ნაწყენი ხო არა ხარ გოოოო? 
1. პოირველი კომენტარია და მე ,როგორც ხშირად უქულოსა და "ბარაქა გოგის" ანტიპოდს, ზაან ცუდად მაქვს საქმე, ვერაფერს ვდებ ხოლმე და რა ვქნა? ყველას ვუწერო უნდა უმაღლესი ქულები რომ დავაგროვო და შემოვიდე ნაწარმოებით? მაშინ ხომ აღარ იქნება გარჩევა სუსტისა და ძლიერის?
ვაპროტესტებ მეც ქულებს!!
პროტესტო!!!
მარიამ წიკლაური. 2008-06-01 00:14:43
მარიამმა ეტყობა კარგად ვერ გაიგო და შეცდომაშია შეყვანილი.
წესებს მოვიყვან აქ და მე მგონი გასაგები იქნება
ყოველი თვის დასაწყისში თითოეულ წევრს ეძლევა 1000 ქულა. თითოეული ნაწარმოების დადებისას კი აკლდება 100 ქულა. საშუალოდ ეს ნიშნავს 3 დღეში 1 ნაწარმოების დადების უფლებას, მე მგონი ნორმალურია. არის აზრი რომ ჩამოვიდეს 700-ზე ანუ 4-5 დღეში ერთი. ეს საკამათო საკითხია და ამაზე სხვა დროს ვიმსჯელოთ.
ახლა კომენტარებზე:
თითოეული ნაწარმოების კომენტირებისას ( გარდა საკუთარისა ), თქვენს მიერ პირველად დადებულ კომენტარზე გეწერებათ 2 ქულა
თქვენი მე-2 და მე-3 კომენტარი იმავე ნაწარმოებზე უფასოა
მე-4 კომენტარი ღირს 5 ქულა
მე-5 ღირს 25
მე-6 125
მე-7 625
და ასე შემდეგ.
გიღირთ ? დადეთ. არა და ნუ დადებთ. წესით 3 კომენტარში კი უნდა ჩაატიოს სათქმელი კარგმა მთქმელმა. 
ესაა და ეს, თანაც შიგნით რა ჩაიწერება დადებითი შეფასება თუ უარყოფითი ეს კომენტარის ღირებულებას არ ცვლის.
მგონი სწორად გავიგე თქვენი წუხილი და სწორადაც გიპასუხეთ.
ვა ეს რა ხალხი მსტუმრებია? მე კიდევ სად ვიყავი კაცოო?  რად არ მქვია ნინო? მართლაც 
ახლა თან კომენტარებსაც ვუპასუხებ.
ცხადია რომელშიც აზრი ან კითხვა იდება.
მოკლედ აქ ეს ჩვენი ზევსის დაქალი საკმაოდ კარგად მსჯელობს, თუმცა ზოგჯერ, ჩემი აზრით, უფრო ფილოლოგიურად გაუხვევს ხოლმე და ლოგიკა გვერდზე რჩება
მივყვეთმის მსჯელობასა და პასუხებიც თანამიმდევრულად გავცეთ.
ასე ამბობს: თუ კონკურსიაო მაშინ ჟიური სადააო და თუ ჟიურია ვინ უნდა იყვნენო რო ვენდოთო.
ზევსის დაქალს ალბათ მთავარ გვერდზე არ შეუხედავს სადაც ნახავდა რომ სამნაირი რეიტინგია: 1- მკითხველთა რეიტინგი რომელსაც ადგენენ ლიტერატორები ფაქტიურად. 2- რჩეულ ავტორთა რეიტინგი რომელსაც ადგენენ ის ავტორები რომლებიც თვის შედეგებით თავად იყვნენ არჩეულნი ავტორებისაგან და ბოლოს მე-3 რედაქტორთა რეიტინგი. რედაქტორებში ის ხალხი მოიაზრება, ვისაც ვთვლით თანამედროვე "ნამდვილ მწერლებად" ან "ნამდვილ პოეტებად". ( ალბათ ძნელი მისახვედრი არაა რატომ ჩავსვი ფრჩხილებში ). ეს დაყოფა უკვე ბევრ რაღაცაზე დაფიქრების საშუალებას იძლევა. განსაკუთრებით მაშინ, როცა რედაქტორთა და მკითხველთა რეიტინგი ძლიერ იქნება განსხვავებული. ალბათ ვიღაც დაფიქრდება რომ ტყუილად მისცა სუსტ ნაწარმოებს ხმა,მხოლოდ ნაცნობობის გამო. ვიღაც ალბათ დაფიქრდება,რომ ოდნავ ან ოდნავზე მეტად სხვანაირად უნდა წეროს.
ეს მე მგონი ცუდი არ უნდა იყოს
მოკლედ ის, რომ ეს ქულები ნელა ნელა დაიხვეწება და უფრო ობიექტური გახდება, ასეთი შეფასების სისტემის შემთხვევაში მე იმედი მაქვს და თქვენი არ ვიცი. ვნახოთ ბატონო დრო გვიჩვენებს.
კიდევ ამბობს ზევსის დაქალი, რომა "ლიტერატურული საიტი საშუალება უნდა იყოს, ვისაც სურვილი გაუჩნდება საკუთარი ნაწერი სხვა გააცნოს, გამოაქვეყნოს" გეთანხმებით კაცო ეგრეც არ არის? სხვებს არ აცნობენ თავის შემოქმედებასა?
გარდა ამისა კიდევ ერთი განყოფილება გაიხსნება საიტისა, სადაც მხოლოდ ნაწარმოებები დაიდება, ყოველგვარი შეფასებების გარეშე. ( დაგვაცადეთ ბატონო )
ხო და კიდევ ბოლოში ამატებს ზევსის დაქალი: " ერთმანეთს გაზრდაში უნდა დავეხმაროთ და არა ქულების წერა-არ დაწერით გულზე გავხეთქოთ." და გული რატომ უნდა გაგისკდეს? რაიმე კრიტიკულს რომ გეტყვიან იმაზე? არადა ეს კრიტიკა კარგია ჩემი აზრით და თუ იმას ამბობთ რომ სუსტია და ისე ვერ არისო გვაცადეთ ბატონო, მოვლენ რედაქტორები და მერე ვნახოთ. და თუ ვინმეს კრიტიკა არ უყვარს დადოს ნაწარმოები და ნუ წაიკითხავს კომენტარებსა კაცოოო, აძალებს ვინმე და თვალებში აჩეჩბს თუ რა?
ამის მერე ორი ურთირეთ გამომრიცხავი მაგალითი მოიყვანა დაქალმა ( ზევსისამ ) : ერთი როცა სტადიონი მსაჯობს და არ ვარგაო და მეორე კიდევ როცა ერთი კაცის გადასაწყვეტი იყო ყველაფერი იმ ვიღაც პალმიანი კოსტასი და იმანაც რა ნიჭი დაგვიკარგა და არც ვარგებულაო... არადა ჩვენ არც იქით ვართ და არც აქეთ ერთ შემთხვევაში სტადიონს ვარჩევინებთ "მკითხველთა რეიტინგიო" , მეორე შემთხვევში ამ სტადიონიდან არჩეულ, საპატიო ხალხსა -"რჩეული ავტორებიო" და მესამე შემთხვევში კიდევ პალმიან კოსტებსა, ოღონდ გპირდებით რომ ჩვენი კოსტები კარგები იქნებიან და არავის არ დაუწვავენ ტყუილად ნაწერებსა.
სტადიონის საპირისპიროდ არ შემიძლია არ მოვიყვანო მაგალითი, როცა განწირულ გლადიატორს, მისი ვაჟკაცობის დამფასებელი ხალხის მაღლა აწეული ცერი გადაარჩენდა ხოლმე.
ასე რომ აქ ეს ფრაზა - "ამით იმისთქმა მინდა, რომ დაბლოკვა და გზის გადაჭრა არ შეიძლება, ასე შემთხვევით შეიძლება ძალიან ნიჭიერი ვიღაც თამაშგარე აღმოჩნდეს." ზედმეტია დაქალო ( ზევსისავ ).
და თუკი ასეთი კრიტიკა რაც შენ თქვი: "ეს ჯალათურ-მოსამართლური შეფასება-კრიტიკა მოვხსნათ. კრიტიკას მე ვგულისხმობ ქართული გაგებით კრიტიკას, ანუ ლანძღვასა და დამცირება-შეურაცხყოფას."
ასეთი აუცილებლად მოიხსნება. დამცირება-შეურაცხყოფა ურაკპარაკზე ანუ იმ ადგილზე სადაც წარჩინებულნი იკრიბებიან მიუღებელია.
ბოლოს კიდევ დაასკვნა ამ ჩვენმა დაქალმა ( უკვე ) :- "კონკურსები თუ გვინდა, კონკურსები ცალკე იყოს, თუნდაც ყოველ კვირაში"-ოოოო
არადა ჩვენ თვეში ერთხელ გვაქვს და იმაზეც გვეჩხუბები და შენ კიდევ უკვე კვირაში ერთხელ ამბობ კაცო?
და კონკურსი როგორ გინდა მოაწყო შეფასების გარეშე? პატიოსან სიტყვაზე ვენდოთ ჟიურის?
კი ბატონო კი გეთანხმებით - " და კონკურსების ჩატარების სისტემა კიდევ დასახვეწი იქნება, რა თქმა უნდა." და ეს გვინდა, რომ ამაში მოგვეხმაროთ თქვენი აზრი მოგვაწოდოთ....
ეგაა და ეგა რავი აბა მგონი ნათლად ვთქვი და ამის მერე სხვებიც იტყვიან თავის აზრსა და ვიმსჯელოთ.
ოღონდ ერთი თხოვნა მექნება: ნუ დადებთ უაზრო კომენტარს,მისალმებას და ა.შ ამ თემაში
თუ სათქმელი არაფერი გაქვთ, მხოლოდ წაიკითხეთ.
ასეთი კომენტარები წაიშლება ცხადია
როგორ ხარ თეა?:_*
კომენტარებს შეგნებულად არ გადმოვიტან
წავიკითხავ ახლა და ჩემს აზრს მოგახსენებთ, თუ საინტერესოა რასაკვირველია.
მერეც, ვისაც რაიმე კითხვა, ან იდეა გაუჩნდება, ან კამათის სურვილი ექნება, აქ ჯობია, რომ ვიყოთ.
აქა ქულებს არ გვართმევენ 
ეს დადო ზევსის დაქალის პროზაულმა მხარემ ( რა რომანტიკული ნიკია  )
ლიტერატურა ჯოკრის თამაში არ არის, რომ ქულები ვაგროვოთ
ამ ცოტა ხნის წინ საიტზე საჭირბოროტო საკითხების განხილვა დაიწყეს. ამ და მსგავს საკითხებზე ბევრი მიფიქრია და მისაუბრია. ახლა გადავწყვიტე, ჩამოვაყალიბო და თქვენც გაგაცნოთ, რადგან სიტყვამ მოიტანა.
ჯერ ის გავარკვიოთ, რა ფუნქცია აქვს მსგავს ლიტერატურულ საიტებს? თუ ესაა რაღაც კონკურსის მაგვარი, რომელიც მიზნად ისახავს, გამოავლინოს საუკეთესო მწერალი თუ ნაწარმოები, მაშინ სადაა კონკურსისთვის საჭირო ჟიური? საჭირო იქნება გადავწყვიტოთ, ვის ვანდოთ არჩევანი. თუ ეს იქნაბა ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, როგორც ეს ლიტერატურა.გეზეა გაკეთებული, მაშინ როგორ ავირჩიოთ ამ ე.წ. ჟიურის წევრები? რაც არ უნდა იყოს, მაშინ გამოვა, რომ ადამიანთა ვიწროწრის გემოვნებით აირჩევა კარგი და ცუდი. მაგალითად, მე შედევრად მიმაჩნია კაატინგას ერთსიტყვიანი "ლექსი", სათურით "ფინიკის პალმა". მთელი ლექსი ეს სიტყვაა: მოჭრეს. სათაურს და ამ სიტყვას მოაქვს ემოცია. არ მეთანხმებით? აი პრობლემაც. მე მომწონს, თქვენ არა. მაშ, როგორ გადავწყვიტოთ, ვის დავუჯეროთ? პროფესია ისეთი მაქვს, დამეჯერება, მაგრამ სხვა ფილოლოგს რომ არ მოეწონოს? კარგი ბატონო, გადაწყვიტოს საზოგადოებამ. როგორ? ქულებით? საზოგადოება, ანუ ის, ვინც აქ ლექსს თუ პროზას კითხულობს, არაა ლიტ.კრიტიკოსი და საოცრად სუბიექტური იქნება შეფასებისას. ამას გარდა, რადგან ასე ქულებით წყდება თვის ლექსი და სხვ. საქართველოში, სადაც ყველა პირველია, ზოგი რამდენინე ნიკით რეგისტრირდება, რომ საკუთარ თავს ხმები მისცეს, ზოგი სხვებს სთხოვს გაფრიადებას და ახლობლებს აკეთებინებს რამდენიმე გვერდს. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ საშინლად, კატასტროფულად არაობიექტურია ეს ქულები და თუკი არაობიექტურია, რა აზრი აქვს ამ თვის რეიტინგებს? მოვხსნათ საერთოდ, გავაქროთ, არ გვინდა სულ კონკურსის პირობებში წერა.
ლიტერატურული საიტი საშუალება უნდა იყოს, ვისაც სურვილი გაუჩნდება საკუთარი ნაწერი სხვა გააცნოს, გამოაქვეყნოს. ერთმანეთს გაზრდაში უნდა დავეხმაროთ და არა ქულების წერა-არ დაწერით გულზე გავხეთქოთ. ლიტერატურა ჯოკრის თამაში არ არის, რომ ქულები ვაგროვოთ? არ სჭირდება ლიტერატურულ საიტს აზარტი, რადგან ეს აზარტი აგრესიას ბადებს. და კიდევ, დღეს ჩვენი არც ტაშის და არც წიხლის კვრით არც ცუდი ნაწარმოები გახდება კარგი და არც კარგს დაეკარგება ღირებულება, ამას დრო გადაწყვეტს. რუსთაველი "ვეფხისტყაოსნის" შესავალში რომ მელექსეებზე საუბრობს, რამდენი შემოგვრჩა მეთორმეტე საუკუნიდან? აღარ გავაგრძელებ.
ერთი შედარებაც, ისე, არგუმენტად: ფეხბურთის მსაჯობა რომ "საზოგადოებას" მივანდოთ, ანუ მთელმა სტადიონმა იმსაჯოს, რა გამოვა?
ის ცალკე საკითხია, რა იწერება დღეს და რამდენად ღირებულია და საჭიროა თუ არა, რომ ყველას ჰქონდეს გამოქვეყნების საშუალება, თუ უნდა არსებობდეს ცენზურა? ცენზურა ისევ ვიღაცის სუბიექტურ აზრს დაეყრდნობა (არ ვგულისხმობ მხოლოდ უცენზურო სიტყვებს). ამასთან დაკავშირებით ერთ ფაქტს გავიხსენებ. საბერძნეთში ლიტერატურულ ამინდს ქმნიდა ძალიან ნიჭიერი კაცი, კოსტის პალამასი, მაგრამ არ მოეწონა კატიოტაკისის ლექსები და ყველა ჟურნალისკენ მისასვლელი გზა გადაუჭრა. კარიოტაკისმა თავი მოიკლა. დღეს კარიოტაკიზმი ცალკე მიდინარეობაა ბერძნულ ლიტერატურაში. ამით იმისთქმა მინდა, რომ დაბლოკვა და გზის გადაჭრა არ შეიძლება, ასე შემთხვევით შეიძლება ძალიან ნიჭიერი ვიღაც თამაშგარე აღმოჩნდეს.
მოდით, ლიტერატურულ საიტებს შევხედოთ როგორც უბრალოდ აზრის გაზიარების საშუალებას და ეს ჯალათურ-მოსამართლური შეფასება-კრიტიკა მოვხსნათ. კრიტიკას მე ვგულისხმობ ქართული გაგებით კრიტიკას, ანუ ლანძღვასა და დამცირება-შეურაცხყოფას. დღეს რაც იდება საიტებზე, მაჭარია, დუღს და დღეს ვერ შეფასდება კარგია თუ ცუდი.
კონკურსები თუ გვინდა, კონკურსები ცალკე იყოს, თუნდაც ყოველ კვირაში. და კონკურსების ჩატარების სისტემა კიდევ დასახვეწი იქნება, რა თქმა უნდა.
გამარჯობა 
გამარჯობათ ურაკპარაკელებო
თქვენის ნებართვით აქ გადმოვიტან ყველა სადაო საკითხს და აქ დავბადოთ ნამდვილი ჭეშმარიტება
რაც მთავარია ცოტა ფრთხილად მოიქეცით, იქვე არ მოვკლათ 
ჰოდა, შენ კიდევ მკითხავ, საიდან ეგ მელანქოლიაო 
სატირალია თეა, სატირალი  უბრალოდ გული მტკივა  გემოვნება დაკარგეს თუ ნიჭი, ვერ გავიგე  ეეეჰ 
ჰო, ნინ...
არაა გასაკვირი ეგ 
მაგრამ მე ერთი რამე მაინც ვერ გავიგე ბოლომდე. ნეტავ, სასაცილოა უფრო, თუ სატირალი?!
მელანქოლიური თეა
აუ რა კარგია რო აღარ ვმუშაობ 
თეეეეე 
არც მე არ მეძინება  არადა ხვალ სამსახურში უნდა წავიდე 
არ მეძინება  შენ? 
მე რომ არ ვიცოდი?! (რა ცუდი გოგო ვარ!) 
გილოცავთ! ღვთის მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ! დღეგრძელობას გისურვებთ, თქვენს საყარელ ადამიანებთან ერთად!
წმინდა ნინოს მადლი გფარავდეთ!
მიყვარხართ ძალიან! 
ეგეც კარგია მერე, რა გინდა 
ნუ, მე ალბათ უფრო მელანქოლიური ვარ დღეს 
არა თეა, არა  მე პირადა სულ სხვა განწყობა მომიტანა  რა ვიცი აბააააააააა 
სევდის, დაღლილობის, წვიმის, ქარის... და რა ვი, ნაღვლიანი განქყობა  რა, არა?!
მმმეც მმმიყვარხააარ 
თაბაგარო, რა განწყობა მოაქვს ერთი ამიხსენი რა  შენი კომენტარი ვნახე 
თეა, შე პატარა აფირისტო შენა   
გაკოცე, მიყვარხარ მმმმმ აგრად 
ნებისმიერ დროს შენ შემოგევლე, აბა რაა 
 მიყ...
მმმმმმმმმმმ
შევინაზე და შემრცხვა კიდევაც, ნინ 
|