ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: GAGA
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2009


ღამევ ქართულო


"ღამევ ქართულო მოკაშკაშევ ცავ ფიფქიანო
მთვარევ დაღლილო კაცთ ცოდვისგან გულაჯავრიანო,
თეთრო ტყეებო ქუდოსანნო ჩუმის ხმიაო
ქართულო მთებო იალაღზე გაზრდილ დევებო,
სიცოცოხლის არსო მზეო,მზეო მკრთალად მომნათევ
მთის გულის მხრიდან დაშვებულო ლაღო მდინარევ,
ხარნო არწივნო, კლდეზე მდგარო ჯიხვნო რქიანო..
ქართულო ხევო ქვე ჩაჭრილო ხმაურიანო,
ზღვათა მორევნო მუდამ მწყრალნო ავის ზნიანო
ქალო გლეხისავ შავთვალებავ ნაწნავიანო,
ცაზე ვარსკვლავო მთვარის ჩრდილში თანაზიარო
ხეო ალვისავ ცას მიბჯენით ლაზათიანო,
უდაბნო თეთრო, თეთრო მუქო მუდამ მზიანო
მე სიყვარულის გრძნობამ დამჭრა საქართველოსამ..
და ამ გრძნობისგან მუდამ მთვრალმა უნდა ვიარო..."
                                                                                      (2006)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები