( სთქვი და აასრულე, გოდერძი ჩოხელო...)
კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი... კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი, კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი, კლდეებზე იპოვე ძილი! სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე, რაც მოსახდენია, ჰქენი! არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად, გლოვაა ეს წუთისოფელი. ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს: - იყო გოდერძი ჩოხელი! ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი, სუნთქვას რომ გაატან ნიავს, ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი, კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს. კლდეებში შენს ძვალ-რბილს რომ ვერვინ იპოვის, კუბო რომ არავის მიაქვს, შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი... სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია. - შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო! - ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!
გოდერძი ჩოხელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. კლდეებში შენს ძვალ-რბილს რომ ვერვინ იპოვის, კუბო რომ არავის მიაქვს მართლა ყოჩაღ! :) კლდეებში შენს ძვალ-რბილს რომ ვერვინ იპოვის, კუბო რომ არავის მიაქვს მართლა ყოჩაღ! :)
9. ყოჩაღ...... ყოჩაღ......
8. ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს: - იყო გოდერძი ჩოხელი! ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს: - იყო გოდერძი ჩოხელი!
7. ღმერთმა ნათელში ამყოს გოდერძი ჩოხელის სული!!! ღმერთმა ნათელში ამყოს გოდერძი ჩოხელის სული!!!
6. ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი, სუნთქვას რომ გაატან ნიავს, ძალიან ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი, სუნთქვას რომ გაატან ნიავს, ძალიან
5. მეც მომწონს! :) მეც მომწონს! :)
4. გაიხარე (არა)ჩვეულებრივო ადამიანო. გოდერძის სიმაღლე და სიღრმე დროის გასვლასთან ერთად გამოიკვეთება. ჩვენს და მის თაობას შე(და)უფასებლად გაგვეპარა პეშვიდან წყაროს წყალივით, ისე, რომ ყელის გასველებაც ვერ მოვახერხეთ.ხელის გულებში დაგვიტოვა სასიამოვნო სიგრილე მხოლოდ... გაიხარე (არა)ჩვეულებრივო ადამიანო. გოდერძის სიმაღლე და სიღრმე დროის გასვლასთან ერთად გამოიკვეთება. ჩვენს და მის თაობას შე(და)უფასებლად გაგვეპარა პეშვიდან წყაროს წყალივით, ისე, რომ ყელის გასველებაც ვერ მოვახერხეთ.ხელის გულებში დაგვიტოვა სასიამოვნო სიგრილე მხოლოდ...
3. ღმერთმა შსეიფაროს შენი ტანჯული სული, ჩემო უდროოდ დაკარგულო ძმობილო! ღმერთმა შსეიფაროს შენი ტანჯული სული, ჩემო უდროოდ დაკარგულო ძმობილო!
2. ძაიან ლამაზი ლექსია... ძაიან ლამაზი ლექსია...
1. მიყვარს ეს ლექსი.. იყოს აქ... მიყვარს ეს ლექსი.. იყოს აქ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|