ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაჰათმა განდი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
30 მარტი, 2009


ὁλόκαυστον - The Holocaust - ჰოლოკოსტი //-- ადამიანთა გოდება,,, I ნაწილი,,,

(--//,.=+-)


მოგესალმებით, როგორ ხართ? ,, :)

2007 წლის ადრიან გაზაფხულზე განვახორციელე ჩემი მოგზაურობა პოლონეთში. ზოგადად, მე დაინტერესებული ვარ ისტორიით და პოლიტიკით და რაღა თქმა უნდა ვესტუმრე ადგილის სადაც ნაცისტებმა ჩაიდინეს უდიდესი დანაშაული კაცობრიობის წინაში, გაანადგურეს უდანაშაულო ხალხი.

მე ვგულისხმობ საკონცენტრაციო ბანაკს აუშვიცი-ბირკენაუ.
(ეს ორივე ბანაკი აუშვიცი და ბირკენაუ მცირე მანძილით არიან დაშორებული ერთმანეთს, თუმცა ისტორიაში მოიხსენიება ერთად აუშვიცი-ბირკენაუ).

აუშვიცი-ბირკენაუ - ადგილი რომელმაც ისტორიაში ღრმა კვალი დატოვა. ეს ტერიტორია მსოფლიოს დაამახსოვრდა როგორც დასახლება სადაც მოხდა მილიონზე მეტი ადამიანის შეგნებული და მიზანმიმართული განადგურება, ისეთი მეთოდებით რომლებიც მანამდე გონებასაც კი ვერ წარმოიდგენდა. პოლონეთში არა მარტო პოლონელი ებრაელები არამედ , ევროპის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ებრაელებიც ჰყავდათ, ასევე სხვა ეროვნების ადამიანებიც. ჯამში, 20 სხვადასხვა ქვეყნის შვილი იქნა წამებით მოკლული.
თავდაპირველად მარტო აუშვიცი ააშენეს, მაგრამ გამტარიანობის სიმცირის გამო, იქვე 2 კილომეტრში გაუშვეს უფრო დიდი ბირკენაუს ბანაკი. პირველი უფროსი საკონცენტრაციო ბანაკებისა იყო რუდოლფ ჰესი, გამორჩეული თავისი სისასტიკით პატიმრების მიმართ.

პატიმრების მოყვანა ამ ადგილას ხდებოდა შემდეგნაირად:

რა თქმა უნდა გერმანელები არ ეუბნებოდნენ პატიმრებს რომ ვინც ბანაკში მოხვდებოდა უკან ცოცხალი ვეღარ გავიდოდა. ხალხმა იცოდა რომ აქ ისინი დროებით თავშესაფარში უნდა ყოფილიყვნენ. ჩამოდგებოდა საქონლის გადასაზიდი მატარებელი ბაქანზე, ჩამოყრიდნენ ხალხს (პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებიდან აუშვიცამდე დღეები უნდებოდა მგზავრობას, შესაბამისად მატერებელში ბევრი ხალხი იხოცებოდა რადგან არ იყო წყალი , საჭმელი, ადგილი დასვენების,  ) ,

პირველ რიგში ექიმი სინჯავდა პატიმრებს, ჯანმრთელებს ერთ მხარეს აყენებდა, ხოლო ავადმყოფებს, ასევე ქალებს და ბავშვებს მეორეზე -  რაც სასიკვდილო განაჩენს უდრიდა. ვინც ჯანმრთელი იყო მათ უტარებდნენ დეზინფექციას, და სამუშაოზე გაყავდათ, ხოლო ვინც არ ივარგებდა მუშაობისთვის ეუბნებოდნენ რომ შხაპის მისაღებად უნდა წაეყვანათ უახლოეს აბანოში, რის შემდეგაც  სუპს აჭმედვნენ სასადილოში. პატიმრებს ესმოდათ სუპი, ცხელი კერძი და დიდი სიხარულით შეცვივდებოდნენ ხოლმე ამ კამერებში, მოლოდინით მიიღებდნენ დაპირებულ ცხელ კერძს, რაც მათთვის იმ წუთში ძვირად ფასობდა. როდესაც ბოლო ადამიანი შევიდოდა "აბანოში", ზურგს უკან მიუხურავდნენ კარს და სახურავზე განლაგებული სპეციალური სარკმელიდან, ზონდერ კომანდერი გაზის კამერაში ყრიდა სპეციალურ კრისტალებს (ციკლონ ბი) რომლებიც, მაშინათვე რეაქციაში შედიოდნენ და გამოყოფდნენ მხუთავ გაზს. სუსტი ჯანმრთელობის მქონე ადამიანები , ორ , სამ წუთში იგუდებოდნენ, ხოლო ძლიერები - 15 წუთიც კი ძლებდნენ. შემდეგ, ზონდერ კომანდერი, გვამებს ამოწმებდა, იღებდნენ ყოველი სახის ძვირფასეულობას, კბილებს, საათებს, ფულს სხეულებიდან რის შემდეგ წვავდნენ მათ.



ჰოლოკოსტი,,,

(ბერძნული სიტყვა ὁλόκαυστον (holókauston): holos, "სრულიად" and kaustos, "დაწვა, განადგურება"),

1938 - 1945.

შედეგი:
განადგურებულია 6.000.000 (ექვსი მილიონი) ადამიანი, მეტწილად ებრაელები.  (ადამიანთან მსხვერპლი შედარებითია, არსებობს მეცნიერული კამათი, დავა საკითხზე რამდენი ადამიანი დაიღუპა, ვერსია უამრავია, თუმცა ჭეშმარიტი ციფრი ვერ დადგინდა ჯერ, ნაწამებთან რიცხვი მერყეობს მილიონ ნახევრიდან - ექვს მილიონ ადამიანამდე) .

ყველაფერი დაიწყო ერთი შეხედვით უბრალო ფაქტით - ებრაული მაღაზიების ბოიკოტით და დამთავრდა გაზის კამერებით აუშვიცში , მოქმედებები ადოლფ ჰიტლერისა და მისი ნაცისტური მიმდევრებისა, მცდელობით გაენადგურებინა მთელი ევროპის ებრაული მოსახლეობა.


1933 წლის იანვარში, 10 წლის გამალებული ბრძოლის შემდეგ ადოლფ ჰიტლერმა ჩაიგდო გერმანიის ხელისუფლება ხელში. მთელი წინა სახელსუფლებო ბრძოლისა და ბატალიების განმავლობაში იგი დაჟინებულად ამტკიცებდა რომ, ებრაელები იყვნენ მთავარი დამნაშავეები გერმანიის დამარცხებისა პირველ მსოფლიო ომში რამაც ქვეყანა ეკონომიკური კრახის წინაშე დააყენა. ასევე, ჰიტლერი იყო რომელმაც რასისტულ თეორიებს დიდი გაქანება მისცა. კერძოდ, გერმანული ერის გამორჩეულობის შესახებ რომელთა დამახასიათებელი თვისებები იყო ღია ფერის კანი, ქერა თმა, ლურჯი თვალები , რაც საბოლოოდ უმაღლეს რასად აღიქმებოდა. ჰიტლერის მტკიცებით, ებრაელები სრულიად საწინააღმდეგო რასას წარმოადგენდნენ.

იმ პერიოდში ებრაელები მთელი გერმანიის 55 მილიონი მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტს წარმოადგენდნენ. უმეტესობა გერმანელი ებრაელობისა იყო კოსმოპოლიტური ბუნების და ამაყად თვლიდნენ რომ ისინი იყვნენ ეროვნებით გერმანელები, ხოლო მხოლოდ რელიგიით -ებრაელები. ისინი გერმანიაში საუკუნეების განმავლობაში მკვიდრდებოდნენ, მამაცად იბრძოდნენ სხვადასხვა ომებში თავიანთი სამშობლოს გერმანიის სახელით, ასევე, მრავალი ცნობილი პროფესორი ჰყავდად ებრაელებს გერმანიაში.


მაგრამ, თანდათანობით ებრაელები გაცხრილულ იქნენ გერმანული საზოგადოებისაგან ნაცისტების მიერ შემოღებული სხვადასხვა კანონებით. ამან ყველაფერმა კულმინაციას მიაღწია 1935 წელს როდესაც ნაცისტებმა დაიწყეს მოქალაქეობის ჩამორთმევა ებრაელებისთვის, გაძევება სკოლიდან , პროფესორის ხარისხის ჩამორთმევა, სამხედრო სამსახურიდან გარიცხვა, ასევე ებრაელებს ეკრძალებოდათ პარკში სკამზე არა ებრაელის გვერდზე დაჯდომა. ყველა ეს წესები კანონით,  ოფიციალურად ხორციელდებოდა და ძალაში იყო.

ამავე დროს, ძალიან შეფარული პროპაგანდა მიმდინარეობდა მაშინდელი პროპაგანდის მინისტრისგან იოზეფ გებელსისგან, რომ ებრაელები მთელი გერმანელი ხალხის მტრები იყვნენ. იმავე პერიოდში უფრო და უფრო მომრავლდა ყოველდღიური ანტი-სემიტური ზიზღი და ღვარძლი ნაცისტურ გაზეთებში და სკოლებში. შედეგად, ანტი-სემიტიზმის ქადაგება სრულიად ლეგალიზებული იქნა და გახდა ნორმა მთელს გერმანიაში. ებრაელები კარგავდნენ ყველაფერს, სახლს, სამსახურს , არავითარი პროტესტის გამოხატვა არ ფიქსირდებოდა არა ებრაელების მიმართ ამ შემთხვევებთან დაკავშირებით. იქამდეც კი მივიდა საქმე რომ ნაცისტების პროპაგანდისტულ ფილმში " სამუდამო ებრაელი" ისინი შედარებული არიან ინფექციის მატარებელ ვირთხებთან.


1938 წლის მარტის თვეში, ჰიტლერმა გააფართოვა ნაცისტური რეიხის საზღვრები ავსტრიის ანექსიით, უკანონო დაპყრობით. ავსტიელმა ებრაელებსაც იგივე ბედი გაიზიარეს რაც გერმანელმა ებრაელებმა, დაკარგეს ყველაფერი , პატივი, ღირსება, ისინი ნაცისტების ძალდატანებით ახორციელედნენ საზოგადოებრივ აქტს - ხეხავდნენ და წმინდავდნენ სავალ გზებს რითიც უფრო ახელებდნენ და შთაგონებას უმატებდნენ ნაცისტების მომხრეებს, ეს ფაქტი ნაცისტებს ძალიან ამხიარულებდა და დაცინვას არ იშურებდნენ ამ მდგომარეობაში მყოფი ებრაელების მიმართ.

მაგრამ, საბოლოოდ გერმანელების მიერ ებრაელების აშკარა და დაუნდობელი დაჩაგრვა დაიწყო ერთი ფაქტის შემდეგ, ფაქტისა რომელიც დასაწყისად იქცა ჰოლოკოსტისა. 1938 წლის 9/10 ნოემბერს, 17 წლის ებრაელმა მოზარდმა ჰერშენ გრისპანმა სამაგიეროს გადახდის მიზნით, ტყვიით განგმირა ერნეს ვომ რატი, გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი პარიზში.მოზარდს საფუძვლად ედო მისი ებრაელი მშობლების უხეშად მობყრობა ნაცისტების მიერ, ამ მოვლენას უწოდებენ Kristallnacht -ს.


ამ ფაქტისაგან დიდი სტიმული მიიღო გებელსმა , სწორედ ვომ რატის სიკვდილი იქცა დიდ საბაბად პირველი ებრაული წმენდის ჩასატარებლად გერმანიაში. 90 ებრაელი დახოცეს, 500 სინაგოგა დაარბიეს და დაწვეს, უმეტესი ებრაული მაღაზიების ფანჯრები ქვებით ჩალეწეს. ასევე, პირველი მასობრივი ებრაელების დაპატიმრება განხორციელდა ამ პერიოდში როდესაც, 25 000 ებრაელი დააკავეს და ჩაამწყვდიეს. როგორც ცინიკური დაცინვა ებრაელების მიმართ, ნაცისტებმა ამ არეულობისთვის ებრაელები დააჯარიმეს და დააკისრეს 1 მილიარდი რეიხსმარკის გადახდა.

ამ მოვლენების შედეგად ბევრმა გერმანელმა და ავსტრიელმა ებრაელებმა დიდი სურველი გამოთქვეს როგორმე ხელიდან დასხლტენოდნენ ნაცისტების რეჟიმს. მაგრამ, უმეტესი დასავლეთის ქვეყნები ინარჩუნებდნენ მკაცრ სავიზო რეჟიმს და დიდ სურვილსაც არ გამოთქვემდნენ მიეღოთ ებრაელი ლტოლვილები. მაგალითისთვის შეიძლება იმ ფაქტის მოყვანა როდესა 930 ადამიანი მყოფი გემზე, უკან გამოაბრუეს კუბამ, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა. გემზე მყოფი ებრაელები იძულებულნი იყვნენ დაბრუნებულიყვნენ უკან ევროპაში , ისევ ნაცისტების კონტროლის ქვეში.


მეორე მსოფლიო ომის დაწებამდე ცოტა ხნით ადრე ფიურერმა (უზენაესი ლიდერი) ოფიციალურად დაემუქრა ებრაელებს როდესაც იგი სიტყვით გამოვიდა ბერლინში:

" ჩემი ცხოვრების პერიოდში მე ხშირად წინასწარმეტყველური განცხადებები გამიკეთებია. პასუხად ქილიკი მომისმენია. ჩემი ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლისას, მხოლოდ ებრაული რასა შეხვდა ამ ჩემს წინასწარმეტყველურ განცხადებებს ღიმილით, შემდეგ მე მათ ვეუბნებოდი რომ მოვა დრო როდესაც ხელში ავიღებ ძალაუფლებას და რომ მე ვიქნებოდი ერთ-ერთი პირველი იმათგან ვინც გადაწყვეტდა ებრაულ პრობლემას. ამას რომ ვამბობდი ებრაელების ღიმილი უკვე სიცილში გადაიზარდა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ, ისინი ცოტა ხანში სიცილს უკუღმა დაიწყებენ. დღეს მე კიდევ ერთ წინასწარმეტყველურ განცხადებას გაკეთებ: თუ საერთაშორისო ებრაული ფინანსისტები წარმატებას მიაღწევენ ჩაითრიონ ერები კიდევ ერთ მსოფლიო ომში, შედეგად არ იქნება ბოლშევიზმის გამარჯვება რაც ასოცირდება ებრაელების გამარჯვებასთან, არამედ - ებრაული ერის სრული განადგურება ევროპაში!"

ჰიტლერს თავიდანვე ჩანაფიქრად ჰქონდა დაედანაშაულებინა ებრაელები ახალი ომის დაწყებისთვის, რასაც თვითონ ჰიტლერი გეგმავდა. ომი კი დაიწყო 1939 წლის სექტემბერში როდესაც, გერმანულმა ჯარმა გადალახა პოლონეთის საზღვარი, ქვეყანა სადაც 3 მილიონი ებრაელი ცხოვრობდა. პოლონელები სწრაფად დანებდნენ ჰიტლერს ხოლო - ებრაელები ძალის გამოყენებით გაუყენეს გეტოს გზას შემდეგ ქალაქებში: ლოძი, კრაკოვი, ვარშავა. (გეტო - გამოყოფილი დასახლება, კვარტალი,  თავისი საზღვრებით, სადაც აიძულებდნენ ეცხოვრა ხალხს, ამ ტერიტორიის, გეტოს დატოვების უფლება მათ არ ჰქონდათ სპეციალური საშვების გარეშე)  გეტოს შიგნით ათი ათასობით ადამიანი იტანჯებოდა სხვადასხვა სახის გართულებებით. ზოგი შიმშილმა იმსხვერპლა, ზოგი დაავადებამ რაც სწრაფას ვრცელდებოდა გეტოს მჭოდრო რეგიონში და ასე ნელი სიკვდილით იხოცებოდა ხალხი. სულ მალე, გეტოს მმართველობა გადავიდა ჰეინრიხ ჰიმლერის ხელში რომელიც მაშინ წარმოადგენდა ეს ეს (Schutzstaffel (SS) ) ლიდერს, ეს ორგანიზაცია კი ჰოტლერის ყველაზე ნდობით აღჭურვილი იყო, ორგანიზაცია რომელიც შედგებოდა ფანატიკოსი ახალგაზრდებისაგან რომლებსაც მართლაც სჯეროდათ გერმანული წმინდა სისხლის შესახებ.

1940 წლის გაზაფხულზე ჰოტლერმა ბრძანება გასცა საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობის შესახებ პოლონური ქალაქ ოსვენციმის ახლოს რომელიც, შემდეგ სხვა, გერმანული სახელით მოიხსენიება - აუშვიცი. მათ ეს ადგილი სჭირდებოდათ რომ პოლონელი ტყვეები გამოემწყვდიათ , ასევე საკმარისად ჰყოლოდათ მონურად მომუშავე ხალხი იმ გერმანულ ქარხნებში, რაც სულ მალე უნდა წამომართულიყო მიმდებარე ტერიტორიებზე.

ამასობაში, ჰიტლერი განაგრძობდა თავის დამპყრობლურ ლაშქრობას ევროპის გასწვრივ. შევიდა ბელგიაში, ჰოლანდიაში, ლუქსემბურგში და საფრანგეთში, კიდევ უფრო გაიზარდა ებრაელების რიცხვი ნაცისტების კონტროლქვეში. სწორედ ამ დროს დაიწყეს ებრაელთა რაოდენობის დაზუსტებაზე ზრუნვა, ასევე ყველა ებრაელი ვალდებული იყო რეგისტრაციაში გაეტარებინა მათ ხელთ არსებული ყველა სახის ქონება. მაგრამ, კითხვა კითხვად რჩებოდა - რა ვუყოთ მილიონობით ებრაელს ჩვენი, ნაცისტების კონტროლის ქვეშ მყოფთ, - აი, ამ კითხვას ეკითხებოდნენ ნაცისტები თავის თავს. ამ საკითხს მათ დაარქვეს Judenfrage (Jewish question) "ებრაელთა საკითხი".

მომდევნო 1941 წელი იყო გადამწყვეტი მსოფლიო ისტორიისთვის რადგან ჰიტლერმა წამოიწყო მანამდე არნახული ავანტიურა თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. გერმანელები ცდილობდნენ ამით ორი კურდღელი მოეკლათ, კომუნისტებისა და ებრაელების განადგურების თვალსაზრისით. 41 წლის გაზაფხულზე, ეს ეს-ის ლიდერმი ჰაინრიხ ჰიმლერი ბერლინში იბარებს აუშვიცის პირველ კომანდერს რუდოლფ ჰესს და ეუბნება: " ფიურერმა მიაგნო ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტის გზას. ჩვენ ეს ეს -მა უნდა განვახორციელოთ იგი. მე ამ მიზნით ამოვარჩიე აუშვიცი".


ამ პერიოდში აუშვიცში უკვე აშენებდნენ მეორე , უფრო დიდ საკონცენტრაციო ბანაკს აუშვიცი 2 (ბირკენაუ). ეს ადგილი გახდება სწორედ ის ტერიტორია სადაც 4 უზარმაზარი გაზის კამერები აშენდება ხალხის მასიური განადგურების მიზნით. ეს იდეა გაზით ხალხის დახოცვისა გაჩნდა "ევთანაზიის" პროგრამის (ეგრედ წოდებული " მადლიერი მკვლელობა" )შემდეგ, როდესაც გერმანიაში და ავსტრიაში დაუძლურებილ და ინვალიდ ადამიანებს უსწორდებოდნენ გერმანელი ექიმები.

აქამდე ისინი იყენებდნენ ექსპერიმენტალურ მობილურ გაზის კამერებს, რუსეთში ხალხის დახოცვისთვის. სპეციალურად საბარგო მანქანა გადაკეთებულ იქნა გაზის კამერად სადაც, შეშვებული იყო სპეციალური მილებით მანქანის გამონაბოლქვი. კამერა ჰერმეტულად დახურული იყო და ჟანგბადის უკმარისობისაგან ხალხი სულს ლევდა. ამ მეთოდმა არ გაამართლა რადგან გამტარიანობა იყო ცოტა და ნაცისტებმა ეს არაპრაქტიკულ მეთოდად მონათლეს. ამ, პერიოდში ისე ყველაზე პოპულარულ გზად ხალხის მასობრივი განადგურებისა რჩებოდა მასობრივი დახვრეტა. მარტო 1941 წლის სექტემბერში 33 000 ათასი ებრაელი გამოასალმეს დახვრეტის სიცოცხლეს კიევთან ახლოს.


--'..==\\


მე დავბრუნდები,,




პატივისცემით,
განდი.
არწივი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები