ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაპერწკალი;
ჟანრი: პოეზია
18 აპრილი, 2009


შენ ჩემი პოეტი არა ხარ

გზადაგზა ავკრიფე სიცოცხლე ,დამეპნა,
მეტკინა ბეჭები მიწაზე ნათრევი,
მაცადეთ,თითების ფერებად გამოცდა,
მაცადეთ,ბევრი მაქვს ცოდვები სათვლელი.

შენ ჩემი პოეტი არა ხარ ნამდვილად,
როგორმე მოვუვლი მე გვიან გაზაფხულს,
დაწერე ლექსები,მეტი რა ჩარაა
დაწერე,რომ აღარ ვეღირსო დასასრულს.

მიდიხარ ისეთი,არ ეძებ უკან გზას,
(წინ ნაფეხურების გაყიდვა დაიწყეს)
პოეტი  თუ ხარ და სხვა საქმე არა გაქვს?
დაწერე ლექსები და გზებიც გაიწევს.

ძნელია ისევე ამ ღამის ჩასუნთქვა,
სად ამოვისუნთქავ სიზმარმაც არ იცის,
ატანა არა მაქვს ასეთის, დღეს რომ ვარ,
განწყობას გავურევ ფერების სალიცინს.

სადა ხარ? აკრიფე სიცოცხლე, დამეპნა,
ლექსები აქა-იქ ალაგას, ისეთი...
შენ კი  ხარ პოეტი,მე კი რა ჩარაა,
მშიერი ფურცლები გავაღძო იმედით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები