|
გადამირჩიო იქადნი
არადა ცდილობ გამექცე
ფრთხილად იყავი ქადილში
ემანდა სულ არ წამექცე
ჯერ არ წავსულვარ, - მივდივარ!
ორშაბათია ხვალეო...
სამსახურს ხომ ვერ გავაცდენ?
დამათენდება მალეო!
ლექცია ვერ წავიკითხავ
უძილო... შემიბრალეო,
თორემ ვკაფავდით სამივე
დილამდე, გენაცვალეო!
პიტნის ჩაისო?რა მესმის
გადამრევს მე ეს ქალიო
ერთი მოძებნე თამარავ
კისერზე თუ გაქვს ხალიო
ნამიოკია აბა რააა,
კაცი, კაცითო ძლიერი!
ამაღამ თუ გადამირჩი:P
დიდხანს იცოცხლებ ხნიერი!
21. ნეკერ, მეც მაგას ვამბობ, რომ ჩემს აზრზე ხარ, უბრალოდ იმაშიც უნდა დამეთანხმო, რომ ეს ავადსახსენებელი ქულები არაობიექტურია. ზოგჯერ ქულას წერენ წახალისების მიზნით, ზოგჯერ მე რა ვიცი, რატომ. მაგალითად, გიო საჯაიას ჩემი ერთი ლექსი საშინლად არ მოეწონა, კომენტარიდან გამომდინარე ეგრე იყო და მაინც ხუთი დამიწერა. მე იმას ვამბობ, რომ ქულები არ გვჭირდება მეთქი, თორემ ხომ ვთქვი, კრიტიკა აუცილებელია
ზევსის დაქალი. 2008-06-01 16:00:29
დალოცვილო არა ჯობია მაგას ვებრძოლოთ რომ ქულები ტყუილად არ დაწერონ და მაგის მექანიზმი მოვიფიქროთ?
მასე კომენტარებშიც გიწერენ ძალიან კარგი ნაწარმოებიაო და სინამდვილეში სუსტია. რა ვქნათ?
ეგ ცალკე თემაა და შეფასება არ შეფასების ამბავთან არანაირი კავშირი არა აქვს
შენ სადღა წახველ თამარო?
ჩაის სვავ ალბატ პიტნიანს
და ტანაც ტუჩებს ილოკავ,
ჯერ ისევ ცხელი ხინკლიანს! 
ვთქვი, "წავალ მეთქი, დავწვები"...
ვინღა მაღირსა ძილიო!
ერთურტს ნუ ეჭიდავებით,
არსად აგაწყდეთ ღილიო!
მღვიძარე ჯორი? ნამიოკ
მითხარ ვიზეა ლელაო?
ოხ ერთი ამღამ გადავრჩე
თუგინდ მიჭირონ წკნელაო
19. ელ-კა, თითო ნაწარმოების წაკითხვაში დამეწერება სამი ქულა და ასე დავაგროვებ ქულებს.
17. ბარტყი, ყველაფერი კარგად გავიგე. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ერთმანეთს ხმა არ უნდა გავცეთ. პირიქით, უნდა მივუთითოთ, რა არის კარგი მის ნაწერში და რა აქვს გამოსასწორებელი, მაგრამ სკოლაში ხომ არ ვართ, ნიშნები ვუწეროთ ერთმანეთს. მე ქულებით შეფასება არ მომწონს, თორემ სწორი კრიტიკა აუცილებელია, რაც კომენტარებით უნდა მოხდეს. მოდი გავმიჯნოთ კომენტარი და ქულით შეფასება.
ნეკერ, სად ვთქვი კომენტარები არ უნდა იყოს-მეთქი? კრიტიკას ვითხოვ მეც, ოღონდ ისეთს, გივი ალხაზიშვილი რომ გეტყვის, კორექტულად და სასარგებლოდ. არასოდეს დასჭირვებია ბატონ გივის ქულის დაწერა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა.
ზევსის დაქალი. 2008-06-01 15:53:06
ეგენი ერთმანეთს ხელს არ უშლის. უნდა იყოს კრიტიკაც და კომენტარიც და ქულაც
ქულა რაღატომ? აი ხვალ უნდა გავცეთ ჯილდო 10 000$ საუკეთესო ნაწარმოებზე 5 000$ მეორე ადგილზე გასულზე და 1000$ მე-3 ზე
როგორ მივხვდეთ რომელი რომელია? ჟიური ავირჩიოთ? და რა უნდა ქნას იმ ჟიურიმ? შეაფასოს??? რითი? ქულებით?
საჭიროა????
თანაც შენვე არა თქვი ყოველკვირა იყოს კონკურსებიო?
მომტანთან შენ რას იზავდი
გინდაც გეყუდა მორია,
მძინარე კაცთან შაირსა,
მღვიძარე ჯორი სჯობია!
14. დაქალო, მე იმას ვგულისხმობ რომ მაფია იმიტომ შეიქმნა თავის დროზე, რომ არ არსებობდა ნამდვილი კრიტიკა, ანუ არა ის, რასაც ახლა კრიტიკს ეძახიან - ლანძღვა, გინება და ა.შ, თანაც პირადულზე გადასვლით, არამედ ნამდვილი კრიტიკა, რომელიც განიხილავს ავტორის შემოქმედებას აბსოლუტურად მის პიროვნებასთან შეხების გარეშე (ადამიანი შეიძლება იყოს გენიალური მწერალი და უდეგენერატესი ადამიანი,ან პირიქით- შესანიშნავი ადამიანი და უდეგენერატესი მწერალი და ეს უნდა გაიმიჯნოს. ასე იყო ლუი დე ფიუნესიც, თურმე, როგორც მსახიობი ხომ ყველას გვიყვარს? ცხოვრებაში მასთან ურთიერთობა საშინელება ყოფილა. ).
ახლა როგორ მოვიქცეთ რომ კრიტიკა აღორძინდეს? კრიტიკა კარგა ხანია ჩაკვდა, ხომ მართალი ვარ? და ჩემი აზრით, სწორედ ინტერნეტიდა უნდა დაიწყოს მისი აღორძინება, შეიძლება თავიდან ეს იყოს კომენტარების სახით ( ოღონდ ეს იმ ადამიანების სინდისზე იქნება, ბუნებრივია, სამწუხაროდ ჯერ არ გამოუგონიათ ისეთი მოწყობილობა, ადამიანის სინდისს რომ გააკონტროლებს) ობიქეტური შეფასება, მერე შეიძლება მოკლე კომენტარებიდან ესა თუ ის ადამიანი ისე გავარჯიშდეს, ისე გამოავლინოს ნიჭი, რომ უკვე რეცენზიებიც ითავოს, მერე კრიტიკაც... ანუ ესეც უნდა ვისწავლოთ, მარტო ლექსისა და მოთხრობის წერა კი არა. და ეს ყველაფერი საიდან ვისწავლოთ თუ შეფასება არ იქნება?
თუ რამე ცოტა ბუნდოვნად განვმარტე, მერე კიდევ უფრო განვავრცობ, ახლა ვერ ვარ მთლად კარგად
ნეკერა. 2008-06-01 01:38:32
რავი ცოტა ( რაღა ცოტა ) შორიდან კი მოუარე ნეკერ და მე გავიგე და გეთანხმები
დაპატიჟება რად უნდა?
კაცსა კაცისა მოყვარეს
თავისით ინახულებს და
არ გააწბილებს მოყვარეს!:P
თვალში ასანთი ვიყუდე
რომ არ დავხუჭო სიზმრამდი
ქეიფში არ დამპატიჟეთ
მიმტანთან მე რას ვიზამდი 
ხინკალსო მეუბნებით და
წახვედით, არც კი სჩანდითო
მე რაზე არ დამპატიჟეთ
ხინკალს მე ვერა ვჭამდი რო?
მდინარით წაღებულებსა,
თამარ, ვერ შველის ხინკალი.
ხინკლის მკეთებელს ზოგიერთს,
ურჩევნის ხინკლის მიმტანი!
რა ძილისგუდა ყოფილხარ,
ვეღარ გცნობთ, ნიკ და ლელაო!
მე აქეთ შემომიყვანეთ
და ახლა მტოვებთ ყველაო?
მაშ მეც წავალ და დავწვები,
ვიდრე ჯერ კიდევ ბნელაო!
11. აქ გამოთქმულ აზრს თითქოს ვეთანხმები, მაგრამ კითხვებიც მიჩნდება; 1, როგორ მიხვდეს ავტორი, რომ მისი ლექსი ყველაზე ძალიან მოგვეწონა. 2. თუ ქულებზე არ იქნება დამოკიდებული, რამდენი ნაწარმოების დადება შეუძლია ავტორს, მაშინ გვერდები გადაიტვირთება და მგონი წაკითხვასაც ვერ მოვასწრებთ. 3. კრიტიკა სასიამოვნო არ არის მაგრამ, კომპეტენტური ადამიანისაგან აუცილებელიცაა ნებისმიერი (და მით უმეტეს დამწყები) ავტორისათვის.
პ.ს. ქართულ ენაში ბევრი ზმნა-სიტყვაა რომელიც მოქმედებას და თავისთავად ემოციასაც აღძრავს, ყველა სიტყვა ლექსი ხომ ვერ იქნება
ელ-კა. 2008-06-01 01:29:45
1) კომენტარებით მაგრამ კომენტარები ვერ შედარდება და ან თუ შედარდება უფრო დიდ აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს და ამიტომ ქულებით
2)კი მართალია ბევრი დაიდება და ვერ მოვასწრებთ წაკითხვას.... ახლაც ბევრია უკვე ( ჩემი აზრით )
3) რუსთველმაც თქვა ადრე მგონი მაგაზე... არ მახსოვს ზუსტად უგუნურსა გულსა უხეთქავდესო 
ლელა რო ხინკალს მაახვევს,
გაგეღვიძება მძინარეს!
ყვიროდე, "კიდევ მაიტა",
თუგინდ მიჰქონდე მდინარეს!
მაშ წადი გამაიძინე,
მეც დავიზინებ ჯობია,
ჯანჯალი კაცი არ მინდა,
მასეთი უკვე მყოლია! 
9. აქ კარგადაა ჩამოყალიბებული მაკოს აზრი, მაგრამ ბობოს უფრო ვეთანხმები, რომ სულ შეუფასებლადაც არ გამოვა...
თუნდაც იმიტომ, რომ ლიტერატურაში არ უნდა იყოს მაფია!
ნეკერა. 2008-06-01 01:26:40
ამან კიდე მაფიაო 
გოოო, კახელი მაინც არ იყოოო... გოოო...
კახელებთანა მაფიასა რა ხელი აქ? ჰა? 
ქამარსა ხელი გაუშვი
ზედ მიბმული მაქვს ხანჯალი
მძინარემ რა ვიშაირო
ხო იცი არ ვარ ჯანჯალი
ვერა ვქაჩამ დღესა ლელა, მეძინება ლექსზედა
ქვეშიდან მოტანებული
ნიკი არც ისე ცუდია,
ქამარზე მოგეჭიდები
ვიქნები გამობმულია!:P
შუქი ჩამიქრა. 
ლექსში ნუ მიწვევ ლელაო
შამეშვი ნუ მეტანები
იცოდე ზინყზე დაგცემ და
ქვემოდან მომეტანები  შაირში განა 
რავი, დაბადებიი დღე მაააქო და კი გამექცი წუხელა 
6. საკმაოდ კარგადაა ჩამოყალიბებული ყველაფერი. მთავარია აქ ჩამოთვლილი ე.წ. პრობლემების გადაწევეტის გზები გამოინახოს. თორემ ვერსად ვერ ავცდებით სუბიექტურ შეფასებებს. რაც შეეხება სხვა ნიკით დარეგისტრირებას, მე მგონი ადმინისტრაციას უნდა ქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ ნახოს ერთიდაიგივე IP /მე მგონი სწორად ვწერ/ მისამართიდან ვინ შემოდიან.
ნელიკო. 2008-06-01 00:59:34
ეგ შესაძლებლობა ადმინისტრაციას უკვე აქვს ნელიკო და ცოტა კიდევ უფრო მეტიც. 
თანაც პრობლემების გადაჭრის გზებიც გვიძებნია და ვეძებთ
5. მა ხო იცი რომ გეთანხმები.ამაზე ბევრი ვისაუბრეთ მე და შენ.იმის გამო რომ დღეს მე შენ ხასიათზე არ ვარ ან უბრალოდ არ მომწონს ის რასაც წერ არ ნიშნავს რომ ეს ცუდია და არ ვარგა.ხაზი არავის და არაპერს არ უნდა გადავუსვათ.დღეს ასე ვაზროვნებთ,ეს გვაწუხებს ან გვიხარია და ასე ვწერთ მარტივად სასაცილოდ ან სულელურად,იქნებ გავიზარდოთ ან საერთოდ შევწყვიტოთ წერა,ამას მართლა დრო გვიჩვენებს,ასე რომ არა ქულებს და ფართო გზა დამწყებ "მწრლებს"
მატასი. 2008-06-01 00:58:02
ამ მსჯელობიდან ვერ გავიგე ვინ უღობავს ფართო გზას დამწყებებს და რითი? იმით, რომ აძლევს საშუალებას, მათი ნაწარმოებები გააცნონ უამრავ ხალხს და მათ შორის ცნობილ მწერლებსა და პოეტებს?
ქულები კი მხოლოდ შეფასებაა თქვენი ნაწარმოების ავ კარგის და საშუალება უკეთესებიდან უკეთესი ამოირჩეს.
თუ არ ხარ იმ დღეს კითხვის ხასიათზე მაშინ მეორე დღეს წაიკითხე და ეგ პრობლემაც გადაწყდება.
მე ნაწყენი ვერ ვიქნები,
ვაწყენინებ აქეთ სხვასა!
თუ არ გჯერა შამეჯიბრე,
დაგიბნელებ უმალ თვალსა!
არა ბიოოო, რაზე უნდა ვიყო ვითომა? 
|