ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა ბარტყი
ჟანრი: პოეზია
4 მარტი, 2009


დედის ხსოვნას


როგორ არ მინდოდა, გამეშვი,
გულს როგორ მიკლავდა სევდა,
ზაფხულის იმ ლამაზ ღამეში
სიცივეს რა უნდოდა ჩემთან.
რაღაც სხვანაირად გაგიშვი,
რომ არც დამეძინა, ბედად.
ციდან მიწაზე რად დამიშვი,
რატომ არ დაბრუნდი, დედა.
როგორ არ მინდოდა, გამეშვი,
მაშინ მტკივებოდა, ბედშავს,
ავადმყოფს არ მიმატოვებდი
და არ დაგკარგავდი, დედა.
ზაფხულის უმთვარო ღამეში
გზა ხომ არ აგერია ნეტავ,
მე ხომ სიცოცხლისკენ გაგიშვი,
შენ საით წახვედი, დედა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები