ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა ბარტყი
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2009


თბილისი და მოსკოვი



ღამეა,ყინავს,აი ისე,
ჩვენთან რომ იცის.
შემოვიხვიე ლაბადა და
მივყვები ქუჩას.
მომნატრებია უსაშველოდ
მოსკოვის სუსხი.
ამ განშორებას უთავბოლო,
ბოლო არ უჩანს.

შენი ზამთარი მენატრება,
შენი ყინვები.
შენთან,ხომ ცივი ღამეები
სხვანაირია.
მე დღეს თბილისის თეთრ ღამეებს
შენზე ვუყვები,
ვეწუწუნები,რომ დღეები
ნელა მიდიან.

შენ ის სუსხი გაქვს გულს რომ მითბობს,
ლოყას მილეწავს.
მენატრება და ნოსტალგიაც,
ტანში დამივლის.
შენ ის წლები ხარ, რასაც ჩემი
ბავშვობა ჰქვია.
და ის ტკივილი,სიკვდილამდე
რომ არ გამივლის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები