ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუ
ჟანრი: იუმორისტული
25 მაისი, 2009


წითელტუჩსაცხიანი ქალბატონი.

    როდესაც სევდა გულს აწვება და გასაქანს არ მაძლევს, ვწერ.
თუკი ამანაც არ მიშველა, ვიცი ჩემი წამალი: მივდივარ სილამაზის სალონში თმის შესაჭრელად.
  ხოდა ახლაც ასე მოვიქეცი. წინასწარ ჩაწერით არ შემიწუხებია თავი, ეგრევე მივადექი ჩემს სტილისტს. სალონში საკმაოდ დიდი რიგი დამხვდა და რადგან არც არსად მეჩქარებოდა, ჩამოვჯექი მოხერხებულ სავარძელზე.
    თუ გინდათ ცხელ-ცხელი ჭორების გაგება, აქ უნდა მოხვიდეთ. ხოდა აქ გამარკვიეს: ვინ არის ქალაქის მერის თუ შსს-ს მინისტრის საყვარელი, ვინ სად ირუჯება და რამდენს ხარჯავს ამაში, მოკლედ, ვინ რითი ცხოვრობს.
  საშინლად არ მიყვარს ჭორიკანა ხალხი, ასე მგონია სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ,  ადრენალინის დოზას  სკანდალებით,  სხვისი გაჭირვებით იღებენ და გიყვებიან, მხატრვულად გიფორმებენ, ამძაფრებენ, რომ საინტერესო გახადონ მოსასმენად,
  რა თქმა უნდა, უნებურად  გაბრაზდები ან გაგეცინება ამის მოსმენისას! მაგრამ, არა, - ამის უფლებას არ გიტოვებს მოსაუბრე. თვალებში მოგჩერებია და აკვირდება შენს რეაქციას. შენც უნდა გაგიკვირდეს, ან გეწყინოს, თორემ ზურგს შეგაქცევს და... მოგიწევს მარტო ჯდომა შენი რიგის მოსვლამდე.
    ვუყურებდი ჩემს წინ, წითელტუჩსაცხიან.  გადაპრანჭულ ქალბატონს  რომელმაც არ დატოვა არავინ:  სამეზობლოში,  მთავრობაში, თითქმის მთელს თბილისში, ყველა გაასწორა მიწასთან. საკუთარი თავი შემეცოდა ამ სიტუაციაში, მაგრამ  მეტი რა დამრჩენოდა? მივჩერებოდი  და  სიბრაზისაგან სმაილებივით ვცვლიდი სახეზე მიმიკებს ... და აი გამიმართლა, მისი რიგი მოვიდა!
  ღრმად ამოვისუნთქე, გადავრჩი!..
  მან მხოლოდ სავარძელი შეიცვალა, არც თემა შეუცვლია და არც ენა გაუჩერებია, თუ არ ჩავთვლით წუთის მეასედს, როდესაც სიგარეტს უკიდებდა სანთებელით. ხოდა ზუსტად ამ წუთის მეასედში, სანთებელის ალი და თმის ლაკის შხეფები შეხვდნენ ერთმანეთს და.... ეს უნდა გენახათ!!!
  ქალის ლამაზად დახვეულ თმას ცისფერი ალი მოედო. სტილისტი დაიბნა და მთლად გადაირია, უმოწყალოდ ურტყამდა თავში ხელებს ცეცხლმოკიდებულ ქალბატონს და განწირული ხმით ითხოვდა შველას. ქალბატონი ჯერ აკივლდა შემდეგ კი უაზროდ დაიწყო სირბილი წინ და უკან. ისე აჭყეტდა თვალებს, დისქავერზე ნანახი უცხო ჯიშის გომბეშო გამახსენდა, ცისფერი ალი ყვითლით რომ შეიცვალა, ხომ მთლად დაკარგა სახეც და გონიერებაც, სხვისთვის მოდუღებულ ყავას მოკიდა ხელი და ნალექიანად დაიმხო თავზე....უცნაურ ხმებს გამოსცემდა, და რადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მარტო იმას ჩიოდა; ხვალ მთელ თბილისს ეცოდინებაო.
  უცებ ვიღაც ღვთისნიერმა მოიფიქრა და პირსახოცის თავზე შემოხვევით ჩაუქრო ცეცხლი უკვე გატრუსულ ქალბატონს.
    ამის ატანა უკვე ვეღარ შევძელი , (ძლივს ვიკავებდი თავს, რომ არ გამცინებოდა) გაცლა ვამჯობინე, არც არავის დავემშვიდობე, ისე ჩუმად გავიპარე.


    ( ეს ისე... უბრალოდ მინდოდა გაგეცინათ)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები