ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამარ_"მ.ე__"
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2009


  ჩამოტვირთვა

მოგენატრე "მეგობარო"?...

...მოგენატრე "მეგობარო"? ნუთუ მართლა?
იცი,მეც მაწუხებს მონატრება...
ჩამეხუტე? რატომ ასე თბილად,მაგრად?
ცხადი ხარ თუ ნოსტალგიის მოლანდება?...

მეჩვენები,უსათუოდ მეჩვენები!
შენ არ იყავ,ცივი მზერით მზირალი?
თუმცა ამ ფიქრს ხანდისხან ვერ ვნებდები...
რა გსურს?მნახო მონატრებით მტირალი?...

ვიცოდი,რომ არ გქონია ცივი გული,
თუმცა მერე წარმოდგენა წამიხდა.
დღეს კი ისე ჩამეხუტე "მეგობარო"...
რა ვიფიქრო?...უკვე ფიქრიც არ მინდა...

მოგენატრე "მეგობარო" ღია გულით?
აღარ ვიცი დავიჯერო თუ არა...
ისე თბილად,ისე ნაზად მომეხვიე...
აღარ გინდა შენ ჩემს გვერდით თუმცაღა...

შევტორტმანდი,ავირიე,დავიბენი,
ყელში მომწვდნენ დაგროვილი ცრემლები.
მსურდა მეთქვა:მიყვარხარ თქო ძველო ჩემო!
მაგრამ ასე გახსნაც ვეღარ შევძელი...

მოგენატრე მეგობარო?...ჰო,მემგონი
მეც ასე ვარ...ძველი დრო გამახსენდა...
გახსოვს,ერთად ამ დღეს როგორ ველოდით?...
მაგრამ შურმა ყველაფერი გათელა...

...მენატრები,მენატრება ერთად ყოფნა...
თუმცა ახლა ჩვენთვის ცალკე ღამდება...


                                                                                             

                                                                                                  ...ეძღვნება ჩემს ყოფილ მეგობარს,ეკას...დღეს მისი 
                                                                                                  დაბადების დღეა...ჩემთვის ეს ლექსი ბევრს ნიშნავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები