 | ავტორი: მათე ჟანრი: პროზა 1 მაისი, 2009 |
გამოცდა
,,ჩაიყვანეს იოსები ეგვიპტეში და იყიდა იგი ფოტიფარმა, ფარაონის კარისკაცმა...’’ დაბ. 39.1.
ეგვიპტე... და დგას პირამიდა... დრო აქ არ იძვრის... დაგრძელდა ჩრდილი... ,,ფარაონთა მზიური მიწა?!... უცხო, ვერ ვიცან!... უფალი მიცავს?!... თუ გამომცდიდა?!...’’ მონის უღელი გაყიდული ძმის კისერზე... მზე არ ანთია... მაგრამ იოსებს უფალი იცავს, მადლი დიდია! ეს ებრაელი, მშვენიერი თვალად და ტანად, განაგებს ამ სახლს... ფოტიფარმა, მზე ფარაონის კარისკაცმა, ასე ინება!... ღვთის მფარველობა უცხო ყმაწვილზე გამოიყენა, რადგან უფალმა აუხილა დახშული თვალი, როს დააფასა იოსებზე ღვთის დიდი მადლი, უკურთხა სახლი!... მაგრამ კეთილთან ახლოა ბრალიც, დახარბებული, მაძიებელი ბატონის ცოლის უძღები თვალი... ,,ეს მონა ჩემი უნდა იყოს! ისევე როგორც, ჩემია ქმარიც!’’... იოსებმა ქალს არ დაუთმო... ,,დიდია მადლი ფოტიფარის, როგორ ვუმუხთლო? და გავარისხო ამით უფალი?! რა დავაშავე?!... ალბათ, მცდის, წმინდა ვარ, თუ ცოდვის მიმყოლი?... მადლს კვლავ ვიპოვი... ვერ მაცდუნებს ბატონის ცოლი ვნების ამყოლი!’’ რაც მეტი იყო უარყოფა ,,უმადურ’’ მონის, მით მეტი იყო სურვილი ქალის, გაუმაძღარის, უარყოფილის... ბოღმაც თანდათან გაიბერა და... ,,მიშველეთ, ხალხო, მომაცილეთ ეს მონა ურცხვი, ნახეთ, რას ბედავს, ლამის ნამუსი ამხადოს სახლში, სადაც პურს ვაჭმევთ და შეიფარა ჩემმა ქმარმა, ვით ვაჟი თვისი... ეგ, უმადური, უნამუსო ებრაელი, ჩაქოლვის ღირსი! აი, სამოსი შემატოვა და კარში მირბის...’’
და სამართალი, როგორც ყოველთვის, სმენადახშული მაშინ არის, როცა ძლიერი სუსტის მტერია... და მართალი იოსები, ვით ფარაონის კარისკაცის წმინდა კერის ურცხვი შემრყვნელი, განსასჯელია... და ბრალდებული... სატუსაღო -- სევდის სახლის -- გულშემუსვრილი ბინადარია.
2008წ. 20 მარტი.
სევდის სახლის სიზმრები
,,...მადლი აპოვნინა საპყრობილის უფროსის თვალში.’’ დაბ. 39.21. ,,...განურისხდა ფარაონი თავის ორ კარისკაცს...’’ დაბ. 40.2. ო, სევდის სახლო, ნალტობო ცრემით, რისხვით ნაშენო, მონათა გლოვით... უიმედობის მზე აქ ამოვა... და მთვარე ჭმუნვის ჩაგრაზავს ოხვრით... მაგრამ იოსებს, ღვთის სახლის კიბის საფეხურზე მორცხვად ჩამომჯდარს, უფალი შველის!... ნეტავ, რა ელის?!... სატუსაღოს უფროსი კი, მადლის მთხოვნელი, ლმობით შესცქერის... და ნდობას ჩუქნის, უდარდელობით, ,,შენ როგორც იტყვი...’’
*** და აი, სევდის ცრემლებს აფრქვევენ ფარაონის მწდე და მეპურე... ვერას გააწყობ, რადგან ნიავზე მამლის ბოლოსებრ სწრაფად ბრუნავს ბედის ბორბალი... მეფის წყალობას კი მუდამ ახლავს კვეხნა და შური, მერე კი მეფის რისხვა და დასჯა... ტუსაღის ხვედრი სამარცხვინო: დაცინვა, ტანჯვა... გესტუმრნენ სევდის სახლის სიზმრები?!... რას ნიშნავს, ნეტა,... რას ველოდები?!... იოსები კი, ღვთის მინიშნებით, ისმენს, განმარტავს...
*** ,,მეზმანა, ვაზი მშვენიერი, დგას სამი ლერწით...’’ ,,მე კი ვიხილე თავზე მადგას სამი კალათა...’’ ,,უცებ, ჯერ თეთრად აყვავილდა...’’ ,,სულ ზემოთა ავსებულიყო...’’ ,,მერე დამწიფდა ვაზი მტირალი...’’ ,,ფარაონისთვის ნარჩევი საჭმლით...’’ ,,აი, მოვიღე ყურძნის მტევანი, ჩავწურე თასში...’’ ,,მაგრამ გამოჩნდა ბინდისფერი დიდი ფრინველი...’’ ,,და ფარაონს მივართვი კრძალვით...’’ ,,და ამაკენკა ფარაონის ნუგბარ-ნუგბარი...’’
*** ,,სამი ლერწი და სამი კალათი უეჭველად სამ დღეს გიქადით... შენ, ფარაონი, რაკი ღვინო მიართვი თასით, ამ სამ დღეში კვლავ შეგიწყალებს, შენ კი -- გაგწირავს... და ბინდისფერი ფრინველი დიდი ხეზე გაგკენკავს... თუ ეს გამართლდა, გთხოვთ, მომიგონოთ, მოიღოთ მადლი...’’ და... სევდის სახლის ახდნენ სიზმრები... ...მაგრამ იქ დარჩა იოსები, უფლის მორჩილი, რადგან ბედნიერთ სიხარული, უბედურთ ტანჯვა ავიწყებთ ხოლმე, ვინ, როდის, რა თქვა...
2008წ. 24 მარტი.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. უიმედობის მზე აქ ამოვა... და მთვარე ჭმუნვის ჩაგრაზავს ოხვრით... მაი:-* უიმედობის მზე აქ ამოვა... და მთვარე ჭმუნვის ჩაგრაზავს ოხვრით... მაი:-*
13. რადგან ბედნიერთ სიხარული, უბედურთ ტანჯვა ავიწყებთ ხოლმე, ვინ, როდის, რა თქვა... 8-> :) რადგან ბედნიერთ სიხარული, უბედურთ ტანჯვა ავიწყებთ ხოლმე, ვინ, როდის, რა თქვა... 8-> :)
12. იმედო, დავითი, თამარი!!! გაიხარე!!! იმედო, დავითი, თამარი!!! გაიხარე!!!
11.
დილა მშვიდობისა და სიხარულისა :)
კეთილი სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
დილა მშვიდობისა და სიხარულისა :)
კეთილი სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
10. მოგესალმები, მაიკო! წავიკითხე ინტერესით. სასიამოვნოა ასეთი ქართულით გამართული ტექსტების კითხვა!.. წარმატებები!.. იმო ჯახუანი დავით შემოქმედელი მოგესალმები, მაიკო! წავიკითხე ინტერესით. სასიამოვნოა ასეთი ქართულით გამართული ტექსტების კითხვა!.. წარმატებები!.. იმო ჯახუანი დავით შემოქმედელი
9. ო, სევდის სახლო, ნალტობო ცრემით, რისხვით ნაშენო, მონათა გლოვით... უიმედობის მზე აქ ამოვა... და მთვარე ჭმუნვის ჩაგრაზავს ოხვრით...
შენ რომ გკითხულობ... უფრო მიყვარდება ადამის მოდგმა...ადამიანი...5555555555 ო, სევდის სახლო, ნალტობო ცრემით, რისხვით ნაშენო, მონათა გლოვით... უიმედობის მზე აქ ამოვა... და მთვარე ჭმუნვის ჩაგრაზავს ოხვრით...
შენ რომ გკითხულობ... უფრო მიყვარდება ადამის მოდგმა...ადამიანი...5555555555
8. შენ კი -- გაგწირავს... და ბინდისფერი ფრინველი დიდი ხეზე გაგკენკავს...
ძალიან ლამაზია... შენ კი -- გაგწირავს... და ბინდისფერი ფრინველი დიდი ხეზე გაგკენკავს...
ძალიან ლამაზია...
7. ძალიან კარგად წერ! 5 ძალიან კარგად წერ! 5
6. მაგარი ხარ, მათე-ბიჭო! 5 მაგარი ხარ, მათე-ბიჭო! 5
5. ძლიერი ხარრრ! ძლიერი ხარრრ!
4. ...მათე-მაიკო... ლალიმ თქვა ჩემი სათქმელი :) ...მათე-მაიკო... ლალიმ თქვა ჩემი სათქმელი :)
3. >:D< საცოდაობაა ქულებით ამისი შეფასება. მეტია იდიოტურ ქულებზე.. >:D< საცოდაობაა ქულებით ამისი შეფასება. მეტია იდიოტურ ქულებზე..
2. მოგესალმები, მაიკო! წავიკითხე ინტერესით. სასიამოვნოა ასეთი ქართულით გამართული ტექსტების კითხვა!.. წარმატებები!.. მოგესალმები, მაიკო! წავიკითხე ინტერესით. სასიამოვნოა ასეთი ქართულით გამართული ტექსტების კითხვა!.. წარმატებები!..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|