 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 19 მარტი, 2009 |
სასჯელი
,,...სად არის შენი ძმა, აბელი?...’’ დაბ. 4.9.
,,კაენ, სად არის აბელი, ძმა შენი?’’ ,,სად არის?... სად არის?... ჰო, მართლა, სად არის ძვირფასი ძმა ჩემი?... სად უნდა ვეძებო?... მე რად მეკითხები?... განა მე მისი მცველი ვიყავი?...’’ ,,იყავი?... ახლა, რა?... აღარ ხარ?...’’ ,,ვარ!... ...?! ...?! ...?!...’’ ,,კაენ, სად არის აბელი, ძმა შენი?...” ,,სად არის?... სად არის?... სად უნდა იყოს?...” ,,ნახე, დაიხედე... შენი ხელები...” ,,რა?... როგორია ჩემი ხელები?!...” ,,აბელის სისხლით გაქვს შეღებილი...” ,,სისიხლით?!... რა სისხლით?!... ეს ხომ მიწაა... მიწა ჩანს წითლად...’’ ,,ფეხებს რა გიწვავს?...”.................. ,,რა მიწვავს?!... ...მიწვავს?!... ...საიდან იცი?!...’’ ,,თვალნი წითლად რაღად გიელავს?...’’ ,,შემთხვევით რაღაც ჩამივარდა და...’’ ,,ცაც თავზე ალბათ, იმიტომ გეწვის?!..’’ ,,ცა?!... ...... კი არ მეწვის... მზე რომ ჩავიდა...” ,,კაენ, სად არის აბელი, ძმა შენი?” ,,ჩემი ძმა... ძმა ჩემი... შემეშვით... რას მერჩით?!... მე აღარა ვარ დღეს მისი მცველი!...” ,,აღარ ხარ?... რატომ?... სადმე წავიდა, თუ...’’ ,,აღარ არის! დიახ! წავიდა! და აღარც ველი...'' *** ,,შენი ძმის სისხლმა ცოდვით ზეცაც კი გააწითლა!... ფეხქვეშ გეწვება თვით ამ სისხლის მიმღები მიწაც!... მზე... სიმშვიდის მზეს შენ ვეღარასდროს ვეღარ იხილავ!... აღარ მიგიღებს არც ცა, არც მიწა... არ ჩაგთვლის ღირსად!...’’
,,...როგორ დაბნელდა... ასე რად მცივა... რად მაცახცახებს?!... მზე... სად წავიდა?!... ჩამოღამდა?!... თუ... უფალმა მართლა ბნელში დამტოვა?!... ვიცი, დღეს უნდა დავიკარგო, გავქრე აქედან... წავიდე?... გავქრე?... მაგრამ სად?... სად ვნახო ის მიწა, ფეხს რომ არ დამიწვავს?!... ანდა სად ვეძებო, ის მზე, სად ამოვა,... ცივი ბნელეთიდან მე რომ ამომიყვანს?!... სად არის ჩემი ძმა?... ჩემი ხსნა სად არის?... არ არის ჩემი ძმა!... ჩემი ხსნაც არ არის!...’’ 2005წ. 19 იანვარი -- 17 დეკემბერი.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. აი,მეც დიდი პაუზის შემდეგ მოვედი და კითხვას განვაგრძობ :) აი,მეც დიდი პაუზის შემდეგ მოვედი და კითხვას განვაგრძობ :)
12. ვეღარ მოვყევი რაინდის ფეხის ხმას...
იქნებ, სხვა დროს, რა ვიცი...
არადა, მაინტერესებს:-* ვეღარ მოვყევი რაინდის ფეხის ხმას...
იქნებ, სხვა დროს, რა ვიცი...
არადა, მაინტერესებს:-*
11. ფეხქვეშ გაწვება მიწა..
მაგარი.. ფეხქვეშ გაწვება მიწა..
მაგარი..
10. წეღან წავიკითხე სანამ შემოვიდოდი და ძალიან მომწონხარ მათე! :) 5 წეღან წავიკითხე სანამ შემოვიდოდი და ძალიან მომწონხარ მათე! :) 5
9. ყველაფრისმიუხედავად სიმშვიდე მეუფლება აქედან რომ გავდივარ
მაიკო:-* ყველაფრისმიუხედავად სიმშვიდე მეუფლება აქედან რომ გავდივარ
მაიკო:-*
8. მაგარია, მაიკო... ძალიან კარგია! 5 მაგარია, მაიკო... ძალიან კარგია! 5
7. ...და მე რა უნდა ვქნა... განა შემიძლია შევცვალო ბიბლიური სიუჟეტი?... რას ელოდით?... და გულის ტკივილი ეს ყველაზე ჯანსაღი განცდაა, მაშ, ტყუილად არ დავხარჯულვარ....:) ...და მე რა უნდა ვქნა... განა შემიძლია შევცვალო ბიბლიური სიუჟეტი?... რას ელოდით?... და გულის ტკივილი ეს ყველაზე ჯანსაღი განცდაა, მაშ, ტყუილად არ დავხარჯულვარ....:)
6. ვეთანხმები ჭას. ვეთანხმები ჭას.
5. კარგი რა, მათე ბიჭო, შეგვიცოდე, ჩვენც ხალხნი ვართ... გული ამტკივდა... ცუდადა ვარ...555555555555 კარგი რა, მათე ბიჭო, შეგვიცოდე, ჩვენც ხალხნი ვართ... გული ამტკივდა... ცუდადა ვარ...555555555555
4. კარგია...საინტერესოდ ძალიან... კარგია...საინტერესოდ ძალიან...
3. ვახხ, რა ლამაზი ნახატია :)
Bრავო მათე და წინ :)
დიდი პატივისცემით, განდი. არწივი. ვახხ, რა ლამაზი ნახატია :)
Bრავო მათე და წინ :)
დიდი პატივისცემით, განდი. არწივი.
2. კარგია მაი . :) კარგია მაი . :)
1. *** ,,შენი ძმის სისხლმა ცოდვით ზეცაც კი გააწითლა!... ფეხქვეშ გეწვება თვით ამ სისხლის მიმღები მიწაც!... მზე... სიმშვიდის მზეს შენ ვეღარასდროს ვეღარ იხილავ!... აღარ მიგიღებს არც ცა, არც მიწა... არ ჩაგთვლის ღირსად!...’’
... 5 :)
*** ,,შენი ძმის სისხლმა ცოდვით ზეცაც კი გააწითლა!... ფეხქვეშ გეწვება თვით ამ სისხლის მიმღები მიწაც!... მზე... სიმშვიდის მზეს შენ ვეღარასდროს ვეღარ იხილავ!... აღარ მიგიღებს არც ცა, არც მიწა... არ ჩაგთვლის ღირსად!...’’
... 5 :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|