ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა ბარტყი
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2009


სიყვარული ნაცარია

შენი ნახვა ისე მინდა
ისე,როგორც არასდროს.
მინდა ჩემი სული განდო,
ასე უმისამართოს...
რა დავარქვა ამ სიგიჟეს
რაც ჩემშია?! -ჩემია.
სიყვარული ნაცარია
მე კი-ნაცარქექია.
რაც დღეს დიდი ბედენაა,
ხვალ იქნებ და ფერფლია.
სიყვარული შარა არის
მე კი-შარახვეტია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები