ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუ
ჟანრი: პროზა
21 მაისი, 2009


ტკივილი.

  ვბრუნდები  ოცი წლით უკან და მტკივა, მტკივა წარსული....
  მაშინ... მაშინ ყველაფერი, ალბათ, ლამაზი და კარგი მეჩვენებოდა, ან იქნებ მართლაც იყო კარგი.
  მეგონა ბედნიერი ვიყავი... იქნებ ვიყავი კიდეც?
  მაგრამ ამ ყველაფრისგან დარჩა: ტკივილი, უსასრულო მარტოობა და ჩემი შვილი.
უკან მოხედვის ყოველთვის მეშინოდა, კარგს ვერაფერს ვიხსენებდი და ალბათ ამიტომ. საკმარისი იყო შენი გახსენება  და...  საბრალო პატარა გოგოს ვხედავდი, ხელში ჩვილი ბავშვით და დიდი შეშინებული თვალებით, სავარძელში მჯდარს რომ გიყურებს, დაბნეული, ვერც კი ხვდება რატომ გაქვს მკლავზე გადაჭერილი რეზინის მილი და ხელში ინსულინის შპრიცი.
    გოგონას, რომელიც გარბის, გარბის ისე, რომ უკან არ იხედება, შენს აგრესიას და ტკივილს გაურბის. გარბის საკუთარი თავის თუ შვილის გადასარჩენად და აი ახლა ოცი წლის შემდეგ ვბრუნდები უკან.
  ვბრუნდები მხოლოდ იმიტომ, რომ პატივი ვცე იმ ადამიანის ხსოვნას, ვისაც დედას ვეძახდი, ერთადერთ, თბილ და საყვარელ ადამიანს ამ ცივ სახლში.
  გვერდში მამაკაცური ნაბიჯით მომყვება შვილი. ჩემი და შენი შვილი.
  შენ ისევ იმ სავარძელში ზიხარ, მხედავ და ვგრძნობ როგორ ინთება  შენს თვალებში უცნაური ნაპერწკალი,  წამოიწიე  და  მივხვდი,  რომ  ადგომაც კი  ვერ  შეძელი, ღმერთო როგორ  გამიჭირდა  ნაბიჯის გადმოდგმა  შენსკენ....
- დედა, მამა  ვერ  იცანი? - მაფხიზლებს  ჩემი  და  შენი  შვილი.
- ხო  დედა,  ოცი  წელი გავიდა  შვილო!...- ნაბიჯს  ვდგამ  შენსკენ...
  იგივე  სავარძელი...  ზიხარ  დაპატარავებული,  გალეული,  ფერმკრთალი  ავადმყოფი  და ისევ  იმ თვალებით  მიყურებ.
  ვიხრები შენსკენ,  მტკივა  შენი  სიბრალული  და  ვტირი,  ვტირი  ტკივილისგან.  შენს  ჩამქრალ  თვალებს  ეტყობა  შენი  სიცოცხლის  ბოლო  დღეები.
რაღაცის  თქმა  გინდა,    ვერ  ამბობ,  გიშრება  პირი...
- წყალი  ხომ  არ  გინდა, მამა? - გეკითხება  შვილი,  რომელიც  ერთხელ  არ  მოიკითხე  ოცი  წლის  მანძილზე,  მაგრამ  მას უყვარხარ,  უყვარხარ  მხოლოდ  იმიტომ, რომ  მამა  ხარ  მისი.
- მარტო  ვარ,  სულ  მარტო  დავრჩი, - ამბობ  და,  ალბათ პირველად  სიცოცხლეში,  ტირი.
  სიბრალული  გლეჯს  გულს, მაგრამ  უკან  მოხედვის  მეშინია,  გესმის?...  მეშინია!
 
                      მე წავედი!!!!!!!!!

    . 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები