 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 25 თებერვალი, 2009 |
წინასიტყვა
,,გასრულდა ცა და მიწა მთელი თავისი მორთულობით...’’ დაბ. 2.1. უეცარი ნახატი: რაინდული ჩანალექი... დიდი ძლიერი ხელი და უზარმაზარი მუზარადით დაფარული უცხო სახე მომავლისა... ცრემლის ფრქვევა განწმენდისა, თუ სულიერი უმწიფრობისა, ანდა კიდევ უარესი, სულიერი სიმშილისა... მოლოდინის ყვითელ ნაფლეთს არ დაეძებს ეს რაინდი... ის ფრთხილად იხედება, უშორესი მღვიმეების ლაბირინთებში გაყურსული, და მის ქვითინს, დაკარგული მშვენიერების გამო, არ ისმენს ზეცის ზედა სამყარო... მას ყურს მხოლოდ ოთხკუთხა ოთახში ჩაკეტილი ყუთით უგდებენ, უკაბელო კავშირების მოიმედენი... და ასე, ეთერით დაჭერილი შორეული ქვითინი გადაჰყავთ უმაღლესი მათემატიკის ყოვლისმომცველ ენაზე, რომ გაიგოს იმან, ვისაც არ ესმის, რა არის სევდა?!... სევდა ცხრაფერა ჯადოქარია... ნაცრისფრად ხედავ უბრალო თვალით... და ღრუბლის ფთილას მოჰყვება ხშირად დაუკითხავად, მაგრამ ნამდვილად ის იმფერია, რა ფერის ცანიც გზად გიფენია, როცა ფურცელთა კაბადონს ფერავ... ეგ არის და კიდევ ის ფიქრი, რომ რაღაც თითქოს დაგიწერია, თუ მაინც ბედავ და... არ უშენ ტყვიას იმ ნაწერს, რითაც ავსებ ფურცელთა სევდას!... ჰო... სულ გამომრჩა... ფურცელსაც ხომ აქვს ,,ფურცლის სევდა’’?!... და ასე ყველგან... ასე კი წერას ვეღარ მოასწრებ, თუ ყველას სევდას შენ აიკიდებ... თან ზიდე, თანაც აფერადე, თან მოიფიქრე... და თან ჩაწერე: რომ სწორედ ახლა პოეტურად დასევდიანდი... აზიდე სევდა და შეუდექი ამ ,,რაინდის რომანის’’ წერას. 2004 წ. 16 თებერვალი.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24.
რა კარგ რამეს მივაგენი, ისიც გავიგე სხვაში რატომ დევს. კითხვა დავიწყე და არც ვნანობ, ამასაც წავიკითხავ და მოსეს ამბავსაც. ძალიან კარგი ავტორი.
რა კარგ რამეს მივაგენი, ისიც გავიგე სხვაში რატომ დევს. კითხვა დავიწყე და არც ვნანობ, ამასაც წავიკითხავ და მოსეს ამბავსაც. ძალიან კარგი ავტორი.
23. თქვენის ნებართვით დავიწყებ ამ რომანის წაკითხვას...ძალიან დამაინტერესა მას შემდეგ რაც ჩემმა ქართულის მასწავლებელმა წამიკითხა მეორე კარი ამ ნაწარმოების :) (თან მირჩია საიკითხეო) ძალიან მიყვარს ასეთი პროზა..ლექსივითაა..მელოდიური და თან საინტერესო.. მოგიკითხეთ ქალბატონო მაია :) თქვენის ნებართვით დავიწყებ ამ რომანის წაკითხვას...ძალიან დამაინტერესა მას შემდეგ რაც ჩემმა ქართულის მასწავლებელმა წამიკითხა მეორე კარი ამ ნაწარმოების :) (თან მირჩია საიკითხეო) ძალიან მიყვარს ასეთი პროზა..ლექსივითაა..მელოდიური და თან საინტერესო.. მოგიკითხეთ ქალბატონო მაია :)
22. "სევდა ცხრაფერა ჯადოქარია... ნაცრისფრად ხედავ უბრალო თვალით... მაგრამ ნამდვილად ის იმფერია, რა ფერის ცანიც გზად გიფენია,.." ეს, განსაკუთრებულია! ვგრძნობ,დიდი თავგადასავალი გველის,განდის დავესესხები და მგონი,ბევრსაც გავიგებთ და ვისწავლით;-) "სევდა ცხრაფერა ჯადოქარია... ნაცრისფრად ხედავ უბრალო თვალით... მაგრამ ნამდვილად ის იმფერია, რა ფერის ცანიც გზად გიფენია,.." ეს, განსაკუთრებულია! ვგრძნობ,დიდი თავგადასავალი გველის,განდის დავესესხები და მგონი,ბევრსაც გავიგებთ და ვისწავლით;-)
21. ისეთი მოლოდინი მაქვს, როგორიც ერთ ლამანჩელ იდალგოს ჰქონა, პირველი სარაინდო რომანის კითხვისას. ისეთი მოლოდინი მაქვს, როგორიც ერთ ლამანჩელ იდალგოს ჰქონა, პირველი სარაინდო რომანის კითხვისას.
19. შესანიშნავი დასაწყისია! შესანიშნავი დასაწყისია!
18. წარმატებები! ახლა ვიწყებ კითხვას. :) წარმატებები! ახლა ვიწყებ კითხვას. :)
17. სევდა ცხრაფერა ჯადოქარია... ნაცრისფრად ხედავ უბრალო თვალით... და ღრუბლის ფთილას მოჰყვება ხშირად დაუკითხავად, -სევდა ლამაზია...5 სევდა ცხრაფერა ჯადოქარია... ნაცრისფრად ხედავ უბრალო თვალით... და ღრუბლის ფთილას მოჰყვება ხშირად დაუკითხავად, -სევდა ლამაზია...5
16. დიდი მადლობა ყველას.:) დიდი მადლობა ყველას.:)
15. სევდა ცხრაფერა ჯადოქარია... ნაცრისფრად ხედავ უბრალო თვალით... და ღრუბლის ფთილას მოჰყვება ხშირად დაუკითხავად, მაგრამ ნამდვილად ის იმფერია, რა ფერის ცანიც გზად გიფანია, ----------> გიფენია როცა ფურცელთა კაბადონს ფერავ...
ლამაზი დასაწყისია, მათე-ბიჭო! :) სევდა ცხრაფერა ჯადოქარია... ნაცრისფრად ხედავ უბრალო თვალით... და ღრუბლის ფთილას მოჰყვება ხშირად დაუკითხავად, მაგრამ ნამდვილად ის იმფერია, რა ფერის ცანიც გზად გიფანია, ----------> გიფენია როცა ფურცელთა კაბადონს ფერავ...
ლამაზი დასაწყისია, მათე-ბიჭო! :)
14. მათევ,საინტერესო რომანი დაგიწყია :):)
ასე კი წერას ვეღარ მოასწრებ, თუ ყველას სევდას შენ აიკიდებ... თან ზიდე, თანაც აფერადე, თან მოიფიქრე... და თან ჩაწერე: რომ სწორედ ახლა პოეტურად დასევდიანდი...
მათევ,საინტერესო რომანი დაგიწყია :):)
ასე კი წერას ვეღარ მოასწრებ, თუ ყველას სევდას შენ აიკიდებ... თან ზიდე, თანაც აფერადე, თან მოიფიქრე... და თან ჩაწერე: რომ სწორედ ახლა პოეტურად დასევდიანდი...
13. ჯერ თავს შევიკავებ რაიმეს თქმისგან. შევაფასებ რამდენიმე თავც მაინც ერთად. ჯერ თავს შევიკავებ რაიმეს თქმისგან. შევაფასებ რამდენიმე თავც მაინც ერთად.
12. უჰჰჰჰ,, საინტერესოდ ჩავიკითხე,,
ძალიან მინდა გაგრძელება,,, ხოდა, მათე არ გვალოდინო, იცოდე :)
ჩემი ახლანდელი კომენტარი არის მოკლე,:
ველოდები რაღაც საინტერესოს და ახალს,, მე ვისწავლი და ბევრ ახალს გავიგებ ამ რომანის წაკითხის დასრულებისას,,
აი, რატომ მიხარია აქ :)
პატივისცემით, განდი. არწივი. უჰჰჰჰ,, საინტერესოდ ჩავიკითხე,,
ძალიან მინდა გაგრძელება,,, ხოდა, მათე არ გვალოდინო, იცოდე :)
ჩემი ახლანდელი კომენტარი არის მოკლე,:
ველოდები რაღაც საინტერესოს და ახალს,, მე ვისწავლი და ბევრ ახალს გავიგებ ამ რომანის წაკითხის დასრულებისას,,
აი, რატომ მიხარია აქ :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
11. წერილებს ვწერ და''გაგაზვნაზე'' დაჭერა მავიწყდება,. არ ვიცი მოგივიდა თუ არა,ლამაზმანი მე ვარ. გაგრძელებას ველოდები და თუ ვერ გავიგე აგახსნევინებ ხოლმე.:)
წერილებს ვწერ და``გაგაზვნაზე`` დაჭერა მავიწყდება,. არ ვიცი მოგივიდა თუ არა,ლამაზმანი მე ვარ. გაგრძელებას ველოდები და თუ ვერ გავიგე აგახსნევინებ ხოლმე.:)
10. კარგი გოგო ხარ, ძალიან მომეწონე პიროვნულად და ძალიან ღრმა ხარ აზრობრივად! წარმატებას გისურვებთ შენც და რომანსაც ... და დაველოდები გაგრძელებას! კარგი გოგო ხარ, ძალიან მომეწონე პიროვნულად და ძალიან ღრმა ხარ აზრობრივად! წარმატებას გისურვებთ შენც და რომანსაც ... და დაველოდები გაგრძელებას!
9. გნადლობ, გიო... აქ უფრო ინტუიციის დონეზე მაქვს ნაფიქრი... და ფორმაც ამ ინტუიციამ შექმნა.... რადგან ჯერ ზუსტად არ ვიცოდი, საით წავიდოდი.... ეს უკვე შენი როგორც მკითხველის მხატვრული სიმრთლეა, და იქნებ ასეცაა, არ ვიცი....კარგია, რომ სხვას ხედავ... და იქნებ მეტსაც...:) ზოგჯერ ჩანაფიქრს სიტყვა გადააჭარბებს ხოლმე...:) გაიხარე! :) გნადლობ, გიო... აქ უფრო ინტუიციის დონეზე მაქვს ნაფიქრი... და ფორმაც ამ ინტუიციამ შექმნა.... რადგან ჯერ ზუსტად არ ვიცოდი, საით წავიდოდი.... ეს უკვე შენი როგორც მკითხველის მხატვრული სიმრთლეა, და იქნებ ასეცაა, არ ვიცი....კარგია, რომ სხვას ხედავ... და იქნებ მეტსაც...:) ზოგჯერ ჩანაფიქრს სიტყვა გადააჭარბებს ხოლმე...:) გაიხარე! :)
8. წინასიტყვაობაში ჩავიძირე მოლოდინით დანარჩენისა!!! განსაკუთრებული ფილოსოფიური მიდგომა, რაც აღრმავებს რომონის მომავალს. ფიქრთა კორინატელი, საკმევილით ამტვერილი ატმოსფერო... ფართო ასპექტები... სიტყვათა მართლზომიერი მიგნებები... საოცარი მეტაფორები... სამაზადისი შემდეგი თავებისთვის... რაინდის „აღმოსავლურ-დასავლური“ თანწყობა... მთავარი გმირის საასპარეზო პირველი ფურცელი... მისი განზოგადებული სახე... ტყვიამფრქვევიდან გამოსროლილი ხასიათის მრავალფეროვნება... მისტიურობა სულიერებაში... ზოგან ფატალური დაბოლოებები, რათა მზადყოფნა იგრძნობოდეს... მელანქოლიური ჰაპიტუსიც... პროფილში კი მღვრიე, მაგრამ მტკიცე... სცენა მთლიანად მოშიშვლებული, რადგან მზე სჩანს და გამზიურებაც დროულია!!!
არაჩვეულებრივი დასაწყისი...
ქულების გარეშე!!! :D :) ;) წინასიტყვაობაში ჩავიძირე მოლოდინით დანარჩენისა!!! განსაკუთრებული ფილოსოფიური მიდგომა, რაც აღრმავებს რომონის მომავალს. ფიქრთა კორინატელი, საკმევილით ამტვერილი ატმოსფერო... ფართო ასპექტები... სიტყვათა მართლზომიერი მიგნებები... საოცარი მეტაფორები... სამაზადისი შემდეგი თავებისთვის... რაინდის „აღმოსავლურ-დასავლური“ თანწყობა... მთავარი გმირის საასპარეზო პირველი ფურცელი... მისი განზოგადებული სახე... ტყვიამფრქვევიდან გამოსროლილი ხასიათის მრავალფეროვნება... მისტიურობა სულიერებაში... ზოგან ფატალური დაბოლოებები, რათა მზადყოფნა იგრძნობოდეს... მელანქოლიური ჰაპიტუსიც... პროფილში კი მღვრიე, მაგრამ მტკიცე... სცენა მთლიანად მოშიშვლებული, რადგან მზე სჩანს და გამზიურებაც დროულია!!!
არაჩვეულებრივი დასაწყისი...
ქულების გარეშე!!! :D :) ;)
7. საოცარი ხედვა გაქვს, ეს ყველა შენს ლექსში იგრძნობა, არ დავმალავ, ხშირად ვერ ვხვდები ხოლმე აზრს (ჩემი ბრალია) მოუთმენლად დაველოდები გაგრძელებას :)
საოცარი ხედვა გაქვს, ეს ყველა შენს ლექსში იგრძნობა, არ დავმალავ, ხშირად ვერ ვხვდები ხოლმე აზრს (ჩემი ბრალია) მოუთმენლად დაველოდები გაგრძელებას :)
6. კი, გეთნხმები, ხევსურო, მათემატიკაზე. გმადლობ, რომ არ დაინანე სიტყვიერი კომენტარი...:) კი, გეთნხმები, ხევსურო, მათემატიკაზე. გმადლობ, რომ არ დაინანე სიტყვიერი კომენტარი...:)
5. და ასე, ეთერით დაჭერილი შორეული ქვითინი გადაჰყავთ უმაღლესი მათემატიკის ყოვლისმომცველ ენაზე, რომ გაიგოს იმან, ვისაც არ ესმის, რა არის სევდა?!...
მათემატიკა ხომ უნივერსალური ენაა არა მათე? :)
სევდა ცხრაფერა ჯადოქარია... ნაცრისფრად ხედავ უბრალო თვალით... და ღრუბლის ფთილას მოჰყვება ხშირად დაუკითხავად,
ეს მონაკვეთი განსაკუთრებულად მომეწონა, უფრო კონკრეტულად კი სევდა ცხრაფერა ჯადოქარია :) საოცარი მიგნებაა და ასე, ეთერით დაჭერილი შორეული ქვითინი გადაჰყავთ უმაღლესი მათემატიკის ყოვლისმომცველ ენაზე, რომ გაიგოს იმან, ვისაც არ ესმის, რა არის სევდა?!...
მათემატიკა ხომ უნივერსალური ენაა არა მათე? :)
სევდა ცხრაფერა ჯადოქარია... ნაცრისფრად ხედავ უბრალო თვალით... და ღრუბლის ფთილას მოჰყვება ხშირად დაუკითხავად,
ეს მონაკვეთი განსაკუთრებულად მომეწონა, უფრო კონკრეტულად კი სევდა ცხრაფერა ჯადოქარია :) საოცარი მიგნებაა
4. კი, მაგრამ ერთი ეგაა ცუდი ''სხვა''-ში, რომ არ ჩანს პირდაპირ. ისე კი, სულ საინტერესო აზრების ფარფატია თქვენთან...:) კი, მაგრამ ერთი ეგაა ცუდი ``სხვა``-ში, რომ არ ჩანს პირდაპირ. ისე კი, სულ საინტერესო აზრების ფარფატია თქვენთან...:)
3. რთულია შენთან სულ.გაგება, მიჭირს ხოლმე.
დიდი ძლიერი ხელი და უზარმაზარი მუზარადით დაფარული უცხო სახე მომავლისა... ეს ვიცი,ასე მესიზმრება ხოლმე....
რთულია შენთან სულ.გაგება, მიჭირს ხოლმე.
დიდი ძლიერი ხელი და უზარმაზარი მუზარადით დაფარული უცხო სახე მომავლისა... ეს ვიცი,ასე მესიზმრება ხოლმე....
2. კი მათე , მაგრამ "სხვა"-ში რომ გამოაქვეყნე არ ჩანს ნაწარმოებებში :( წავიკითხავ ეხლა კი მათე , მაგრამ "სხვა"-ში რომ გამოაქვეყნე არ ჩანს ნაწარმოებებში :( წავიკითხავ ეხლა
1. არ მინდა არავითარი ,,ქულები’’ და ,,შეჯიბრებანი’’... შეგნებულად ვაქვეყნებ ,,სხვაში’’, რომ მხოლოდ წაიკითხოთ და თუ სურვილი გაგიჩნდებათ, მომწეროთ... :) არ მინდა არავითარი ,,ქულები’’ და ,,შეჯიბრებანი’’... შეგნებულად ვაქვეყნებ ,,სხვაში’’, რომ მხოლოდ წაიკითხოთ და თუ სურვილი გაგიჩნდებათ, მომწეროთ... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|