ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაჰათმა განდი
ჟანრი: პროზა
25 მარტი, 2009


ბებოს მონატრება,, და არა მარტო ბებოსი,,, -----//[[

გენატრება ვიცი ...
ხო საქართველოს ცაზე აცარდნილი ნისლის კარვები, სოფლის წარმავლობასთან მებრძოლი ხელჯოხიანი ბებიის ნაოჭებდაყრილი სახე, ყველაზე უსათნოესად რომ გულში იკრავს შენს ფოტოებს, დილით თაფლის სანთელს ანთებს და შენზე ლოცულობს ლოდინით, იმაზეც ოცნებობს შენს ჩამოსვლამდე არ დაუძახოს საიქიოს მოციქულებმა, რუდუნებით იყურება უხმაურო შარის იქეთ, ჭიშკრის შესასვლელთან ამოსულ ვარდებს ეფერება ფიქრით...ხედავ მეოცნებედაც აქციე სიბერესთან სიკეთით მისული, შავთავსაფრიანი სიყვარული შენი, გახსოვს როგორ ფეხაკრებით მიიპარებოდა შენი ოთახიდან დაძინებამდე, ალბათ საოცარია იმის მოგონებაც თუ როგორ უფრთხილდებოდა შენს ბავშვურ სურვილებს, ვინ არ იყო იგი, პირველი მესაიდუმლე, დამცველი, ალბათ ყველაზე დიდი ერთგულების მატარებელი

და ახლა?

მერე რა შენ ხომ წელში გამართულხარ, ის კი საცაა მიწას შეეხება შუბლით, ო რა სურნელი ასდის ქართულ მიწას გაზაფხულზე, როცა იწყებენ აფეთქებას კვირტები, ფეხმძიმე ვენახის ლერწებზე ჩნდება პირველი ტირილი ვაზის, მერე იბადება ყვავილი...ოო რა უსაშველოდ იბადება მონატრებასთან ერთად...

ბებიას უტვირთია ჩემი ტკივილების შენელება ისიც მორცხვად, თითქოს გაუცხოებას უკან დაუხევია შეხვედრის მოლოდინი...არა ის ხომ ერთადერთია ვინც გულში იკრავს იქ დარჩენილ ტანსაცმელს, სურნელი რომ არ დაეკარგოს ჩემი კოხტად ჩამოუკიდია დამტვრეულ კარადაში...ეჰ ბებო რას მერგება აწი ის ძველი შარვლები, არა შენ მაინ ისევ პატარა გგონივარ, ცელქი, მოუსვენარი, ქვეყნის ამომგდებად რომ მლათნავდნენ ისეთი..სადღაა აქ ამ ცივ ქალაქში სიცოცხლე, მხოლოდ საჭიროების გამო სუნთავს დილა, ზრდილობისთვის გიღიმის ნაცნობი, ზურგს უკან კი...ბებო როგორ გავძელი აქამდე შენი გამომცხვარი ხაჭაპურის გარეშე...ალბათ წიწილები უკვე დაფრთიანდნენ, მელოდებიან ისინიც, ალბათ მერცხლებიც დაიღალნენ ჩემს უსასრულო ცდაში...

ბებო რატომ ხარ ასეთი ტკბილი არ ვიცი, მხოლოდ ზლუქუნი შემიძლია მე უსუსურს, უსამშობლოს, უსიყვარულოს,,

თუთების ძირში სოკოები ისევ ამოდიან ბებო? ჩემს გულშიც იზრდება ნოსტალგიის შხამიანი სისაძაგლე...მახსენებს რომ სული შემიჭამა ხმაურიანმა გადარბენებმა, მიცნობ კი ამდენი ხნის უნახავ შვილიშვილს, ჯერ კიდევ მამაჩემის გამოხედავ შემომრჩა, არა თვალებს ვერაფერი შეცვლის, მხოლოდ სევდაა ახლა მასში უფრო მეტი, ვიდრე ბავშვური მიამიტობა...

ბებო ნუ წახვალ დარჩი ჩემთან და შენი დაკვარჩხული თითებით გადიწერე პირჯვარი, ვინ იცის იქნებ მეოცნებედქცეულს გაგიმართლოს....


არა შენ არ წახვალ ჩემს ჩამოსვლამდე, ვილოცებ შენს მონატრებასთან ერთად გაუხუნარ სიზმრებში მაინც...
ყველაფერი მენატრება რაც შენს ირგვლივ მოძრაობს, ის პატარა კვინტრიშა ხბოებიც საღამოზე დედებს რომ გულმოსული წოვენ ძუძუებს და რძით აქვთ გაქაფული დრუნჩი...ეე ბებო აქ ნაძვიც არ მინახავს არსად, სად არ ვეძებე და გავწბილდი, არადა მახსენდება სასიმინდის უკან ჩემი დარგული, ჯერ ეზოში ვუპოვე პატარა ადგილი, შენ დამტუქსე არ შეიძლება ვერ გაიხარებო...

ეჰ ბებო არ ვიცი რა მქვია ახლა მე...გახარებული, ბედნიერი ნაკლებად..ქარიშხალია ირგვლივ, სიყვარულის ფესვები ამომითხარა ამ დაუნდობელმა უცხო მიწამ...მაქცია შემგროვებლად, მევახშე ზურიასავით ვითვლი მწვანე ფულს, რა თავში ვიხლი შენ თუ ვერ გნახავ ,თუნდაც მიწასთან ცხვირშეხებულს...არა ბებო მაინც სხვანაირია ქართული მიწა, ცა, ბალახი, ბებიაც კი სხვანაირია ჩვენში.

ეჰ ბებო მამლის ყივილამდე დამელოდე, მე ალიონის თბილ სხივებს ამოვყვები, სიბნელეს დავლეწავ, შენს სასთუმალთან გავჩერდები და დაგაკვირდები....
---------------


ეს ჩანახატი ეკუთვნის ლონდონში მცხოვრებ ქართველს,,  ზოგი ადგილი შეიძლება გადაჭარბებულადაც კი ჩანდეს,, მაგრამ ალბათ შეგვიძლია ადამიანის გაგება, როდესაც სამშობლოში არყოფნის დღეებსაც კი ვეღარ ითვლის,, იმდენი წელი ვერ ესტუმრა საკუთარ ფესვებს,,


წარმატებები ყველას :)




საუკეთესო სურვილებით,
მაჰათმა განდი. 
არწივი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები