 | ავტორი: გუჯარი ჟანრი: პოეზია 7 მაისი, 2009 |
,,გაუშუეს მარბიელი ცისკრად, და სამწუხროდ აღივსო ყოველი ქართლი, თუესა დეკემბერსა ათსა, დღესა სამშაბათსა, ხოლო ქრონიკონი იყო ორას ოთხმოცდარვა’’. (ქართლის ცხოვრება)
მზე აღმოხდა ქართლსა შინა, თითქოს მშვიდი ცისკარია, შორი ტყიდან ჭოტი ჰკივის...მარბიელნი იჩქარიან...
ჟამი დადგა სამწუხრო და ჟამი დადგა სავალალო, ვაი, მტერი გადათელავს, ჩვენ საფიცარ ვაზს და კალოს...
ფრიადია ქართლსა შინა, დალოცვილი პური... ღვინო, რომ სულთანი გაახაროს აღსართანმა, მოალხინოს....
იქნებ იყო უფლის რისხვა, ჩვენ ციხე და ეკლესიას, ისე როგორც მუმლი მუხას, მტრის ლაშქარი შეესია...
არე-მარეს სისხლისფერი, თავს ღრუბლები დასტრიალებს, კაცთა ნახეს სისხლის წვიმაც,- მწარედ მოსთქვამს მატიანე...
იქმნა ღამე და უკუნი... მიწა გმინავს, ზეცა ოხრავს... სისხლში ცურავს დეკემბერი, მტერმა ქართლი მოაოხრა...
ჟამი დადგა საშინელი, ჟამი შემაძრწუნებელი, მთის უბეში გახიზნულა, ვინც გადარჩა უვნებელი...
რა სასტიკი ზამთარი და რა ძლიერი ქარბუქია, მაინც ცოცხლობს ქრისტიანი, სანთელი არ ჩაუქრია...
რადგან იცის, მოთმინებით, ლოცვითა და უფლის მადლით, თუ გადარჩა ჩვენი რწმენა, გადარჩება ჩვენი ქართლიც...
უნდა გაძლო, იობივით გატანჯულო ერო-ბერო, (მტერი აღარ გაალაღო, სუსხიანო დეკემბერო!)
ნუ გატყდები, გაძლიერდი, რწმენის აბჯრით შეიმოსე, და სიმართლის მახვილიანს, წარგიძღვება შენი მოსე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. რადგან იცის, მოთმინებით, ლოცვითა და უფლის მადლით, თუ გადარჩა ჩვენი რწმენა, გადარჩება ჩვენი ქართლიც...
უნდა გაძლო, იობივით გატანჯულო ერო-ბერო, (მტერი აღარ გაალაღო, სუსხიანო დეკემბერო!)
ნუ გატყდები, გაძლიერდი, რწმენის აბჯრით შეიმოსე, და სიმართლის მახვილიანს, წარგიძღვება შენი მოსე...
გაჯიმარჯოს, ლომო ძმაო!
რადგან იცის, მოთმინებით, ლოცვითა და უფლის მადლით, თუ გადარჩა ჩვენი რწმენა, გადარჩება ჩვენი ქართლიც...
უნდა გაძლო, იობივით გატანჯულო ერო-ბერო, (მტერი აღარ გაალაღო, სუსხიანო დეკემბერო!)
ნუ გატყდები, გაძლიერდი, რწმენის აბჯრით შეიმოსე, და სიმართლის მახვილიანს, წარგიძღვება შენი მოსე...
გაჯიმარჯოს, ლომო ძმაო!
14. ნუ გატყდები, გაძლიერდი, რწმენის აბჯრით შეიმოსე...
გაიხარეთ! ნუ გატყდები, გაძლიერდი, რწმენის აბჯრით შეიმოსე...
გაიხარეთ!
13. არე-მარეს სისხლისფერი, თავს ღრუბლები დასტრიალებს, კაცთა ნახეს სისხლის წვიმაც,- მწარედ მოსთქვამს მატიანე... -------- რადგან იცის, მოთმინებით, ლოცვითა და უფლის მადლით, თუ გადარჩა ჩვენი რწმენა, გადარჩება ჩვენი ქართლიც...
გაიხარე, გუჯარო! 5 არე-მარეს სისხლისფერი, თავს ღრუბლები დასტრიალებს, კაცთა ნახეს სისხლის წვიმაც,- მწარედ მოსთქვამს მატიანე... -------- რადგან იცის, მოთმინებით, ლოცვითა და უფლის მადლით, თუ გადარჩა ჩვენი რწმენა, გადარჩება ჩვენი ქართლიც...
გაიხარე, გუჯარო! 5
11. რადგან იცის, მოთმინებით, ლოცვითა და უფლის მადლით, თუ გადარჩა ჩვენი რწმენა, გადარჩება ჩვენი ქართლიც... უფალი ჩვენსკენ... მოგიკითხეთ რადგან იცის, მოთმინებით, ლოცვითა და უფლის მადლით, თუ გადარჩა ჩვენი რწმენა, გადარჩება ჩვენი ქართლიც... უფალი ჩვენსკენ... მოგიკითხეთ
9. ღმერთმანი დროულია პათოსი. საჭიროებს ჩვენი პოეზია პათოსს!!! დამიჯერეთ იქნებ ამან გვიხსნას. თუმცა გვიხსნის მხოლოდ წაკითხვის შემდეგ. კითხვა კი უკვე სიარმაცის მწვერვალზეა!!! მე მაინც მჯერა, რომ თაობები წაიკითხავენ პწერლებისა და პოეტების შედევრებს. ამიტომ სრული სიზუსტით უნდა იქნას გადმოცემული ჟამთა მსვლელობა. უნდა ავსაოთ ის რასაც ვხედავთ, რადგან სახელმსიფო მემატიანეები ისტორიას დამახინჯებით მიაწვდიან თაობებს. მისი გადაკეთების თავი კი სამომავლოდ ისევ სიზარმაცის მსხვერპლი შეიქმნება... მწერლისა და პოეტის კალამზეა დამოკიდებული საუკუნის სიმართლე!!!
ღმერთმანი დროულია პათოსი. საჭიროებს ჩვენი პოეზია პათოსს!!! დამიჯერეთ იქნებ ამან გვიხსნას. თუმცა გვიხსნის მხოლოდ წაკითხვის შემდეგ. კითხვა კი უკვე სიარმაცის მწვერვალზეა!!! მე მაინც მჯერა, რომ თაობები წაიკითხავენ პწერლებისა და პოეტების შედევრებს. ამიტომ სრული სიზუსტით უნდა იქნას გადმოცემული ჟამთა მსვლელობა. უნდა ავსაოთ ის რასაც ვხედავთ, რადგან სახელმსიფო მემატიანეები ისტორიას დამახინჯებით მიაწვდიან თაობებს. მისი გადაკეთების თავი კი სამომავლოდ ისევ სიზარმაცის მსხვერპლი შეიქმნება... მწერლისა და პოეტის კალამზეა დამოკიდებული საუკუნის სიმართლე!!!
8. მოგიკითხეთ... მოგიკითხეთ...
7. უნდა გაძლო, იობივით გატანჯულო ერო-ბერო...
კარგი და აქტუალური... უნდა გაძლო, იობივით გატანჯულო ერო-ბერო...
კარგი და აქტუალური...
6. ეს არის ლექსად გადმოცემული ,,ქართლის ცხოვრების'' ერთი, მართლაც შემზარავი ეპიზოდი....ეს ყველაფერი პოეზიის ქარგაშია მოქცეული და მიჰყვება მემატიანის მონათხრობს...ამდენად, ვერ გავექეცი მაღალფარდოვნებას და პათოსს...საერთოდ, გადაწყვეტილი მაქვს პოეტური ციკლის შექმნა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა მტკივნეულ ფაქტებზე...ლექსს თავისი დატვირთვა აქვს და ვფიქრო, საჭიროა ამისი გახსენებე მომავალი თაობებისათვის... ეს არის ლექსად გადმოცემული ,,ქართლის ცხოვრების`` ერთი, მართლაც შემზარავი ეპიზოდი....ეს ყველაფერი პოეზიის ქარგაშია მოქცეული და მიჰყვება მემატიანის მონათხრობს...ამდენად, ვერ გავექეცი მაღალფარდოვნებას და პათოსს...საერთოდ, გადაწყვეტილი მაქვს პოეტური ციკლის შექმნა საქართველოს ისტორიის სხვადასხვა მტკივნეულ ფაქტებზე...ლექსს თავისი დატვირთვა აქვს და ვფიქრო, საჭიროა ამისი გახსენებე მომავალი თაობებისათვის...
5. უნდა გაძლო, იობივით გატანჯულო ერო-ბერო, (მტერი აღარ გაალაღო, სუსხიანო დეკემბერო!)
ისტორიული და დღევანდელი განწყობის. უნდა გაძლო, იობივით გატანჯულო ერო-ბერო, (მტერი აღარ გაალაღო, სუსხიანო დეკემბერო!)
ისტორიული და დღევანდელი განწყობის.
4. შეიძლება ნინი...საპატიებელი ნამდვილად არაფერია...:) შეიძლება ნინი...საპატიებელი ნამდვილად არაფერია...:)
3. ''ჟამი დადგა საშინელი, ჟამი შემაძრწუნებელი,''ასე მგონია უცხოა თქვენი ლექსიკისთვის ასე..
ლექსს ულაპარაკო 5.
თქვენეული დხვეწილი ზომიერებიდან მაღალფარდოვანებისკენ და პათოსისკენაა ''პალკა'' გადაბრეცილი. მაპატიეთ:) ``ჟამი დადგა საშინელი, ჟამი შემაძრწუნებელი,``ასე მგონია უცხოა თქვენი ლექსიკისთვის ასე..
ლექსს ულაპარაკო 5.
თქვენეული დხვეწილი ზომიერებიდან მაღალფარდოვანებისკენ და პათოსისკენაა ``პალკა`` გადაბრეცილი. მაპატიეთ:)
2. =D> კარგია. =D> კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|