 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 17 აპრილი, 2009 |
კარი მეშვიდე
იაკობი
,,...იაკობი იყო სრული კაცი, კარვებში მცხოვრები.’’ დაბ. 25.27.
ცის კარიბჭე სასთუმლად... ,,ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება; უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან...’’ დაბ. 28.12.
შორეულ გზაზე დაღლილს, მეძინა და სიზმრად... თუ თვალი მეხილა... და ცხადად ვხედავდი... ცას კიბე იჭერდა და მშვიდი ნარნარით ანგელოზთ ლაშქარი ადი-ჩადიოდა. სახეზე ნეტარი ღიმილი ეფინათ... და უფლის ნათქვამი: ,,ეს მიწა უხნავი, უდაბნო ურწყული, ქვეყანა ნანატრი, შენს მოდგმას აღვუთქვი!... შენთან ვარ!... ყველგან ვარ!... ფრთებით დაგიფარავ!...’’ ზარივით რეკავდა, და სულს მიფხიზლებდა... თვალი ამეხილა... გული შემიქანდა... სიზმარი იყო... თუ ცხადად მომეჩვენა?!... სასთუმლის ლოდს ზეთი კრძალვით დავაღვარე და სვეტად ავღმართე! უფალი აქ არი! შიშმა ამიტანა... ღვთის სახლის კარიბჭე სასთუმლად მებოძა?!... და ხილვა წარმტაცი... კიბე, ანგელოზთა იდუმალ ნარნარით... ნუთუ იქ მიწვევდა?!... ეს არის ნიშანი!... უფალმა დამლოცა. 2007წ. 3 თებერვალი.
ტყუპები
,,მოაწია მშობიარობის ჟამმა და, ჰა, ტყუპები არიან მის მუცელში.” დაბ. 25.24.
იმ დღესაც ნუში თეთრად ყვაოდა...
უკვე მეოცედ!... რაც პირველად გიხილე, ჩემო... ნუშივით ამო...
...იმ დღესაც ნუში თეთრად ყვაოდა...
როცა უფალმა -- ესავი და იაკობი -- ტყუპი ვაჟი ერთად გვაჩუქა!...
... იმ დღესაც ნუში თეთრად ყვაოდა... იაკობი წითელბალნიან ესავს ქუსლზე მოსჭიდებოდა, როცა გამოჩნდა...
... იმ დღესაც ნუში თეთრად ყვაოდა...
ოცწლიანი უფლის აღთქმა, როცა აღსრულდა.
2007წ. 3 თებერვალი.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. თავანკარა ქართული და ხალასი ნიჭი - ეს ორი სასაძირკვლე ქვა აუცილებელია, რომ რამე ღირებული შექმნა! ორივე დაგილოცოს ღმერთმა და კიდევ დიდი შრომის უნარი! თავანკარა ქართული და ხალასი ნიჭი - ეს ორი სასაძირკვლე ქვა აუცილებელია, რომ რამე ღირებული შექმნა! ორივე დაგილოცოს ღმერთმა და კიდევ დიდი შრომის უნარი!
13. აქ როგორ დამგვიანებია... მოვედი და მრავალ აღდგომას, მაიკო!ქრისტე აღსდგა!:-* აქ როგორ დამგვიანებია... მოვედი და მრავალ აღდგომას, მაიკო!ქრისტე აღსდგა!:-*
12. შენ ხატავ მდელოს ლურჯი ედემის, და აკაციის სურნელად ხეებს, ზოგი უბრალოდ კუნძად აღიქვამს და ვერ გაიგებს სიტყვის სიღრმეებს.
ჩვენ გავიგეთ და მოგვეწონა :) შენ ხატავ მდელოს ლურჯი ედემის, და აკაციის სურნელად ხეებს, ზოგი უბრალოდ კუნძად აღიქვამს და ვერ გაიგებს სიტყვის სიღრმეებს.
ჩვენ გავიგეთ და მოგვეწონა :)
11. იმ დღესაც ნუში თეთრად ყვაოდა... -რა სიმშვიდე მოაქვს ამ ყვავილს...5 იმ დღესაც ნუში თეთრად ყვაოდა... -რა სიმშვიდე მოაქვს ამ ყვავილს...5
10. ...იმ დღესაც ნუში თეთრად ყვაოდა... ...ძალიან, კარგად მიგნებული რეფრენია... ძალიან მომწონს და მოგყვები ნება-ნება... ...იმ დღესაც ნუში თეთრად ყვაოდა... ...ძალიან, კარგად მიგნებული რეფრენია... ძალიან მომწონს და მოგყვები ნება-ნება...
9. რაც პირველად გიხილე, ჩემო... ნუშივით ამო...
სულის სიმშვიდე როგორც ყოველთვის... რაც პირველად გიხილე, ჩემო... ნუშივით ამო...
სულის სიმშვიდე როგორც ყოველთვის...
8. უფალმა დამლოცა. სულ დალცვილი იყავი! უფალმა დამლოცა. სულ დალცვილი იყავი!
7. მაია, მე შენს ამ ნაწარმოებზე კომენტარს ვერ ვაკეთებ ხოლმე :)
ნუ, რა უნდა ვთქვა ამ შესანიშნავ ქმნილებაზე?? :)
უბრალოდ, მე აქ ვიყავი :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
მაია, მე შენს ამ ნაწარმოებზე კომენტარს ვერ ვაკეთებ ხოლმე :)
ნუ, რა უნდა ვთქვა ამ შესანიშნავ ქმნილებაზე?? :)
უბრალოდ, მე აქ ვიყავი :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
6. "...იმ დღესაც ნუში თეთრად ყვაოდა... როცა უფალმა -- ესავი და იაკობი -- ტყუპი ვაჟი ერთად გვაჩუქა!..."
ერთი და იმავეს გეუბნები სულ, მაგრამ... სხვა სიტყვები მეკარგებიან: ძალიან ლამაზი და სათუთი სულის პატრონი ხარ, მათე-ბიჭო! "...იმ დღესაც ნუში თეთრად ყვაოდა... როცა უფალმა -- ესავი და იაკობი -- ტყუპი ვაჟი ერთად გვაჩუქა!..."
ერთი და იმავეს გეუბნები სულ, მაგრამ... სხვა სიტყვები მეკარგებიან: ძალიან ლამაზი და სათუთი სულის პატრონი ხარ, მათე-ბიჭო!
5. იცი ძალიან ბედნიერი ხარ ადამიანი,როცა შეგიძლია წერო ან რამე აკეთო უფლისთვის. ''საღვთო საქმე''.
რა ვქნა მე უკუღმართი ვარ ხშირად. რამე ანტირელიგიური და პროვოკაციული მეტად მიმიზიდავდა ალბათ.
მოგიკითხე. მიხარია რომ ხარ აქ.
იცი ძალიან ბედნიერი ხარ ადამიანი,როცა შეგიძლია წერო ან რამე აკეთო უფლისთვის. ``საღვთო საქმე``.
რა ვქნა მე უკუღმართი ვარ ხშირად. რამე ანტირელიგიური და პროვოკაციული მეტად მიმიზიდავდა ალბათ.
მოგიკითხე. მიხარია რომ ხარ აქ.
4. რა ნაზი თხრობაა, როგორი მსუბუქი და ჰაეროვანი... რა ნაზი თხრობაა, როგორი მსუბუქი და ჰაეროვანი...
3. პიველიც შენ ხარ და მეორეც :D
კარგია მათეეე :-* პიველიც შენ ხარ და მეორეც :D
კარგია მათეეე :-*
2. აქ პირველი ვარ უსიტყვოდ!!! 5555 აქ პირველი ვარ უსიტყვოდ!!! 5555
1. აქ პირველი ავრ უსიტყვოდ!!! აქ პირველი ავრ უსიტყვოდ!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|