ,ხომ გითხარი ასე სწრაფად არ შემიძლია............ __-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------   ეს ძალიან მიყვარს,არც ვიცი ვის მოეწონა და ვის არა,არც მადარდებს  უბრალოდ მიყვარს ჩემებურად თბილად და საყვარლად.მახსენებს იმ დროს,როცა მეც თბილი და საყვარელი ვიყავი. მახსენებს იმას,ვის გამოც ალბათ არ ღირდა არაფერი, მაგრამ იყო და ვნანობ...ვნანობ? ამ დღეებში კი ჩემი მეგობრის სახემ გამახსენა,რას ვნანობ სინამდვილეში,რომ (როგორც თვითონ ამბობს) "არც ერთ წუთს არ ვნანობ,არც ერთ წამს,არც ერთ საათს და არც ერთ დღეს მასთან გატარებულს!არც ერთი წამით არ ვნანობ რომ ვიგრძენი-მიყვარდა!არც იმას ვნანობ,რომ ახლა მტკივა და მაინც უყვარს ამ შტერ გულს!!!!! არც იმას ვნანობ რომ გული მაქ შტერი!!!!!ერთს ვნანობ,მხოლოდ ერთს-ენაა უძვლო და ვერ მოვასწარი კბილის დაჭერა!"  ალბათ მხოლოდ ეგ უნდა ვინანო მეც
mistery_100 2008-07-03 17:40:03

შენ კიდე დაბოლება გინდა?
ნატა 2008-07-03 17:37:13

ხო დღეს შეყვარებული ვარ და
ნატა 2008-07-03 17:33:50

დღიური: mistery_100.
        ბედნიერების ღიმილი რომ გაქვს აფარებული სახეზე და გავიწყდება დრო,რეალობა,აი ზუსტად მაშინ ჩამოუვარდება ცას დიდხანს ჭერილი უბედურება და სხეულიდან გულს ისე ამოგიღებს,ვერც კი მოასწრებს ცაზე ვარსკვლავი ჩაქრობას.აი, თუ უხეშად შეეჭიდა შენს გულს,მერე უკვე სულსაც წამოაყოლებს და ........................... აი, ამ "და"ს არ დაანებო !!!!!!!!!!!! სული ხომ არის მაინც შენი?????????გააჩერე და იქნებ გულიც დაიბრუნო მერე.რა იცი რა ხდება?მომავალია მაინც ისეთი,რომ გახედავ და ვერ დაინახავ!ვერ დაინახავ რჩები თუ მიდიხარ? მოდის თუ დგას????უბრალოდ გახედე ხოლმე,იქნებ ერთხელაც მოგეშვას ეს მზე თვალებთან თამაშს და გადაწმინდოს ცამ თავისი ფიქრები,დაინახო,დაინახო და ................ ბედნიერების ღიმილი აგეფაროს ისევ სახეზე
mistery_100 2008-07-03 17:31:05

დღიური: mistery_100.
  უკვე ათასჯერ ჩაიარა გულთან ნაღველმა და გადაწყვიტა შემოსვლა
mistery_100 2008-07-03 17:25:33

დღიური: mistery_100.
mistery_100 2008-07-03 17:10:59

დღიური: mistery_100.
ვსუნთქავ და გული მიშლის ხელს სუნთქვაში: "რა საჭიროა დედამიწაზე მყოფი ჰაერი,შენ სიცოცხლის სასუნთქი აპარატი დაკარგეო!"
mistery_100 2008-07-03 17:06:12

დღიური: mistery_100.
      მთავარია გიყვარდეს და იცოცხლე იმისათვის,რომ შენი საყვარელი ადამიანის ბედნიერება დაინახო და გაიხარო მასთან ერთად,თუმცა მან შეიძლება ვერც გაიგოს შენი არსებობა,ვერც გაიაზროს ის ბედნიერება,რომელსაც შენ გაჩუქებს
mistery_100 2008-07-03 17:04:29

დღიური: mistery_100.
შენ დაბრუნდები გაზაფხულზე, მარტის წვიმებში, შენ მოხვალ ჩემთან იმედებით,ლურჯი იებით, გაიფანტება სიმარტოვის ხმელი ფოთლები. ფოთოლცვენიდან ვარდობისთვემდე დაგელოდები.
mistery_100 2008-07-03 17:03:23

დღიური: mistery_100.
აი სიგიჟის დადგა წუთები....შენით ვგიჟდები
mistery_100 2008-07-03 17:01:33

დღიური: ნეკერა.
დასახვეწია აზროვნება და თითოეულის სურვილი თუ არ იქნა არ გამოვა არაპერი
ტოტია 2008-07-03 16:54:25

დღიური: mistery_100.
რა ვქნათ ზოგჯერ თუ ყელში მაქ გული.?რა ვქნა ხოლმე როცა ვდუმვარ და ყვირილი მინდა!რა ვქნა როცა მარტო ვარ და ვტირი? რა ვქნა როცა ყველაფერი მტკივა? რა უნდა ვქნა მაგ დროს? ისევ გავიღიმო როგროც ადრე? ისევ დავანახო ხალხს რომ მე ძლიერი ვარ? რომ ვერავინ გადამილეწავს მუხლებს ზურგიდან მოპარული და ფეხზე მდგარი შევეგებები ნაღველს? რომ გავუღიმებ,სახეში შევცინებ და ვეტყვი:"შენ დამარცხდი!მე მაინც მიყვარს,მაგრამ ბედნიერი ვარ!ბედნიერი ვარ მისი არსებობით!მისით!"???ამას? ამ ყველაფერს გავაკეთებ? მხოლოდ იმისთვის რომ თავი ჯუნგლებში მგონია მხეცებთან და მეშინია სისუსტე არ შემამჩნიონ,თორემ გალანძღვას არ იკმარებენ და ცოცხლად შემჭამენ?! მხოლოდ ამის გამო?!.... ზოგჯერ რომ მინდა ვიყვირო და ცას მივაწვდინო ხმა, ჩამოვგლიჯო ცის ნაწილი,სულ პატარა ნაგლეჯი და მასში შევახვიო ჩემი გული, რომ გათბეს,ცოტათი მაინც გათბეს ცის სიცივით.ადამიანური სიცივე მკლავს!მეგობრები მიხაროს ღმერთმა!ადღეგრძელოს და აცოცხლოს დიდხანს!აბედნიეროს და გააღიმოს მუდამ! გააცინოს და ცრემლი მხოლოდ მაშინ მოადინოს,როცა უსაზღვროდ ბედნიერები იქნებიან! მაგრამ,მე?!?!?!.რა ვუყო ამ გრძნობას,როცა ვგრძნობ,რომ შიგნიდან მფატრავს ნაღველის დანა?!.. რა ვუყო ამ სიცივეს,რომელიც გულის სიღრმიდან მოდის და თვალებთან ჩერდება???რა ვუყო იმ ცრემლებს თვალებთან როა გამთბარი და უკან დასაბრუნებელი გზა არ იციან???????რა ვუყო იმ სიტყვებს,რომლებიც თავში მიტრიალებს და ვიცი,ვერ დავივიწყებ???? ღმერთო ამნეზია რომ დამემართოს არ შეიძლება???? აი,სულ დამავიწყდებოდა ყველაფერი,სრულად! თავიდან ბოლომდე! იქნებ შემდეგ მეცადა ყვეალფერი თავიდან!!!!! რატო არ არიან ღმერთო ადამიანები შენნაირები????ხომ შეგვქმენი "ხატად თვისად"??რატომ არ გამოაყოლე შენივე გრძნობები???? რატომ არ უთხარი,რომ,"როცა გიყვარს,გიყავრდეს ბოლომდე!"??????? ვეღარ ვსუნთქავ და ვეღარც ვიღიმი,უბრალოდ დავდივარ და თვალებით გეძებ!არ გეცოდები????????გეცოდები!!!!შეცოდება არ მინდა!მირჩევნია გეზიზღებოდე!მეცოდინება,რომ რაღაც გრზნობას მაინც ვიწვევ შენში,რომელიც სიყვარულის ანტონიმია და არა "შეცოდება!"..................................ზოგჯერ მინდა ყველაფერი თავიდან დატრიალდეს!!!!რას შევცვლიდი???არაფერს!რომ ვიცოდე,ისევ დაგკარგავ,ისევ შენით დავიწყებდი ყველაფერს!!!!!!! უბრალოდ ამ გულს არ ვიცი რა ვუყო და ეგაა მხოლოდ!!! ვერ ვაჩუმებ,თავისით სტკივა და თავისით ყვირის!!!!! შენ არ მიაქციო ყურადღება,არ შეგაწუხებს!უბრალოდ იარსებებს შენზე ფიქრით!!!!!                                                                                                                        2004წ
mistery_100 2008-07-03 16:53:23

დღიური: ნეკერა.
აქ რომ ბევრი რამე დასახვეწია ამას არავინ უარყოფს და არც არავინ უარყოფდა.
უბრალოდ ჯობია თქვა როგორ შეიცვალოს რაღაც უკეთესობისკენ, ვიდრე უბრალოდ დაიწუნო და ხელები დაიბანო.
ნეკერა 2008-07-03 16:52:21

დღიური: ნეკერა.
მე მგონი ცოტა მაინც მიდი იმ აზრამდე რომ აქ ბევრი რაღაცა დასახვეწია
ტოტია 2008-07-03 16:51:02

დღიური: mistery_100.
  When life becomes difficult,sometimes you find that it helps if you know you are in somebody's minda.And I just want to say that whatever you do,please remember that someone is thinking of you.So don't ever feel lonely of full despair.If you need me,I promise I'll always be there!!!!
mistery_100 2008-07-03 16:38:21

დღიური: ნეკერა.
რაც შეეხება ჩემს დატოვებულ კომენტარებს, ამაზე დიდი მადლობა.
ნეკერა 2008-07-03 16:37:29

დღიური: mistery_100.
უსასრულო ღამესაც ჰქონია დასასრული..............გათენდა! 8-)
mistery_100 2008-07-03 16:36:22

დღიური: mistery_100.
არგუმენტირებული,დიპლომატიური საუბარი!!!!!!!!!
mistery_100 2008-07-03 16:36:04

დღიური: ნეკერა.
მინდა გითხრა რომ შეცდი ვაჟა როგორც შენ ფიქრობ იმ კონტექსტით არ შემომიყვანია
ხოლო ის ადამიანი რომელიც გონების კარნახით აღუდგა წინ საზოგადოებრივ ნორმებს არის არა ალუდა არამედ ვაჟა
აი რატო იქნა ნახსენები ჩემ მიერ ვაჟა
ხოლო აქ კი ვერავისში ვერ ვხედავ ვაჟას
ტოტია 2008-07-03 16:33:53

დღიური: ნეკერა.
ალუდა კონტექსტსი ჯდებოდა - როგორც ადამიანი, რომელიც გონების კარნახით აღუდგა წინ საზოგადოებრივ ნორმებს.
ვაჟა შენ იმ კონტექსტით მოიტანე მაგალითად, რომ ვაჟასნაირები იშვიათად იბადებიან და ლექსის წერას ვერ ასწავლიო და ეს უკვე ჩემი და შენი საუბრის კონტექსტში იმ წუთში არ ეწერებოდა
თორემ რომ არ დაგეთანხმო არ ვიქნები მართალი.
ნეკერა 2008-07-03 16:28:11

დღიური: mistery_100.
  გაიცინე გენაცვალე,იცოდე მზე მხოლოდ ერთხელ ამოდის დღეში, ახალგაზრდობაც ერთხელაა მოცემული. მოწყენა მაშინაც გვეყოფა,ლანდების სამყაროში რომ ჩაგვიყვანენ "თარაშ ემხვარ" ------- კონსტანტინე გამსახურდია
mistery_100 2008-07-03 16:27:37

დღიური: ნეკერა.
შენ თვითონ შემოიყვანე ალუდა ჩვენ საუბარში
ტოტია 2008-07-03 16:26:13

დღიური: mistery_100.
  რაკი შენი შეცდომა სცან და აღიარე,უჭკვიანესი შეიქმენ  ----------- პო პე
mistery_100 2008-07-03 16:26:13


1 2 3 ... 1230 1231 1232 ... 1398 1399 1400