ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცინიკოსი
ჟანრი: პოეზია
16 აპრილი, 2009


ანაბეჭდია კედელზე ცერცვის

ტყუილად ცდილობ,
                      ბედს არ სცალია,
ჰორიზონტზეა
                      ცის კიდეს ერთვის,
უბედურება ხეიბარია,

ბედნიერება კი  აბრმავებს
                      როგორც ყოველთვის!

კაენი მხოლოდ სახელებს
                    იცვლის,
იუდას როლიც ვინმეს ექნება,

დრო შენს არასწორ ნაბიჯებს
                    ითვლის
ჯვარი თუ არის, -
                  ვინმე ევნება

ტყუილად ცდილობ
                  ბედს არ სცალია
ანაბეჭდია კედელზე 
                  ცერცვის
შეკრული წირი!
                  დედამიწა ისევ მრგვალია!

და სიმართლესაც არავინ გეტყვის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები