ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცინიკოსი
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2009


მისს,მომისმინე მე არ ვბლატაობ!(გვანციოლას)

მისს,მომისმინე მე არ ვბლატაობ,
და უფრო ხშირად ვცდები არჩევანს.
იღბალთან მართლაც რა მაქვს სადაო,
თვითონ ვერ ვსწავლობ, კარგის გარჩევას.

მისს, ყველაფერი გავყიდე უკვე,
სამამდეც ისე დიდხანს ვითვალე...
საკმეველს მაინც არავის ვუკმევ,
ხასიათში მაქვს ჭკვა ვერ ვისწავლე!

მისს, მე ხვალიდან სულსაც გავყიდი
და უფრო მეტსაც ალბათ გავბედავ,
მისს, მე წავალ და როგორც დაგპირდი
კარებს შიგნიდან მართლაც დავკეტავ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები