ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: საბავშვო
15 აპრილი, 2009


ყიპყიპელა



სად მიდის იხვი პატარა,
სახელად ყიპყიპელა?
ღიმილით მისჩერებიან
კახაბერი და ლელა…
მდინარე მონატრებია,
შუადღეა და ცხელა,
მარტო არაა,
თან მიჰყავს
წიწილა ფოთლისხელა,
მეგობრის მოყვარულია
ეს ჩვენი ყიპყიპელა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები