ოთხკეცი სონეტი
ჭანეთო და ლაზისტანო, კლარჯეთო და ერუშეთო - გული ვითღა გავიხაროთ, ვმონებთ ვიდრე ბედს უღმერთოს?!.
როსღა - ჩვენმა ორჩხომელმა ისრებრ პონტოს ზღვა გაჰკვეთოს?!. - გაყოფილმა ორად ერმა საქმე ერთი ვით აკეთოს?!.
ვით მივუვალთ დიდ წინაპართ, ძმანი ერთურთს თუ ვერ ვიხსნით?!. როდის აქეთ გაიაფდა მოსისხლისთვის ჩვენი სისხლი?!.
როსღა დავდოთ გაჭრილ სარფთან ფიცი - ცოტნეს საკადრისი?!.
ვითღა ჰპოვონ ძვლებმა შვება, ამ ზღვისპირად დაფლულებმა, ვიდრე კიდევ ნატვრად რჩება ერთმანეთის დაბრუნება?!.
ვიდრე გული უქმად შვრება, ვიდრე სისხლი ჯავრით შრება... ერთხმად ძმობის გამარჯვების არ დავჭექეთ ვიდრე ძმებმა?!.
ვიდრე გვესმის სარფის კართან მოთქმად ,, სი სო ული ბატა ’’?!. ვიდრე ცრემლი სულშიც ატანს, როს ამ ხმასაც ქარი ფანტავს?!.
ყელში ბურთებრ მეჩხირება, ქვითინს გულს რომ ამოვატან...
ამ ზღვის პირად დავანება ხომ ღვთივ ერგო ლაზიკიას?!. როს ძმები ვართ ალალები, ,, მეზობლობა ’’ რას მიქვია?!.
სევდაც ჩვენი დანანებით ჩვენს ერთობილ ცას მიჰკვრია...
ამ ზღვას მიჯრილ მთებში ჰქრიან სულნიც ჩვენთა წინაპართა... ჩვენ ხომ გვახსოვს - ჟამთა წიაღ ეს კედელი ვინ აღმართა?!.
არც ტყვევნილი, არც ხიზანი - შენსას ზიხარ ეზო-ყურეს!.. არც ცრემლი გაქვს ნასხვისარი, დღემდის რითაც შემოჰყურებ
შენს განაყოფ მამულ-დედულს - ჩვენს ძველ, ზიარ არემარეს... არ გაგვწირავს ღმერთი ბედკრულთ - ნანატრს მოგვახარებს ხვალეს!..
დავიბრუნებთ მალე ერთურთს - კიდევ ცოტაც, გენაცვალე!..
აგერ გვრინიც გვესმის გმირთა - ამ მიწას შეწირულ სპათა... ზღვა ჭოროხის ზვირთებრ ირთავს ჰანგებს, ციდან ჩამონატანს...
- ჩვენ სისხლ-ხორცი ჩვენი გვინდა!.. ჩვენ არც მიწა გვინდა სხვათა!.. - მესმის ორად გაჭრილ სარფთან როგორც ,, სი სო ული ბატა ’’...
-
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ძასლიან მაგარია (რატო არ მქონდა წაკითხული :? ძასლიან მაგარია (რატო არ მქონდა წაკითხული :?
9. პოეტური სტრიქონები საერთოქართულ სატკივარზე. პოეტური სტრიქონები საერთოქართულ სატკივარზე.
8. იმედი მიეცემა კაცს ისეთია...555555555 იმედი მიეცემა კაცს ისეთია...555555555
7. მშვენიერია, ჩემო იმედო ძმაო, მშვენიერია და დიდი ტკივილთ გაჯერებული... აბა სხვაგვარად ანკი როგორ იქნება? სამწუხაროდ მხოლოდ ვკარგავთ და შეძენით კი ვერაფერს ვიძენთ... მშვენიერია, ჩემო იმედო ძმაო, მშვენიერია და დიდი ტკივილთ გაჯერებული... აბა სხვაგვარად ანკი როგორ იქნება? სამწუხაროდ მხოლოდ ვკარგავთ და შეძენით კი ვერაფერს ვიძენთ...
5. გაყოფილმა ორად ერმა საქმე ერთი ვით აკეთოს?!.
ყელში ბურთებრ მეჩხირება, ქვითინს გულს რომ ამოვატან...
ამ ზღვის პირად დავანება ხომ ღვთივ ერგო ლაზიკიას?!. როს ძმები ვართ ალალები, ,, მეზობლობა ’’ რას მიქვია?!.
=D> ბრავო! 5 გაყოფილმა ორად ერმა საქმე ერთი ვით აკეთოს?!.
ყელში ბურთებრ მეჩხირება, ქვითინს გულს რომ ამოვატან...
ამ ზღვის პირად დავანება ხომ ღვთივ ერგო ლაზიკიას?!. როს ძმები ვართ ალალები, ,, მეზობლობა ’’ რას მიქვია?!.
=D> ბრავო! 5
4. ყელში ბურთებრ მეჩხირება, ქვითინს გულს რომ ამოვატან... ყელში ბურთებრ მეჩხირება, ქვითინს გულს რომ ამოვატან...
3. მოკითხვა და მადლობა ლაზების სახელით!!!!!! მემგონი საიტზე ერთადერთი ლაზი ვარ?! :) მოკითხვა და მადლობა ლაზების სახელით!!!!!! მემგონი საიტზე ერთადერთი ლაზი ვარ?! :)
2. ნეტა, ეგრე ტკიოდეს ყველა ქართველს. ნეტა, ეგრე ტკიოდეს ყველა ქართველს.
1. იმო ჯახუანი და იმედი ჯახუა. დავიბენი.ერთი დაიგივე ადამიანის ორი ნიკია თუ ? ლექსში 5:) იმო ჯახუანი და იმედი ჯახუა. დავიბენი.ერთი დაიგივე ადამიანის ორი ნიკია თუ ? ლექსში 5:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|