ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა ბარტყი
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2009


ჩემი ტოლი გოგოები (ციკლიდან- მე ჩემი სოფლის პატარა (ა)ჩრდილი ვარ)


 

ბაღის ბოლოს, აქვე სახლთან ჩამომსხდარან,
ხის ჯირკვებზე, ჩემი ტოლი გოგოები.
გული იქით მიმიწევს და თავს ვარწმუნებ,
-წადი ანო საქმეს მერეც მოესწრები.

შევიხსენი წინსაფარი,სველი ხელით.
კაბის ბოლო ცოტა მივიფ-მოვიფერთხე.
ისე ვჩქარობ თითქოს სადმე მიდიოდნენ,
თითქოს ჩემსკენ დღეს პირველად მოვიხელთე.

მივესალმე, მომესალმენ, შაირივით,
საყვედული საყვედურზე დამახალეს,
-რა გჭირს ანო, ნაადრევად დაგვიბერდი?!
საღამოა, საქმე რით ვერ მოათავე...

ვატრიალეთ რკინის ჯამში თითისტარი,
ხან ვიცინეთ,ხან დავღონდით მოგონებით.
ასე გაგვყავს ერთმანეთი, დრო და ჟამი,
რაღა დავრჩით ჩემი ტოლი გოგოები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები