"ერთ საღამოს, პატარა ზღარბი წავიდა დათვის ბელთან, ვარსკვლავების დასათვლელად"
(სიზმარი)
- და მე იქ მივალ, იქ მივალ, მივალ და ვეტყვი, ვეტყვი, რომ დავიღალე, რომ დამღალა გვირილებისთვის კაბების კერვამ, კაბების, რომლებიც ადვილად იხევა და მერე თავიდან და .... ბურტყუნებდა.
ერთ შემაღლებულ ადგილას ღონიერი ჟონგლიორი რკინის ვაშლებს ისროდა და ხალხს ართობდა. ისინიც ერთობოდნენ.
- ეი თქვეენ! მოგესალმებით. - მოგვესალმები? - დიახ. შეგიძლიათ სულ ცოტა ხნით დამითმოთ ცირკის არენა? რატომ იცინით? მე მფრინავი ბატკნები მყავს ჩამოყვანილი. რა მნიშვნელობა აქვს საიდან? გინახავთ თქვენ მფრინავი ... - მფრინავი პეპელა ვერ აგვიტანია. ხომ ხედავ ყველა დავხოცეთ. მყარად უნად იდგე მიწაზე, დროა ასეთი! - პეპლები დახოცეთ? - დავხოცეთ. ყინულის ტბასთან ყრიან, რომ არ აყროლდნენ.
...მე წავიყვან, წავიყვან პეპლებს, ბატკნები მომეხმარებიან, მფრინავი ბატკნები. კი მაგრამ რატომ? შურთ, თვითონ რომ ვერ დაფრინავენ იმიტომ, შურთ! სპილენძის უსულო კაცები, რკინად რომ აქციეს ვაშლებიც - შურთ! ბურტყუნებდა.
ეს მკურნალთ სოფელია. წინ გადაუგდა ვიღაც: - გიცანი! გიცანიგიცანი! - გავიგე! - ისევ ვერ განიკურნე? - ვერა, მტკივა იშვიათად. - იქნებ გამახსენოთ რა? - ხელის ძარღვები. - რომელი? - რა მნიშვნელობა აქვს რომელი. - არაფერი არაფერი. იცით სულ ახლახან დაადგინე, რომ თქვენი დაავადება გულ-სისხლ-ძარღვთა დავადებებს მიაკუთვნეს. მეტი ვერაფრით დაგეხმარებით. - გულ-სისხლ? - დიახ, ძარღვ. - ძარღვ? თუ გულ-სისხლ? - გულსისძარღვ. - იცით? მე ვერ გიტანთ. - ვიცი კი თავხედი რომ ხარ!
- მომაშორეეეეეეეეეთ!!
დაიყვირა და გაქრა. ის ორ ფეხზე იდგა, ორიც წელზე დაეწყო, პროცესიას მიუძღვებოდა ორფეხზევე მდგარი ბატკნებისას მკვდარი პეპლებით და ბურტყუნებდა: - მე მასთან მივალ, მე მივალ, მივალ და ვეტყვი, რომ დავიღალე, რომ ვერ გავიგე რატომ არსებობენ დაავადებები, თუ მაინც უნდა განიკურნონ, ან რატომ არსებობენ მკურნალები, თუ დაავადებებს ჯიუტად უნდა ერქვათ განუკურნებელი და მე ვეტყვი რომ, ვეტყვი რომ ..... რამხელა კედელია?!! კედელია, კედელია, ელია ელია.. - ვერ ვხედავ სად მთავრდება, ალბათ ცას უერთდება, თან როგორ ცივა, ძალიან მცივა. რა უნდა ვქნა? მერე ბატკნებს მოუბრუნდა და - უნდა შემოვუაროთ!! შემოვუაროთ, უაროთ, უაროთ, უაროთ.. -შემომიაროთ? - თქვენ ლაპარაკობთ? და ვინ ხართ? - მე უფროსი ვარ. ჩამოიღე ხელები წელიდან, უზრდელობაა. სად მიდიხარ? - მე მეგობართან. მივალ და ერთად დავითვლით ვარსკვლავებს. მანამდე გზაში გარდაცვლილი პეპლების გამოფენა უნდა მოვაწყო მწვანე ფერიების სოფელში. ასე, რომ მალე უნდა წავიდე, ღამდება. მარტო ვერ დაითვლის ვარსკვლავებს. უნდა მივიდე. მივალ და ვეტყვი, ვეტყვი, რომ მოლაპარაკე კედელი ვნახე, რომ თქვენ უფროსი ხართ და სულ თეთრი. იქნებ გაგვატაროთ? - ვერ მოასწრებ. ძალიან დიდი ვარ. წლები გინდა რომ შემომიარო და მთელი ცხოვრება, რომ გადამიარო. დარჩი და მომიყევი, მომიყევი რა ხდება სოფელში. ლაპარაკი მენატრება, აქ არავინ რჩება, რადგან დიდი ვარ და ცივი. -კარგით მე დავრჩები. დავრჩები და მოგიყვებით. ხვალ მოვლენ მწვანე ფერიები და წამიყვანენ. აქ რომ ძალიან ცივა? - ჩემს ძირში თეთრი საბანია და გადაიფარე. ჯერ ცივი მოგეჩვენება და მერე მიეჩვევი. დაიფარე და მომიყევი, სანამ დაგეძინება. - კარგით, პეპლებს თქვენ სხეულზე მოგაკრავთ, ყველაზე ლამაზი და დიდი გამოფენა იქნება და ბატკნებს იქნებ მიმიხედოთ, ხომ ხედავთ ყველაფერს, ხომ ხედავთ? მე მოგიყვებით. მოგიყვებით, რომ: ძალიან საშიში გახდა სოფელი, რადგან მომრავლდნენ მგლები, მომრავლდნენ და ჭამენ ირმებს, ჭამენ და ჭამენ, შიათ და რა ქნან? გვშია და რა ვქნათ? გვშია და ვართმევთ, გვშია და ვიპარავთ, გვშია და ვკლავთ. გვშია!! და ვმათხოვრობთ. და მათხოვრები? მგლებზე უფრო ბევრნი, ამიტომ გვიჭირს ყველა მათგანში შენი დანახვა. გვიჭირს და იმედი გვაქვს, რომ გვაპატიებ. - მარტო იმედი? - ხო, თითქმის მარტო იმედი. მაყურებლებს ისევ ართობენ ჟონგლიორები რკინის ვაშლებით. - ისინიც ერთობიან? - ხო, ისინიც ერთობიან და შიში ისევ არ ითვლება მომაკვდინებელ ცოდვად არა და შიში, შიში გვკლავს, შიში გვამდაბლებს, გვტანჯავს. მე დავინახე ერთხელ დავინახე კაცი გაძარცვეს, თვითონ ვერ მიხვდა მე დავინახე ჩემი მარჯვე თვალებით, დავინახე და არ ვთქვი, შემეშიდა და არ ვთქვი. დღემდე მტანჯავს, მტანჯავს და არ მასვენებს, მტანჯავს ამბავი, რომელიც არავინ იცის რამდენი მილიარდი წამის წინ მოხდა, და რამდენი მილიარდი ადამიანს შეეშინდა სიმართლის თქმა ამის მერე. და ძმები ისევ ძმები არიან: ერთი დამნაშავე, მეორე უდანაშაული, ან ხშირად ორივე დამნაშავე, ან იქნებ ორივე უდანაშაულოც. ერთხელ ხმაური გამოდიოდა ერთი სახლიდან. ფანჯრიდან შევიხედე. ერთი ძმა მეორეს დასდევდა ლანძღვა-გინებით, არ ვიცი დამნაშავე დასდევდა უდანაშაულოს თუ პირიქით, თუ იყო საერთოდ მათში რომელიმე დამნაშავე ან უდანაშაულო - ერთი ლოთი იყო, მეორე ფსიქიურად ავად მყოფი, არც ის ვიცი მოსაკლავად დასდევდა თუ საცემად, მაგრამ მათი მამა, ხელებ და ყურებ ჩამოყრილი ერთერთი ადამ-თაგანი იდგა, იდგა და არსად იყურებდა. - მერე? - მერე ადამი "გონს მოეგო" თქვენ უწყით უკვე მერამდენედ და მერამდენედ დაგვემალა თავის მონაგარიანად, მარტო თქვენ კი არა მეც და მთელ კაცობრიობას და ისევ ძალიან უსუსურად დაიმალა - ფარდა ჩამოაფარა ფანჯარაზე . აქ როგორ ცივა, ძალიან ცივა. მეშინია არ გამიცივდნენ ჩემი ბატკნები, თორემ იცით? ისევ ვერ კურნავენ დაავადებებს მკურნალები და მაინც არსებობენ განუკურნებელი დაავადებების მკურნალი ექიმენი. ხომ სასაცილოა? და მერე ეს იწვევს ცხვირების დაზრდას და დაუფიქრებლად ჩაყოფას მკურნალთა ამ პირუთვნელ საქმეში და იქნებ ამიტომაც იქმნებიან მეტნაკლებად გრძელცხვირიანი ერები. ხომ არ დაგავიწყდებათ ჩემი ბატკნები? მე ისე ძალიან ... - არა არ დამავიწყდება. ისევ გცივა? - . . . - უკვე ძინავს, რა მალე დაიღალა, რაღა გააღვიძებს..
. . . - მერე? - აღარაფერი, გამეღვიძა და წამოვედი. - და ამდენი ხანი მოდიოდი? მე ნახევარზე მეტი უკვე დავითვალე. - ხო დამაგვიანდა. გზაში იმ ზღაპარში შევიარე შენ რომ არ წამომყევი. - რომელში? შენი ბიძაშვილიც რომ იყო? - ხო და გზაში ის სიზმარი მოვიგონე ზღარბზე, რომელიც წესით უნდა დამსიზმრებოდა და - ესე იგი მოიგონე და არ დაგსიზმრებია? მომატყუე. - არა, არა მართლა დამესიზმრა, ოღონდ მოგონილში. მიხვდი? ეს ის შემთხვევაა ზღვარს რომ ვერ ავლებ მართალს და ტყუილს შორის. სიმართლეში ტყუილია ან ტყუილის სიმართლეა. მეც ვერ ვარკვევ კარგად, იწყება თუ არა სადმე სიმართლე და მთავრდება თუ არა სადმე ტყული. - ხოდა კიდე გააჩნია ერთმანეთს ჰორიზონტალურად ებმიან თუ ვერტიკაურად. - ხო ალბათ უფრო ფორიზონტალურად. აი როგორც მხიარულება და შიში, ბუნებრივ საზღვარს რომ ქმნიან თაობებს შორის - ბოროტი მაჯლაჯუნების, უდანაშაულო ადამიანებს თავს რომ ესხმიან ან უზარმაზარ დევად გდაქცეული ადამიანის გამოჩენისას. გინახავს როგორ იქცევა ადამიანი დევად ან ურჩხულად? თან ისე თანმიმდევრულად და თანდათანობით, რომ ზღვარს ვეღარ ავლებ ადამიანობას და დევობას შორის. არადა ზუსტად გახსოვს, რომ ოდესღაც ადამიანი იყო და ზღვარი ის გარდაქმნის მომენტია, რომელიც თავისთავად უსაზღვროა. მაგრამ ეს ხომ ზღაპრული დევი იყო და თან კეთილი, ხოდა იცინოდნენ ბავშვები და მე მაინც მეშინოდა. თან ვცდილობდი დამემალა შიში და ის ბურთიც მისვლისთანავე რომ გამეჩხირა ყელში, თორემ რას იტყოდნენ ბავშვები? ისე მეშინია ბავშვების, მას მერე რაც გავიზარდე. მერე დაბნელდა და მაინც გადნა ის ბურთი და ვერ გავიგე ცრემლები ყელიდან მოდის? - არა რა ყელიდან. ძარღვებიდან. უფერო სისხლია. გულში გროვდებიან და მერე ძარღვებიდან მოდიან. ჰეჰ - ხო ხო, გულიდან, რომ ტირიხარ გულზე გეშვება, აი ზუსტად ისე ზედმეტ სისხლს რომ გწოვენ წურველები ორგანიზმიდან. შენ ეტყობა ბევრი ცრემლი გაქვს გულში დაგროვილი და იმიტომ გტკიოდა იმდღეს. გინდა წურბელები გაჩუქო? გულზე დაისვამ. მალე წურბელების დასმის საერთაშორისო დღე მოდის. - ეეე, შენ აფრენ. არ გინდა ტვინზე დაგასვა წურბელები? მოიცა ვერ გავიგე მაინც რა გატირებდა იმ ზღაპარში? - ხო, მეც ვერ გავიგე თავიდან და ჩემი თავის შემეშინდა. რა მატირებდა? მე ხომ თვით მწვანე ფერიის ბიძაშვილი ვიყავი. ის კიდე ლამაზად ცეკვავდა. ზუსტად ისე, ბავშვობაში რომ ვცეკვავდით ერთად ჩვენს ეზოში. იმან სულ იცოდა რომ გაიზრდებოდა და ნამდვილ სცენაზე იცეკვებდა. და ახლა, ისევ ერთად ვიყავით - ის სცენაზე, მე მაყურებლებში, ის გაზრდილი იყო და ისევ ცეკვავდა, მე კიდე თითქოს ისევ პატარა ვიყავი და მეც ვცეკვავდი და ჩვენ შორის ზღვარი იყო კიდეც და არც იყო, ეს იყო ზღვარი ბავშვობაში მოგონილ და ნამდვილ სცენას შორის, რომელსაც ჩვენ შორის მაყურებლები და ნამდვილი სცენა ქმნიდნენ და უცებ ყველაფერი აირია: ნამდვილ ბავშვობაში მოგონილი სცენა არარეალური იყო, ნამდვილ სცენაზე დადგმული ზღაპარი კი სინამდვილე. ეხლა მიხვდი რა უნდოდა იმ ბურთს ჩემგან? - კი, და ისევ ამტკივდა გული, მომიყვანე, მომიყვანე ის წურბელები. ესე იგი შენ მოგონილი სცენის ნადმვილ ზრაპარში იყავი? -არა პირიქით. - და მომიყევი ჩქარა მომიყევი როგორ დამთავრდა. - როგორ და იმ დევად გადაქცეულმა ივანუშკამ მაინც მოუძებნა ალიონუშკას საოცნებო "ალენკი ცვეტოჩეკ" აი ზუსტად ისეთი მე რომ ჯადოქარმა გამომიგზავნა ერთხელ, მოუძებნა და აჩუქა, აჩუქა და ალიონუშკასაც შეუყვარდა ივანუშკა, შეუყვარდა და დევი მაშინვე ნამდვილ რაინდად გადაიქცა. - ეე, როგორც ჩემი ბაყაყი. მერე? - ხო და მერე დაქორწინდნენ და ყველანი ქორწილში დაგვპატიჟეს. ბავშევბს უხაროდათ, ტაშს უკრავდნენ და უსტვენდნენ. მე კიდე სულაც აღარ მეშინოდა ბავშვების ვიდექი და ვტიროდი, რადგან ნამდვილი სცენიდან მწვანე ფერია მიკრავდა თავს. მერე ერთად ცეკვავდნენ ფერიები და მაჯლაჯუნები. თხა და მგელის პონტში რა. - ეხ, დამთავრდა ზღაპარი? - არა, ზღაპარი არ მთავრდენა, სანამ მწვანე ფერია ცეკვავს. ცეკვავს და იცინის. იცინის და თავს გვიკრავს. თავს გვიკრავს და ცეკვავს. - მერე ხომ დაიღლება როდესმე? - არა, ცეკვით არ იღლება მწავნე ფერია, როგორც ზღარბი არ იღლება სიარულით. - გეგონოს, მაინც დაიღლებიან, სხვა რაღაცეები დაღლით. - ოო, ნუ ხარ შენ სულწრაფი. ჯერ ის არის: მწვანე ფერია ზღარბთან რომ მივიდა, დამეგობრდნენ და გაუდგნენ გზას...
- ეეე ჩაიფიქრე ჩქარა, ვარსკვლავი მოწყდა. - თვითმფრინავია სულელო.
ამას უყურეთ რაააააააააა :D ------------------------- http://www.youtube.com/watch?v=JZS1fLK4DYM&feature=related
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. ზღარბმაო , რაო .... ზღარბმაო , რაო ....
27. რაოოოო რა დაიწიყო ზღარბმაა ?... რაოოოო რა დაიწიყო ზღარბმაა ?...
26. მე არ დამიწყვია, ზღარბმა დაწიყო. მე არ დამიწყვია, ზღარბმა დაწიყო.
25. მე არ დამიწყვია, ზღარბმა დაწიყო. მე არ დამიწყვია, ზღარბმა დაწიყო.
24. მშვენიერია მაგრამ ერთი უზუსტობა გაგეპარა როგორ დაიწყვე ფეხები წელზე?... ააა გვატყუებ?.. თუ ბალერინა ხარ?... მაინც მომეწონა, ეგეც შენ !... და ჯინაზე ხუთიანს გესვრი ჰაერის თოფით.... მშვენიერია მაგრამ ერთი უზუსტობა გაგეპარა როგორ დაიწყვე ფეხები წელზე?... ააა გვატყუებ?.. თუ ბალერინა ხარ?... მაინც მომეწონა, ეგეც შენ !... და ჯინაზე ხუთიანს გესვრი ჰაერის თოფით....
23. სევდიანი. 555 სევდიანი. 555
22. ბზობას გილოცავ ნეტკა :) ბზობას გილოცავ ნეტკა :)
21. ჩემი თბილი გოგო:)
მომეწონაააააააააააა :-*
ბზობას გილოცავვვ ნეტკკ :) ჩემი თბილი გოგო:)
მომეწონაააააააააააა :-*
ბზობას გილოცავვვ ნეტკკ :)
20. როგორი თბილია, სითბო ჩამეღვარა555 როგორი თბილია, სითბო ჩამეღვარა555
19. ადამიანებს სანამ სურთ ზღაპარი არასოდეს მთავრდება - მშვენიერო პერიავ ! ადამიანებს სანამ სურთ ზღაპარი არასოდეს მთავრდება - მშვენიერო პერიავ !
18. დათვის ბელი უსაყვარლესია :) 5 დათვის ბელი უსაყვარლესია :) 5
17. ვასაკ მაგას დაანებე თავი პასუხი არ მოეკითხება :-* ვასაკ მაგას დაანებე თავი პასუხი არ მოეკითხება :-*
16. დიდი ქუდი კი არა, მგონი ქუდი მართლა გიჭერს და იმიტომ მოგდის ესეთი საინტერესო იდეები და იმიტომ გესიზმრება ასეთი ,,საყვარელი" სიზმრები :-@
დიდი ქუდი კი არა, მგონი ქუდი მართლა გიჭერს და იმიტომ მოგდის ესეთი საინტერესო იდეები და იმიტომ გესიზმრება ასეთი ,,საყვარელი" სიზმრები :-@
15. ნეტკა , მეც მასეთი კოშმარები მესიზმრება :((((
გითხრა: ერთი მაგარი ნაშა მესიზმრა , მეთქი ვაიმე. პირბადე ეკეთა და მაგარი ტანი... მოკლედ კომპლექტში დამევასა. ხოდა უცბად ამ ჩემისამ გახდა დაიწყო. მეთქი დამერხა. ოფლში ვიწურები, ხო აზრზე ხარ. ხოდა ეს იხდის. ჯერ ფეხსაცმელი გაიხადა, მერე დალშე იხდის რა და კაბა რო გაიხადა წელზე შაჰიდის ქამარი უკეთია .
ამ დროს ვიყვირე და გამომეღვიძა. :(((
კაროჩე ჩამშხამდა. ნეტკა , მეც მასეთი კოშმარები მესიზმრება :((((
გითხრა: ერთი მაგარი ნაშა მესიზმრა , მეთქი ვაიმე. პირბადე ეკეთა და მაგარი ტანი... მოკლედ კომპლექტში დამევასა. ხოდა უცბად ამ ჩემისამ გახდა დაიწყო. მეთქი დამერხა. ოფლში ვიწურები, ხო აზრზე ხარ. ხოდა ეს იხდის. ჯერ ფეხსაცმელი გაიხადა, მერე დალშე იხდის რა და კაბა რო გაიხადა წელზე შაჰიდის ქამარი უკეთია .
ამ დროს ვიყვირე და გამომეღვიძა. :(((
კაროჩე ჩამშხამდა.
14. ზღარბო, ზღარბო ქაცვია ეკლის კაბა გაცვია, დამაკაწრეს ხელები მაგ ჩხუტუნა ნემსებმა... ნეტავ მწვანე ფერია როგორ გეალერსება???? :) ზღარბო, ზღარბო ქაცვია ეკლის კაბა გაცვია, დამაკაწრეს ხელები მაგ ჩხუტუნა ნემსებმა... ნეტავ მწვანე ფერია როგორ გეალერსება???? :)
12. ეეე, მწვანე ფერიას სამშაბაათს ,, ყელს გამოჭრიან" და ცოტა ხნიტ მოუწევს ცეკვის შეწყვეტა, მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ იცეკვებს ნამდვილ სცენაზე.
ბატკანიც ავად არის, ძალიან ავად... ყველაფერი ტკივა... და გუშინ იმედი ცრემლი დამიგროვდა გულში მას მერე რაც შენ წახვედი რომ ძარღვებმაც კი ვეღარ დაიტიეს...
ძნელია, ძნელი... განუკურნებელი დაავადება არ არსებობს! ადამიანმა ყველა დაავადება უნდა განკურნოს თავის თავში. ვალდებულია და იმიტომ... :-*:-*:-* ეეე, მწვანე ფერიას სამშაბაათს ,, ყელს გამოჭრიან" და ცოტა ხნიტ მოუწევს ცეკვის შეწყვეტა, მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ იცეკვებს ნამდვილ სცენაზე.
ბატკანიც ავად არის, ძალიან ავად... ყველაფერი ტკივა... და გუშინ იმედი ცრემლი დამიგროვდა გულში მას მერე რაც შენ წახვედი რომ ძარღვებმაც კი ვეღარ დაიტიეს...
ძნელია, ძნელი... განუკურნებელი დაავადება არ არსებობს! ადამიანმა ყველა დაავადება უნდა განკურნოს თავის თავში. ვალდებულია და იმიტომ... :-*:-*:-*
11. გმადლობთ ამხელა სისულელე რომ წაიკითხეთ :D :-*
ხოო ბარნო მეორენახევარში ოღონ მეორე ნახევარი სიზმარი აღარაა :)) და აუ ქვემოთ ლინკი როა უყურე რააა :)) პატარა საყარელი მულტფილმია გმადლობთ ამხელა სისულელე რომ წაიკითხეთ :D :-*
ხოო ბარნო მეორენახევარში ოღონ მეორე ნახევარი სიზმარი აღარაა :)) და აუ ქვემოთ ლინკი როა უყურე რააა :)) პატარა საყარელი მულტფილმია
10. :-* ორივეს >:D< :-* ორივეს >:D<
9. ეეეე მატა ჰარი შენ პრინციპში მე არ წამიკითხე :))) ნეტკამ ასე თქმა მეორე ნახევარი შენ ხარ ამ სიზმარშიო =))
აუ ნეტ გიშინ როგორ მინდოდა ამის წაკითხვა, მაგრამ მერე სიზმრების მინისტრმა ისე მკაცრად მიხმო, რომ თვით ყველაზე ჯიუტმა არსებამ წინააღმდეგობა ვერ გავუწიე:)) მერე დღეს როგორ და რანაირად წავიკითხე შენც კარგად იცი=)):((:)):((:))
მერე კიდევ წავიკითხავ ბევრჯეეეეერ:-* ეეეე მატა ჰარი შენ პრინციპში მე არ წამიკითხე :))) ნეტკამ ასე თქმა მეორე ნახევარი შენ ხარ ამ სიზმარშიო =))
აუ ნეტ გიშინ როგორ მინდოდა ამის წაკითხვა, მაგრამ მერე სიზმრების მინისტრმა ისე მკაცრად მიხმო, რომ თვით ყველაზე ჯიუტმა არსებამ წინააღმდეგობა ვერ გავუწიე:)) მერე დღეს როგორ და რანაირად წავიკითხე შენც კარგად იცი=)):((:)):((:))
მერე კიდევ წავიკითხავ ბევრჯეეეეერ:-*
8. ნახევარი წავიკითხე და მომეწონა,ნეტოჩკასებურია,მეორე ნახევარს ხვალ წავიკითხავ ნახევარი წავიკითხე და მომეწონა,ნეტოჩკასებურია,მეორე ნახევარს ხვალ წავიკითხავ
7. გუშინ შიშით გავხსენი იმხელააო, რომ იძახდი. ხოდა, მე მომეწონა და ნუ ზარმაცობ ხოლმე შენ :D :-* გუშინ შიშით გავხსენი იმხელააო, რომ იძახდი. ხოდა, მე მომეწონა და ნუ ზარმაცობ ხოლმე შენ :D :-*
6. ნეტოჩკა პრინცესა. ჯადოქრებს უყვართ ზღარბები, სიზმრები და ზღაპრები ზღარბებით. კარგი პრინცესაა,ნეტოჩკა პრინცესა ნეტოჩკა პრინცესა. ჯადოქრებს უყვართ ზღარბები, სიზმრები და ზღაპრები ზღარბებით. კარგი პრინცესაა,ნეტოჩკა პრინცესა
5. როცა გნახავ დაგიკოცნი ლამაზთვალება, ჭკვიან თავს...5 საყვარელი ზღარბუკა იყო...
მე მასთან მივალ, მე მივალ, მივალ და ვეტყვი, რომ დავიღალე, რომ ვერ გავიგე რატომ არსებობენ დაავადებები, თუ მაინც უნდა განიკურნონ, ან რატომ არსებობენ მკურნალები, თუ დაავადებებს ჯიუტად უნდა ერქვათ განუკურნებელი და ...
მერე ადამი "გონს მოეგო" თქვენ უწყით უკვე მერამდენედ და მერამდენედ დაგვემალა თავის მონაგარიანად, მარტო თქვენ კი არა მეც და მთელ კაცობრიობას და ისევ ძალიან უსუსურად დაიმალა - ფარდა ჩამოაფარა ფანჯარაზე .... როცა გნახავ დაგიკოცნი ლამაზთვალება, ჭკვიან თავს...5 საყვარელი ზღარბუკა იყო...
მე მასთან მივალ, მე მივალ, მივალ და ვეტყვი, რომ დავიღალე, რომ ვერ გავიგე რატომ არსებობენ დაავადებები, თუ მაინც უნდა განიკურნონ, ან რატომ არსებობენ მკურნალები, თუ დაავადებებს ჯიუტად უნდა ერქვათ განუკურნებელი და ...
მერე ადამი "გონს მოეგო" თქვენ უწყით უკვე მერამდენედ და მერამდენედ დაგვემალა თავის მონაგარიანად, მარტო თქვენ კი არა მეც და მთელ კაცობრიობას და ისევ ძალიან უსუსურად დაიმალა - ფარდა ჩამოაფარა ფანჯარაზე ....
4. პრივეტ ნეტ :)
პატივისცემით, განდი. არწივი. პრივეტ ნეტ :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
3. შენ ურაკპარაკის მფრინავი ბატკანი ხარ ნეტოჩკა! შენ ურაკპარაკის მფრინავი ბატკანი ხარ ნეტოჩკა!
2. აჰა,შენი ვარაუდი გამართლდა მგონი:D
მე ქე მოვედი გიჟქალასთან, "სხვები" ინანებენ თორემ:P
თავიდან რომ შევხედე სათაურს,ხომ იცი რა გამახსენდებოდა?:))
:-* აჰა,შენი ვარაუდი გამართლდა მგონი:D
მე ქე მოვედი გიჟქალასთან, "სხვები" ინანებენ თორემ:P
თავიდან რომ შევხედე სათაურს,ხომ იცი რა გამახსენდებოდა?:))
:-*
1. ნეტკაააააააააააა ჩემი გიჟი გიჟი :-* მგლები უკვე აქ არიან აქვე ახლოს შიათ და რა ქნან? :-S ნეტკაააააააააააა ჩემი გიჟი გიჟი :-* მგლები უკვე აქ არიან აქვე ახლოს შიათ და რა ქნან? :-S
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|