 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 1 მარტი, 2009 |
ევა
,,...არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა...’’ დაბ. 2.18.
სამოთხის ჩიტი გალობს მშვიდობას... ...და წამწამებზე აბამს პოტიკს მზის ოქროს თვალი... ...ცა ნაზად ფშვინავს... და ზღვას რაღაცას ჩასჩურჩულებს თავის ენაზე... ...ნეტარი წამი... და... ამ წამის მშვენიერება უნდა გაანდოს!... ...თუმც, არვინ არის!... ...არავინ არის?!... ვინ გინდა, ნეტავ?... ვისზე ოცნებობს შენი გული, ასე ეული, გადარეული?!... ...ეული გული და... ...მარტოსული... საიდან იცი, ეს რა არის?... მარტოსულობას ხომ გრძნობს სული, უკვე ტოლთან ნამყოფი?... ...შენ ვინ დაკარგე?... სამოთხეს მკვიდრობ, მას შემდეგ, რაც კი თვალი გააღე... და ამ მიწაზეც ყოველივე ხომ შენთვის იძვრის? შენ ხარ ძე მამის, ერთადერთი, უსაყვარლესი, თავად გვირგვინი ამავე მიწის... და მამა, შენი შემოქმედი, გზას გაძლევს სიტყვით.
სამოთხის ჩიტი გალობს მშვიდობას...
ვის დაეძებს ძე?... ძეზე უკეთ, ეს მამამ იცის...!!! გაოცებული დასცქერის მთვარე ჩაძინებულ ძეს... ,,...ნუთუ გაორდა?!...’’ ადამის მშვიდი ღიმილი ძილში... ...მის გვერდით კი... ...სძინავს ევას უნაზეს ფშვინვით... დღეს დაუბრუნა მამამ ადამს ნაწილი თვისი.
...კვლავ აბამს პოტიკს წამწამებზე მზის ოქროს თვალი... სამოთხის ჩიტი გალობს მშვიდობას.
2004წ. 21 თებერვალი.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. "კვლავ აბამს პოტიკს წამწამებზე" პოტიკი რა არის? "კვლავ აბამს პოტიკს წამწამებზე" პოტიკი რა არის?
19. ჯერ ისევ დაბადებაში ვართ... ჯერ ისევ დაბადებაში ვართ...
16. მარტოსულობას ხომ გრძნობს სული, უკვე ტოლთან ნამყოფი?...
სასიამოვნოდ გამეღიმა აქ... მარტოსულობას ხომ გრძნობს სული, უკვე ტოლთან ნამყოფი?...
სასიამოვნოდ გამეღიმა აქ...
15. ცინიკოსმა წაიკითხა!!! ცინიკოსმა წაიკითხა!!!
14. ...ნეტარი წამი... და... ამ წამის მშვენიერება უნდა გაანდოს!... ...თუმც, არვინ არის!... არაჩვეულებრივია...გენაცვალე...5 ...ნეტარი წამი... და... ამ წამის მშვენიერება უნდა გაანდოს!... ...თუმც, არვინ არის!... არაჩვეულებრივია...გენაცვალე...5
12. გკითხულობ მათე(ვ),შენც, ყველას...
:):)გაზაფხულის ღიმილებს დავტოვებ კიდო გკითხულობ მათე(ვ),შენც, ყველას...
:):)გაზაფხულის ღიმილებს დავტოვებ კიდო
11. საინტერესოა, როდის აქეთაა, ადამისა და ევას ამბავი მელოდრამა?... :D საინტერესოა, როდის აქეთაა, ადამისა და ევას ამბავი მელოდრამა?... :D
10. მელოდრამის ფრაგმენტად გამოდგებოდა ... მიდი გაგრძელე ...სიამოვნებით დავათვალიერებ წარმატებები.....
მელოდრამის ფრაგმენტად გამოდგებოდა ... მიდი გაგრძელე ...სიამოვნებით დავათვალიერებ წარმატებები.....
9. მომეწონა,,, :)
წარმატებებს გისურვებ, მათე :)
პატივისცემით, განდი. არწივი. მომეწონა,,, :)
წარმატებებს გისურვებ, მათე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
7. პროფილიც ვიხილეეე!!! გამოჩნდა!!! შემოგევლე შენააა!!! მშვენიერიააა!!! ყოჩაღ ჩეემო კარგო მეგობარო!!! 55555 პროფილიც ვიხილეეე!!! გამოჩნდა!!! შემოგევლე შენააა!!! მშვენიერიააა!!! ყოჩაღ ჩეემო კარგო მეგობარო!!! 55555
6. ძალიან საინტერესო ტექსტია! ძალიან საინტერესო ტექსტია!
5. მომეწონა... ველოდები გაგრძელებას... მომეწონა... ველოდები გაგრძელებას...
4. მოგიკითხე. ამას მერე წავიკითხავ. მოგიკითხე. ამას მერე წავიკითხავ.
3. გაოცებული დასცქერის მთვარე ჩაძინებულ ძეს...555555 ჩვენ კომუნისტურმა ეპოქამ მოგვწყვიტა რელიგიურ თემებს და მიხარია რომ სიცოცხლის ფესვებს მიუბრუნდი! გაოცებული დასცქერის მთვარე ჩაძინებულ ძეს...555555 ჩვენ კომუნისტურმა ეპოქამ მოგვწყვიტა რელიგიურ თემებს და მიხარია რომ სიცოცხლის ფესვებს მიუბრუნდი!
2. კარგია მაი. :) კარგია მაი. :)
1. სამოთხის ჩიტი გალობს მშვიდობას... ...და წამწამებზე აბამს პოტიკს მზის ოქროს თვალი... ...ცა ნაზად ფშვინავს... და ზღვას რაღაცას ჩასჩურჩულებს თავის ენაზე...
ძალიან ლამაზია, მაიკო! 5 სამოთხის ჩიტი გალობს მშვიდობას... ...და წამწამებზე აბამს პოტიკს მზის ოქროს თვალი... ...ცა ნაზად ფშვინავს... და ზღვას რაღაცას ჩასჩურჩულებს თავის ენაზე...
ძალიან ლამაზია, მაიკო! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|