ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩეგევარა
ჟანრი: პროზა
21 აპრილი, 2009


ლიკას (ჩემ დას)

ლიკა ბავშვობა გამახსენდა, ჩვენი ომით გაწამებული მაგრამ მაინც ბედნიერი ბავშვობა,გახსოვს ბაბუა რომ გარდაიცვალა და ჩახუტებულები რომ ვტიროდით, მერე შენ თბილისში წამოხვედი სასწავლებლად და მე ყოველ დღესასწაულზე ჭიშკართან ვიყავი დადარაჯებული იქნებ ჩამოვიდეს მეთქი, მაშინ მობილურები იშვიათობა იყოდა შენ წერილებს მიგზავნიდი, შენი ცრემლები ეტყობოდა იმ წერილებს, მე დღესაც მაქვს ის წერილები, მაშინ მეც ვტიროდი და შენი წერილები ბალიშის ქვეშ მედო ღამე რომ მოვფერებოდი, დის სითბო ასდიოდა იმ წერილებს და გულთან ახლოს ვინახავდი რომ მეც თბილად ვყოფილიყავი, მერე მეც თბილისში ჩამოვედი, სულ ვჩხუბობდით, ხელს რომ მოგხვევდი ხოლმე უდიდესი სითბო მოდიოდა შენგან, დის სითბო,  ტირილი მინდოდა რადგან გულს გტკენდი ხოლმე.
შენი თვალები მახსოვსრომ გაწყენინებდი, შენი დიდი აცრემლებული თვალები, უდიდესი საყვედურით აღსავსე თვალები. როგორ მინდოდა მაშინ შენთან მოსვლა და ტირილი, შეიძლება ვერასდროს გაიგო, მაგრამ არ მოვდიოდი რადგან თავს ვერ ვძლევდი და სახლიდან გავრბოდი, ჩვენს სახლთან რომ ჯვარია იქ ვიჯექი და ცრემლები მომდიოდა.
ეხლა შენ გათხოვდი და თითქოს რაღაც მომწყვიტეს გულიდან, თითქოს რაღაც წამართვეს, არ მინდა იმის დაჯერება რომ ყოველდღე არ მოხვალ და არეულ სახლზე არ დამიწყებ ჩხუბს, ალბათ გავა დრო დაშევეგუები ამ ყველაფერს მაგრამ როდის გავა ეს დრო, მე მგონი არასდროს,
შენ რომ გათხოვდი მე ვიტირე ლიკა...
შენ რომ გათხოვდი მე გიყვირე ლიკა...
მაგრამ იგივენაირად მიყვარხარ რადგან ჩვენ და-ძმა ვართ და უერთმანეთოდ ვერ ვიცოცხლებთ.                                                                   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები