"ჯადოსნურო ტბაო, სიყვარულის ტბაო" ა.ჩეხოვი, "თოლია"
ის ყველაზე უცნაური ფორმის ბაღში იჯდა მარტო და მხრებს იჩეჩავდა.
ყველანი წავიდნენ, ყველანი დასასვენებლად წავიდნენ. - მეც მალე წავალ, წავა და ჩამოვა ყველაზე შავი, აი ნახავთ! აივნის უცნაური ფანჯრიდან დედა უყურედბა. ასე უყურებდა ხოლმე ხშირად უცნაური ფანჯრდან უცნაურ ბაღში უცნაურ შვილს. ამ ქალზე ამბობდნენ გიჟი დედააო. არა, დალაგებული ქალია, მაგრამ გიჟი დედა. მგონი ყველა დედა გიჟია, უბრალოდ დედობის გამოხატვის ფორმებია განსხვავებული, ან დედობის არა და უბრალოდ სიგიჟის ფორმები. ... ერთხელ ქალების ნაირსახეობებზე დავფიქრდი და დავადგინე, რომ სამი სახეობის ქალები არსებობენ: გოგოები, დედები და პრინცესები. მერე მინდოდა ეს სხვადასხვა ტიპის ქალები ერთემნეთთან დამეკავშირებინა: აი გოგოეები შეიძლება გახდნენ დედებიც, და პრინცესებიც შეიძლება იყვნენ გოგოები, მაგრამ პრინცესა-დედები? - ერთხელ ვაუთავედბი და დამათენდა, - ქალი ყვებოდა - მერე შვილები გავუშვი სკოლაში, მერე მთელი დღე დაძინება მინდოდა, მაგრამ არა! - ვფიქრობდი - მე ხომ დედა ვარ არ უნდა მოვდუნდე! ესეც გიჟი დედაა - გავიფიქრე. . . .
მერე მართლა გაემგზავრა დასასვენებლად პატარა ზღვისპირა ქალაქში. მოსვენება დაეკარგა გიჟ დედას. სულ წუხილი, სულ ზარები, სულ თხოვნა, რომ წყალს ერიდოს. არადა წყალი, წყალი უწყინარია, წყალი სულ შენსკენ არის, წყალი არასოდეს არის დამნაშავე. რატომ არ გვაფრთხილებენ რომ ვერიდოთ ღია სადენებს, ფერადი ძარღვებივით რომ არიან გადმოყრილი, ჩენს ძარღვებში შემოძვრომას და დახეთქვს რომ ცდილობენ? რატომ არ შეგვიძლია ადამიანებს ადამიანისვე შექმნილი საშიშროებებისგან ერთმანეთის დაცვა? არ ვიცი, მაგრამ მერე შვილი ჩამოუყვანეს. ახლა ბევრი ხალხი მოგროვილიყო ყველაზე უცნაურ ბაღში და ამბის მოყოლის გზებზე ფიქრობდნენ. რა საჭიროა ფიქრი? არ არსებობს უკეთესი და უარესი გზები დედისთვის ცუდი ამბის სათქმელად. სისულელეა. უბრალოდ: - იცით თქვენ შვილს დენმა დაარტყა. გიჟი დედა: - ძალიან დაიწვა? ამას მხოლოდ დედა თუ იკითხავდა. მართლა ყველაზე შავი იყო. ისევ გვაჯობა.
.... იმ დღეს ყველაზე შავის მშობლები ვნახე. დედა ისეთივე დაბერებული იყო რვა წლის წინ რომ დაბერდა. სიბერე ხომ ადამიანის ფიზიკური ცვალებადობის ბოლო ეტაპია. უბრალოდ, თურმე სულაც არ ბერდებიან ადამიანები დაახლოებით ერთ ასაკში. ეს ქალი სულ რამდენიმე თვეში დაბერდა. მისი შვილი კი .... - სულ ახალგაზრდა იქნება? - კი, სულ. - რა მაგარია, მეც მინდა! - ისევ უაზრობა წამოვიძახე დაუფიქრებლად. მამამისი მოხუცებული ბავშვის დამფრთხალი თვალებით აკვირდებოდა ადამიანებს. ორივე რაღაცნაირად უმწეოდ იღიმებოდნენ.
ბევრი რამ გამახსენეს ამ მოხუცებმა ახალგაზრდული ნაკვთებით. მერე ნერვიულად ვაჩხაკუნებდი კომპიუეტერს. ჩვენ ხშირად ადამიანებს ვეძახით ენერგო ვამპირებს, არადა თითქმის ყველას გვაქვს სახლში ეს აუტანელი ყუთი. დაუკითხავად რომ მიგვიჩვევს და თვალებს და ნერვებს გვიავადმყოფებს.
ხო, ავად ვარ. რატომ გიკვირთ ფერმკრთალი და გამხდარი რომ ვარ? ჩემი სისხლძარღვები ხომ ყოველდღე მილიონობით წვეთ სისხლს კარგავენ მთელი ჩემი სისხლის რეზერვუარის ერთი მეხუთედიდან?! უკვე ასმეერთე დღეა. რატომ ვისჯებით? როგორ უნდა ვიცოცხლოთ ერთი მეხუთედი სისხლის გარეშე? არ ვიცი. მომბეზრდა. ისევ საყვარელ თამაშს ვიწყებ, მაგრამ ეს ჩვეულებრივი დამალობანა არ არის. კომპიუტერს ვშორდები და ისევ ბავშვობაში ვიმალები: ბავშვობის აივანზე გავედი და უცნაურ ბაღს გადავხედე. ზაფხული იყო ჩვენი ბავშვობის ბაღში. სხვანაირად ნათელი ზაფხული. ის ბაღში იჯდა. სევდიანი და მშვიდი. მერე შეჩვეული ჯიხურიდან გამყიდველი ქალი გამოვიდა და ჰკითხა: - რატომ ხარ მოწყენილი? ისევ მხრები აიჩეჩა. მერე არც ლიფტი და არც ოღროჩოღრო კიბეები. ბაღში გავჩნდი, ერთმანეთს გვერდს ვერ უვლიდნენ სხვადასხვა განზომილებაში მყოფი ადამიანები: ჩვენ ორივე ბავშვები ვიყავით, ოღონდ მე ხელოვნურად მოგონილი, ის კიდევ ნამდვილი, ნამდვილი ბავშვი. აღტაცებით ვუყურებდი: არც ერთი წელი, არცერთი თვე, არცერთი წამი არ მომატებოდა. იჯდა სევდიანი და ამაყი, დროზე გამარჯვებული და იღიმებოდა. უცნაური ფანჯრიდან ჯერ ისევ ახალგაზრდა და გიჟი დედა უყურებდა უცნაურ შვილს.
მერე დედაჩემი გამახსენდა. გამახსენდა, რომ სხვა განზომილებაში გადასვლა კი არა სახლიდან წასვლაც არ დავუბარე. დედაჩემიც ხომ გიჟი დედაა. იცით? თუ ვერ მოგვძებნა რაღაცეებს წარმოიდგენს ხოლმე და ტირის და ტირის. მერე გარბის და ყველა ნაცნობ ადგილას გვეძებს, ყველა სულიერს და ნივთს ეკითხება ხომ არ უნახავთ დიდთვალებიანი ბავშვები. მერე როცა სიკვდილს გადაგვარჩენს ჩემი ძმის ვერსიით: მე მეტყვის - შენ მოგიკვდა დედაო, ჩემ ძმას კიდევ: - შენ მოუკვდი დედაშენს იქ რა გინდოდაო და ეს ცილისწამებაა, ყველაზე დიდი ცილისწამება, მაგრამ ჩვენ ვერ ვხვდებით, ჩვენ ჯერ ვერ ვხვდებით და ვიცინით. ხანდახან მგონია მთელი ცხოვრება ბრჭყალებით ვუჭერივარ დედაჩემს, ხან რომელ უბედურებას მტაცებს ხელიდან ხან რომელს, მაგრამ მხოლოდ სანახევროდ: მე არ ვეხმარები და იმიტომ. და მერე, უმადური, ხანდახან ხმამაღლა დავუყვირებ, რომ გიჟია და წყინს, ძალიან წყინს, არადა გიჟი, ხომ დედის ყველაზე დიდი ეპითეტია. დედაჩემს მაინც არასდროს სჯერა, რომ ცუდი ადამიანი ვარ. და კიდევ უფრო ცუდი, რადგან გამოსწორებას არ ვცდილობ. დედა გადამარჩენს. ოღონდ მანამდე უნდა გაიგოს, რომ კარგად ვარ. მერე სხვა გიჟი დედის ნათქვამი მახსენდება, რომ ჩვენ ყველანი უხილავი ძაფებით ვართ დაკავშირებული და ყველანაირი ტექნიკის გარეშე შეგვიძლია შეტყობინებები გავუგზავნოთ ერთამენთს. მერე მე წარმოვიდგინე, რომ ეს ძაფები ჩემი თითებიდან იწყება და სხვების თითებს უერთდება და იმ დღის მერე ხშირად თითებს მაგრად დავჭიმავდი ხოლმე, გულით ვინდომებდი და შეტყობინებებს ვაგზავნიდი ხან ვისთან, ხან ვისთან. მერე სულ მაინტერესებდა მიიღეს თუ არა, მაგრამ პასუხი არ ჩანდა. ამჯერად გამომივა, აუცილებლად გამომივა. ერთდროულად დავძაბე ყველა ძარღვი და სისხლძარღვი, ეს დენის დარტყმას გავდა, ჯერ ჩემ სხეულში დაიარა და მერე სხვა განზომილების სახლისკენ გაიელვა შეტყობინებამ: "დეეეეე მე დავბრუნდები". მერე ყველაფერს მივხვდი ყველაზე შავს მივუბრუნდი: - შენ შეტყობინებას უგზავნიდი დედაშენ ხომ? რომ დანაბარებს ასრულებ, რომ წყალს ერიდები - ალბათ - ძალიან გეტკინა? - სამაგიეროდ თქვენზე შავი ვარ და თავისებურად გაიცინა.
.... სახლში გამოვიქეცი. ისევ ვერ გავიგე სწორად გავაგზავნე თუ არა საჰაერო შეტყობინება, რადგან მე ისევ მე ვიყავი. არც სახლიდან გავსულვარ და არც ამ საშინელ ყუთს მოვშორებივარ. მერე ფანჯრიდან გადავიხედე. შეცვლილიყო ჩვენი ბავშვობის ბაღი. შიგნით უკვე დანგრეული ჯიხურის ნაწილები ეყარა, გიჟი დედის ნაცვლად ახლადგადმოსული უცნობი ბავშვი იყურებოდა ფანჯრიდან. და პატარა ბავშვებს ასეირნებდნენ ახალგაზრდა დედები.
... იმ ღამით დიდხანს არ დამეძინა. ბევრს ვფიქრობდი ერთი გიჟი ქალის ნერვიულ შვილზე. ის ქალი ნამდვილი გიჟიც იყო და დედაც, მაგრამ იმასაც წყინდა შვილი რომ გიჟს ეძახდი: არ იყო გიჟი, არ იყო, ქმარი იმიტომ მოკლა, რომ შვილს იცავდა და ეხლა ის შვილი კიდე, ის შვილი .... მერე ვნახე იმ ნერვიულმა გოგომ როგორ განაცხადა, რომ საქმე ქონდა: მერე ულამაზესი თეთრი კაბა ჩაიცვა, თავზე ყვავილებიანი თეთრი ქუდი დაიხურა, პატარა თეთრი ჩანთა აიღო და ასე გალამაზებნული წავიდა წვიმაში, რომ გარდაცვლილიყო. მეხი რომ დაეცა, ლამაზად დააჩნდა თეთრ კაბას წითელი წინწკლები. მერე ტანსაცმელის მიმართ ადამიანების დამოკიდებულებაზე დავფიქრდი. გამახსენდა, რომ ხშირად ისეთი სიამაყით და აღტაცებით ვიტყვი - მიყვარს ლამაზი ტანსაცმელები - მერე მეთვითონვე შემრცხვება ხოლმე, მერე ისიც გამახსენდა ერთხელ სალათისფერი ორეული რომ ვიყიდე, გრძელი, კოჭებამდე გრძელი კაბით, სახლში მოვიტანე, საწოლზე გავფინე და მორიგი სისულელე წარმოვთქვი: გეხვეწებით, რომ მოვკვდები ეს ჩამაცვით მეთქი. ახლა ის კაბა მოძველდა და აღარ მიყვარს, მაგრამ ადრე ხშირად ვიცვამდი ხოლმე, მერე გაყინულ სიყვარულის ტბასთან მივდიოდი. არა! მხოლოდ ზედაპირი, მხოლოდ ზედაპირი აქვს მოყინული! მერე ტბის გაყინულ ზედაპირზე ფეხშიშველი დავრბოდი, ბავშვივით ვკისკისებდი და ვყვიროდი: მე ნიანგი ვარ, მე ნიანგი ვარ, მე ნიანგი ვარ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
34. აქაც ვიპოვე შეცდომა მეხდაცემულებს სისხლი არ სდით თავად მინახავს .... როდის?... მგონი 1900–იან წლებში კოსტა–რიკაში აქაც ვიპოვე შეცდომა მეხდაცემულებს სისხლი არ სდით თავად მინახავს .... როდის?... მგონი 1900–იან წლებში კოსტა–რიკაში
33. მეც მგონია რომ ყველა დედა გიჟია) მეც მგონია რომ ყველა დედა გიჟია)
32. უიჰ! მომეწონა ძალინ ეს მეე...
5555 უიჰ! მომეწონა ძალინ ეს მეე...
5555
31. ეს მე ჟურნალში წავიკითხეო:-* ეს მე ჟურნალში წავიკითხეო:-*
30. საინტერესოა.. საინტერესოა..
29. უნდა ქონდეს :@ უნდა ქონდეს :@
28. ამას 57 ქულაზე მეტი არ უნდა ჰქონდეს?! :) ამას 57 ქულაზე მეტი არ უნდა ჰქონდეს?! :)
24. ყველაზე მაგარი ხარ ნეტ! ყველაზე მაგარი ხარ ნეტ!
23. ეს ჩემთვის არ არის მარტო კარგად ნათქვამი სიტყვებით გამოწვეული ემოციები და იმიტომ არის ძნელი... ძალიან ძნელი... თან მე ხომ ისტერიკიანი გიჟი ვარ... ეს ჩემთვის არ არის მარტო კარგად ნათქვამი სიტყვებით გამოწვეული ემოციები და იმიტომ არის ძნელი... ძალიან ძნელი... თან მე ხომ ისტერიკიანი გიჟი ვარ...
22. დაგიშავე რამე?? მეც მაკლია სახლში უკვე მერამდენე დღეა აღარ ვიცი ერთი მეხუთედი სისხლი... :(:(:(:(:( და კიდევ ინგა რომ არ მყავდეს ნეტა ვინ მომცემდა ამ შუაღამისას ამდენ ერთჯერად ცხვირსახოცს??? არ ვიცი, არ ვიცი... დაგიშავე რამე?? მეც მაკლია სახლში უკვე მერამდენე დღეა აღარ ვიცი ერთი მეხუთედი სისხლი... :(:(:(:(:( და კიდევ ინგა რომ არ მყავდეს ნეტა ვინ მომცემდა ამ შუაღამისას ამდენ ერთჯერად ცხვირსახოცს??? არ ვიცი, არ ვიცი...
21. ნეტოჩკა ძალიან, ძალიან ნეტოჩკა ძალიან, ძალიან
20. ნეტოჩკაა :-* ძალიან საყვარლად წეერ ;) იცი? სანამ პატარა იყო, გიჟი დედა ვიყავი...ეხლა გაიზარდა და მე გოგო მგონია თავი, ის კი ჩემი პრინცესა ხარო მეუბნება :)) მე კი, როცა აგვიანებს ისევ გიჟივით ვეძებ და "ყველა სულიერს და ნივთს (ვ)ეკითხები" ხომ არ გინახავთ ჩემი სიცოცხლე? :)) ნეტოჩკაა :-* ძალიან საყვარლად წეერ ;) იცი? სანამ პატარა იყო, გიჟი დედა ვიყავი...ეხლა გაიზარდა და მე გოგო მგონია თავი, ის კი ჩემი პრინცესა ხარო მეუბნება :)) მე კი, როცა აგვიანებს ისევ გიჟივით ვეძებ და "ყველა სულიერს და ნივთს (ვ)ეკითხები" ხომ არ გინახავთ ჩემი სიცოცხლე? :))
19. ვაიმე გენაცვალეეე ჩემო დიდცისფერთვალებიანოოოოოო:-*
ძალიან მაგარი იყოოოოოოოოოო ვაიმე გენაცვალეეე ჩემო დიდცისფერთვალებიანოოოოოო:-*
ძალიან მაგარი იყოოოოოოოოოო
18. ვაი ბარნოოოო :)) გონს მოვეგოთ :)) ვაი ბარნოოოო :)) გონს მოვეგოთ :))
17. ეგ აღარ მახსოვს:(მაგრამ ის მახსოვს, რომ ვუთხარი 2 დღეში აღარ გამახსენდება და 2 დღე უკვე გასულიათქო და სინამდვილეში ეს გასული 2 დღე გამახსენდა და რა უნდა მექნა ეგ აღარ:)) ეგ აღარ მახსოვს:(მაგრამ ის მახსოვს, რომ ვუთხარი 2 დღეში აღარ გამახსენდება და 2 დღე უკვე გასულიათქო და სინამდვილეში ეს გასული 2 დღე გამახსენდა და რა უნდა მექნა ეგ აღარ:))
16. ნეტკა ძაან მაგარი რამეა:-* დიდთვალება ბავშვები ხო საერთოდ:D აუ კიდევ მიდნა წაიკითხო და რომ მოვიწყენ ისევ წავიკითხავ. რარაცეები გამახსენადა, მაგრამ ის მაინც ვერ გავიხსენე ეხლახანს რასაც გიყვებოდი . ნეტ ადღეს, ანუ 2 დღის შემდეგ რა უნდა გამეკეატებია?ნუ რა მნIშვნელობა აქვს, ეგ გავატარეთ და უბრალოდ ამ ნაწერმა გამახსენა :-* ნეტკა ძაან მაგარი რამეა:-* დიდთვალება ბავშვები ხო საერთოდ:D აუ კიდევ მიდნა წაიკითხო და რომ მოვიწყენ ისევ წავიკითხავ. რარაცეები გამახსენადა, მაგრამ ის მაინც ვერ გავიხსენე ეხლახანს რასაც გიყვებოდი . ნეტ ადღეს, ანუ 2 დღის შემდეგ რა უნდა გამეკეატებია?ნუ რა მნIშვნელობა აქვს, ეგ გავატარეთ და უბრალოდ ამ ნაწერმა გამახსენა :-*
15. ხო ბარნო ამას ქვია: მოწყენილობისდროს საკითხავი :) და რა გითხრა იმ შავმა/ :))
:-*
ხო ბარნო ამას ქვია: მოწყენილობისდროს საკითხავი :) და რა გითხრა იმ შავმა/ :))
:-*
14. აა ხო, რატომ გამახსენა ამ ნაწერმა ის 2 დღის ამბავი იცი? იქაცხ ერთმა შავმა მითხრა ამ ორ დღეზე და :)) აა ხო, რატომ გამახსენა ამ ნაწერმა ის 2 დღის ამბავი იცი? იქაცხ ერთმა შავმა მითხრა ამ ორ დღეზე და :))
13. ნეტკა ძაან მაგარი რამეა:-* დიდთვალება ბავშვები ხო საერთოდ:D აუ კიდევ მიდნა წაიკითხო და რომ მოვიწყენ ისევ წავიკითხავ. რარაცეები გამახსენადა, მაგრამ ის მაინც ვერ გავიხსენე ეხლახანს რასაც გიყვებოდი . ნეტ ადღეს, ანუ 2 დღის შემდეგ რა უნდა გამეკეატებია?ნუ რა მნIშვნელობა აქვს, ეგ გავატარეთ და უბრალოდ ამ ნაწერმა გამახსენა :-* ნეტკა ძაან მაგარი რამეა:-* დიდთვალება ბავშვები ხო საერთოდ:D აუ კიდევ მიდნა წაიკითხო და რომ მოვიწყენ ისევ წავიკითხავ. რარაცეები გამახსენადა, მაგრამ ის მაინც ვერ გავიხსენე ეხლახანს რასაც გიყვებოდი . ნეტ ადღეს, ანუ 2 დღის შემდეგ რა უნდა გამეკეატებია?ნუ რა მნIშვნელობა აქვს, ეგ გავატარეთ და უბრალოდ ამ ნაწერმა გამახსენა :-*
12. ძალიან მივეჩვიე ამ ბოლოს ამ პორტალზე პროზის კითხვას და რა მეშველება არ ვიცი. :) აღარც ის ვიცი, რა ვთქვა, აღარ ვიცი... დამაბნეველად კარგად წერ! ერთადრეთი რაც დამაკლდა,(როგორც ხშირად მემართება ხოლმე) მკითხველია, მაგრამ ამას არა უშავს. დასაწერი დაიწეროს და მკითხველი გამოჩნდება ყოველთვის... ღიმილები დაგიტოვე და წავედი... :))))))) ძალიან მივეჩვიე ამ ბოლოს ამ პორტალზე პროზის კითხვას და რა მეშველება არ ვიცი. :) აღარც ის ვიცი, რა ვთქვა, აღარ ვიცი... დამაბნეველად კარგად წერ! ერთადრეთი რაც დამაკლდა,(როგორც ხშირად მემართება ხოლმე) მკითხველია, მაგრამ ამას არა უშავს. დასაწერი დაიწეროს და მკითხველი გამოჩნდება ყოველთვის... ღიმილები დაგიტოვე და წავედი... :)))))))
11. საინტერესოა ნეტ მომეწონა :) საინტერესოა ნეტ მომეწონა :)
9. კარგო ადამიანებო :-*
ქალბატონო ნინო იორდანო მაინტეერსებს თქვენი ნათქვამი თუ იცანით :) კარგო ადამიანებო :-*
ქალბატონო ნინო იორდანო მაინტეერსებს თქვენი ნათქვამი თუ იცანით :)
8. კიდევ წავიკითხე და კიდევ დავრწმუნდი, ჩემი სიტყვების სიმართლეში, ძალიან მაგარია ნეტოჩკა პრინცესა... კიდევ წავიკითხე და კიდევ დავრწმუნდი, ჩემი სიტყვების სიმართლეში, ძალიან მაგარია ნეტოჩკა პრინცესა...
7. ძალიან მომეწონა - როგორც ყოველთვის.......შეუძლებელია უცრემლოდ ამის წაკითხვა... წარმოვიდგინე ისე მართლა გაყინულულ ტბაზე --შენი ულამაზესი ფეხები უიი! გავიყინე და შემეშინდა.... წარმატებას გისურვებ.... ძალიან მომეწონა - როგორც ყოველთვის.......შეუძლებელია უცრემლოდ ამის წაკითხვა... წარმოვიდგინე ისე მართლა გაყინულულ ტბაზე --შენი ულამაზესი ფეხები უიი! გავიყინე და შემეშინდა.... წარმატებას გისურვებ....
6. უმაგრესიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი,,
2+11111111111111111 thumbs up!!!!!!!!!!!!!!!!!!
პიკოლოს "ჯებელ მუსას" შემდეგ, არაფერი არ მომწონებია ასე ძალიან , როგორც ეს ნაწერი,,
გინდა თხრობის სტილი, გინდა შინაარსი, გინდა ის დედაზრი რაც ამ ნაწერში დევს,,
ნეტკა, you made my day :)
მადლობა ამ ნაწერისთვის :)
შენ კი უამრავ წარმატებას გისურვებ,, :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
უმაგრესიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი,,
2+11111111111111111 thumbs up!!!!!!!!!!!!!!!!!!
პიკოლოს "ჯებელ მუსას" შემდეგ, არაფერი არ მომწონებია ასე ძალიან , როგორც ეს ნაწერი,,
გინდა თხრობის სტილი, გინდა შინაარსი, გინდა ის დედაზრი რაც ამ ნაწერში დევს,,
ნეტკა, you made my day :)
მადლობა ამ ნაწერისთვის :)
შენ კი უამრავ წარმატებას გისურვებ,, :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
5. ჩემი ჭკვიანი:) ჩემი ჭკვიანი:)
4. ყველა სულიერს და ნივთს ეკითხება ხომ არ უნახავთ დიდთვალებიანი ბავშვები. -მეც მჭირს ხოლმე მასეთები...
ჩემი საყვარელი Dიდთვალება ნეტკა...555555
ყველა სულიერს და ნივთს ეკითხება ხომ არ უნახავთ დიდთვალებიანი ბავშვები. -მეც მჭირს ხოლმე მასეთები...
ჩემი საყვარელი Dიდთვალება ნეტკა...555555
3. ნეტოჩკა , როგორ ძალალიან მაგარი პრინცესა ხარ, ვინმემ თუ იცის... ნეტოჩკა , როგორ ძალალიან მაგარი პრინცესა ხარ, ვინმემ თუ იცის...
2. რა საჭიროა ფიქრი? არ არსებობს უკეთესი და უარესი გზები დედისთვის ცუდი ამბის სათქმელად. სისულელეა....
ძალიან,ძალიან მომეწონა... რა საჭიროა ფიქრი? არ არსებობს უკეთესი და უარესი გზები დედისთვის ცუდი ამბის სათქმელად. სისულელეა....
ძალიან,ძალიან მომეწონა...
1. კარგად წერ... კარგად წერ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|